Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары (Грузия - Тендер #66433004)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 66433004
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 2 724 305


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000285
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 16:18
Начало приема предложения 26.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.08.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 2`724`305.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18100000-Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18100000 - Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
  • 18130000 - Специальная рабочая одежда
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`897.22 GEL
Размер гарантии 27`246 GEL
Срока действия гарантии 360 День
  • Загрузка объявления: marine gvritishvili :: 21.08.2025 15:31
  • Последнее исправление: nino gamrekeli :: 21.08.2025 16:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645709&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საჭიროებიდან გამომდინარე, ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი, სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის (CPV18130000 - სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი, შემდგომში - „საქონელი/სპეც. ტანსაცმელი“) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები, მოთხოვნები ექსპერტიზის დასკვნის შესახებ და სხვა დეტალური ინფორმაცია, ასევე, შესასყიდი საქონლის რაოდენობა მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში.
2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია და მის მიერ მოთხოვნილი შესასყიდი საქონლის რაოდენობა (ზომების მიხედვით), ასევე მიწოდების ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N2 დანართში.
3. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში მოცემული საქონლის ესკიზები საორიენტაციო ხასიათისაა, შესაბამისად, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დააზუსტოს თითოეული ტიპის სპეც. ტანსაცმლის თარგი, ფერი, ასევე ბრენდირება (მათ შორის წარწერა, ლოგო, ფერი, ზომები და ა.შ.), სხვა შესაბამისი დეტალები და მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე დაიწყოს საქონლის წარმოება/შეკერვა, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართში თითოეულ პოზიციებზე მითითებული PANTONE-ის ფერის კოდი დამხმარე ინფორმაციაა და საორიენტაციო ხასიათისაა, შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ფერების განსაზღვრისას ძირითადად იხელმძღვანელოს შესაბამისი საქონლის RAL-ის ფერის კოდ(ებ)ით.
6. თითოეულ საქონელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი იარლიყი, სადაც გარკვევით იქნება მითითებული გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები (მათ შორის რეცხვის პირობები). ასევე, თითოეულ საქონელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ზომის აღმნიშვნელი.
7. თითოეული საქონელი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული (პოლიეთლენის პარკში), ხოლო მეორეული შეფუთვა უნდა იყოს რაოდენობრივად დაფასოებული არაუმეტეს 100 ერთეული შეფუთვაში.
8. საქონელი უნდა ინარჩუნებდეს თავდაპირველ ზომასა და ფორმას შესაბამისი ტემპერატურული მშრალი ან/და სველი რეცხვის შემდეგ.
9. გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს, ამასთანავე, გვირისტის შესრულება უნდა იყოს სწორი და პროპორციული.
10. საქონელი დამზადებული უნდა იყოს ტანსაცმლისა და სხეულის ზომის საერთაშორისო სტანდარტის ISO 3635 შესაბამისად.
11. შემსყიდველი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობებისა და სატენდერო დოკუმენტაციის (მათ შორის, საქონლის ტექნიკურ სპეციფიკაციებთან მიმართებით) მოთხოვნების შესრულების კონტროლი. კონტროლის განხორციელებისას შემსყიდველი უფლებამოსილია, საქონლის ჩაბარებისას, შერჩევითობის პრინციპით, ნიმუშად აიღოს ნებისმიერი საქონელი შემდგომი ექსპერტიზის ჩასატარებლად და მისი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.
11.1. ექსპერტიზა შესაძლოა ჩატარდეს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში” ან/და SGS ან/და INTERTEK ან/და EKOTEKS ან/და სხვა აკრედიტირებულ ორგანოში (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი ორგანოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
11.2. ზემოაღნიშნული ექსპერტიზისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული საქონლის ხარჯებს არაუმეტეს ორჯერ სრულად აანაზღაურებს გამარჯვებული მიმწოდებელი. ხოლო, ყოველი შემდგომი განმეორებითად ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი მხარე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ექსპერტიზის შედეგად დადგინდა მიწოდებული საქონლის სატენდერო პირობებთან და შესაბამის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობა, ექსპერტიზისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგად აღებული საქონლის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.
12. შემსყიდველი უფლებამოსილია, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის (მათ შორის ქსოვილის და აქსესუარების შესყიდვა ან/და კერვის პროცედურა), შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით განხორციელებაზე, მონიტროინგი უზრუნველყოს ინსპექტირების ჯგუფის საშუალებით. ინსპექტირების ჯგუფი, უფლებამოსილია გამარჯვებული მიმწოდებლისგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია მისაწოდებელი საქონლის ან/და მისი შემადგენელი ნაწილ(ებ)ის დამზადებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე, უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება საქონლის მწარმოებელ კომპანიაში/საწარმოში, სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად.
13. პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.
14. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი, დაზუსტების გარეშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
15. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სავარაუდო ჯამური ღირებულების კლება დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემული რომელიმე პოზიციაზე მითითებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულების ზრდის ხარჯზე (პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში დაფიქსირებული შესასყიდი საქონლის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მოცემულ იმავე პოზიციაზე განსაზღვრულ საქონლის ზღვრულ ერთეულის ღირებულებას).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდი საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოცდაათი) კალდენდარული დღის განმავლობაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67 ან/და ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. N119-121
(ასევე, მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N2 დანართში).
2. საქონლის მიწოდების ადგილი შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.5. პუნქტის პირველ ქვეპუნქტში არსებულ მისამართებს, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად, მხოლოდ გამარჯვებულ მიმწოდებელთან შეთანხმების საფუძველზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვრებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე.
2. გარანტია, ასევე უნდა ითვალისწინებდეს, რომ მიწოდებული საქონელი იქნება ახალი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, არ ექნება მექანიკური ან/და სხვა სახის დაზიანებები.
3. გარანტია უნდა ითვალისწინებდეს, რომ საქონელი იქნება მიწოდებული სათანადო მდგომარეობაში, შეფუთვა არ იქნება დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელზე/იარლიყზე იქნება კითხვადი.
4. გარანტია უნდა ითვალისწინებდეს, რომ შემოთავაზებული საქონელი საგარანტიო ვადის განმავლობაში არ გამოავლენს დეფექტებს/ხარვეზს/წუნს (მათ შორის არ მოხდება თავდაპირველი ფორმისა და ფერის დაკარგვა, მათ შორის მშრალი ან/და სველი რეცხვის შემთხვევაში). ხოლო, აღნიშნული დეფექტის/ხარვეზის/წუნის (მათ შორის, თავდაპირველი ფორმისა და ფერის დაკარგვის, მათ შორის მშრალი ან/და სველი რეცხვის შემთხვევაში) გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან, არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში შეცვალოს საქონელი ახლით. ამასთანავე, აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, რომ მიწოდებული საქონლის ხარისხი იყოს თავდაპირველად მიწოდებული საქონლის ხარისხის იდენტური და სატენდერო პირობებითა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი.
5. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება საქონლის საბოლოო მიწოდების ვადიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვის ვადით. ადგილობრივი საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ხელშეკრულების ღირებულებით გათვალისიწნებულ ვალუტა - ლარში.
6. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია ჩამორთმევას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს საგარანტიო პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
7. ზემოაღნიშნულ საგარანტიო მოთხოვნებსა და ვადასთან დაკავშირებულ პირობებზე თანხმობის მიზნით, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/დასტური.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს საქონლის წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი (არსებობის შემთხვევაში. ხოლო, თუ არ გააჩნია მოდელი უნდა მიუთითოს: „არ გააჩნია“), სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (არსებობის შემთხვევაში - კონკრეტული ინფორმაცია. ხოლო, თუ არ გააჩნია მოდელი უნდა მიუთითოს: „არ გააჩნია“) შესახებ შესაბამის ინფორმაციას, ის დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ამასთანავე, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში).
3. ამასთანავე, თუ შესასყიდი საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლი კომპანიის ან/და მოდელის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესასყიდი საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლი კომპანიის ან/და მოდელის იდენტიფიკაცია, მაშინ სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის (უნიფორმების, კერძოდ: ქურთუკი ან/და შარვალი ან/და ლაბადა ან/და ჟილეტი ან/და კომბინიზონი) მიწოდების არანაკლებ 300,000 (სამასი ათასი) ლარის გამოცდილება ჯამურად, უკანასკნელი (ერთი წლის) პერიოდის განმავლობაში, კერძოდ: 2024 წლის 01 აგვისტოდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების დღემდე, რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას.
2. პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული მოთხოვნილი გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა.
