1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია 1.2.
პუნქტში თანდართულ ფაილებში: შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური
აქტი, პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალასა და
ხარჯთაღრიცხვაში (დანართი - N1);
1.2.2. მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები
უნდა განახორციელოს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პროექტის
და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე;
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით,
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები,
სერტიფიკატები და სხვა);
1.2.4. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და
მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი,
ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, ან მოწყობილობა, ან
შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სტანდარტებს და შემსყიდველი
ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით
გამოასწოროს ხარვეზი, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები
მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო, ამასთან
მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც უშუალოდ
ჩართულები იქნებიან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში;
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები
შეასრულოს საკუთარი მასალებით, მოწყობილობებით, ხარისხის,
სტანდარტების, სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სრული
დაცვით. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
1.2.6. სამუშაოების შესრულების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას
ობიექტზე უკვე განხორცილებული სამშენებლო სამუშაოები, მისგან
გამოწვეული ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან/დაზიანებისაგან და
მათი დაზიანების შემთხვევაში, სრულად აგებს პასუხს - აღადგენს ან/და
აანაზღაურებს შესაბამის ზიანს/ზარალს. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო
წარმოებისთვის საჭიროა უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება,
ზემოაღნიშნულის დარღვევით მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა
ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას
შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი
მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით,
უზრუნველყოს სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოება/ უსაფრთხოების წესების
დაცვა და პასუხისმგებელობა აიღოს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით
გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე, უნდა უზრუნველყოს ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი/უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.
მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების წარმოებისას, უზრუნველყოს
სააგენტოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ და
შეუფერხებლად გადაადგილება თავშესაფრის ადმინისტრაციულ
შენობასთან.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე
დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული
ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია, შეადგინოს ფარული სამუშაოების (არსებობის
შემთხვევაში) დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან აღნიშნული
სამუშაოები დადასტურებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
ინსპექტირების განმახორციელებელი პირების მიერ;
1.2.10. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების წარმოების პარალელურად
საკუთარი ხარჯებით, ეტაპობრივად, უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან
სამშენებლო ნარჩენების და ნაგვის მოგროვება და გატანა, სამუშაოების
დასრულების შემდეგ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი გამოყენებული
მოწყობილობა-დანადგარებისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან,
განახორციელოს კაპიტალური დასუფთავება;
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას,
მყარ კონსტრუქციაზე განათავსოს სამშენებლო სამუშაოების
მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი, მინიმუმ 1 ცალი
საინფორმაციო დაფა/ბანერი ზომით 100სმ X 100სმ, საკუთარი ხარჯებით;
1.2.12. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით
წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი,
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული
გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება თუ წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო
დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ;
1.2.13. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს
სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს,
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. სატენდერო
წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით;
1.2.14. ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პროცენტული მაჩვენებლები არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების
განსაზღვრის წესს (2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის
დადგენილება №55);
1.2.15. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა
ან/და განუფასებლად წარმოდგენა ან/და წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში
განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა თუ აღემატება განსაფასებელი
პოზიციების 1%-ს (ნულიც ნიშნავს განფასებას) დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
1.2.16. შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა. მიმწოდებლის
მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს და
ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ა(ა)იპ „ქ. თბილისის
მუნიციპალური ლაბორატორია“ ან სერტიფიცირებული ინსპექტირების
ორგანო.