3. სახელმწიფო შესყიდვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკმარისია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების: CON, SPA, NAT ან/და CMR ნომრების წარმოდგენა. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში (CON, SPA, NAT ან/და CMR ნომრების წარმოდგენისას) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის შესაბამისი გამოცდილება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

1. საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობა (შეკერვა) უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტში არსებული გეგმა-გრაფიკის (დანართი N3) გათვალისწინებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია და გამარჯვებული მიმწოდებელი უფლებამოსილია დააზუსტოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტში არსებული გეგმა-გრაფიკი (სატენდერო დოკუმენტაციის პირობების გათვალისწინებით), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისას. ამასთან, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შესაბამის ხელშეკრულებაში მითითებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გეგმა-გრაფიკის შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს ნებისმიერ დროს, შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის საშუალებით (ინსპექტირების ჯგუფის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია). ამასთანავე, ინსპექტირების ჯგუფი უფლებამოსილია საქონლის სრულად ჩაბარებამდე გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მისაწოდებელი საქონლის ან/და მისი შემადგენელი ნაწილ(ებ)ის დამზადებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
4. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მწარმოებელი კომპანია/საწარმო არ მდებარეობს საქართველოში, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ინსპექტირების ჯგუფის (არაუმეტეს 2 ადამიანი) ვიზიტი/ტრანსპორტირება საწარმოში, შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუმეტეს ერთხელ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან საქონლის სრულად ჩაბარებამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე აცნობოს აღნიშული მოთხოვნა გამარჯვებულ მიმწოდებელს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი ვალდებულია, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით მოსაწოდებელი, მზა საქონლის დამზადებისას გამოყენებული ამრეკლი (ფლექსის) მასალის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, წარმოადგინოს ამრეკლი (ფლექსის) მასალის მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, რომელიც დაადასტურებს მის მიერ წარმოებული ამრეკლი (ფლექსის) მასალის შესაბამისობას ISO 20471 სტანდარტთან და ამავდროულად, პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ამრეკლი (ფლექსის) მასალის ISO 20471 სტანდარტთან შესაბამისობის დოკუმენტ(ებ)ი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია (ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი) სისტემის მეშვეობით.
2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა ან/და ხელშეკრულება (რომელიც გაფორმებული იქნება გამარჯვებულ მიმწოდებელსა და ქვეკონტაქტორს შორის, დამოწმებული ნოტარიალურად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად), რომელიც დაადასტურებს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებას.
3. ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი ვალდებულება(ები) არ უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის მიერ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების 45%-ს.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუქნტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებულ წერილობით თანხმობაში/ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის განცხადების ნომერი, შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება/სამართლებრივი ფორმა/საიდენტიფიკაციო ნომერი და კონკრეტულად ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი ვალდებულებ(ებ)ის დეტალური აღწერა.
5. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს სატენდერო კომისიას და მხოლოდ სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია განახროციელოს შემდგომი ქმედებები.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის თითოეულ პოზიციაზე მითითებული შესასყიდი მზა საქონლის ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები და ექსპერტიზის დასკვნა(ები) დედანი/ორიგინალის სახით (ექსპერტიზის დასკვნა(ები) უნდა იყოს წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ზე ან ქსოვილ(ებ)ზე (რომელისგანაც დამზადებული იქნება მზა საქონლის ნიმუშები).
2. ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართში მითითებული შესასყიდი სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის თითოეულ მახასიათებლებზე, რომელიც დეტალურად მითითებულია სვეტში სახელწოდებით: „მოთხოვნები ჩასატარებელი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ“ (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის N1 დანართი).
3. თუ პრეტენდენტი წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში არსებულ საბოლოო საქონელს - სპეციალურ სამუშაო ტანსაცმელს, ქმნის ერთიდაიგივე (მ.შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი ექსპერტიზის დასკვნა (ამასთან, მზა საქონლის ნიმუშები უნდა იყოს წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის N1 დანართის თითოეულ პოზიციაზე).
4. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი (ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს წარმოდგენილი ნიმუშ(ებ)ზე ან ქსოვილ(ებ)ზე (რომელისგანაც დამზადებული იქნება ნიმუშ(ებ)ი)), ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან (ან ექსპერტიზაგავლილ ნიმუშ(ებ)თან) და ასევე, მზა საქონლის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში (ერთ პაკეტად).
4.1. ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზაგავლილ ნიმუშ(ებ)ის), ექსპერტიზის დასკვნის და ასევე, მზა საქონლის ნიმუშების ერთ პაკეტად დალუქვის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს მზა საქონლის ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ი (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ი) და დასკვნა(ები), ექსპერტიზის ორგანოს მიერ ინდივიდუალურად დალუქულ მდგომარეობაში.
4.2. მზა საქონლის ნიმუშების, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ის) და დასკვნ(ებ)ის, ექსპერტიზის ორგანოს მიერ ინდივიდუალურად დალუქულ მდგომარეობაში წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ის) და ასევე მზა საქონლის ნიმუშების შესაბამის ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი/დალუქვის ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული მზა საქონლის ნიმუშების და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილ(ებ)ის (ან ექსპერტიზა გავლილი ნიმუშ(ებ)ის) შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს).
5. ექსპერტიზის დასკვნა(ები) გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და SGS ან/და INTERTEK ან/და EKOTEKS ან/და სხვა აკრედიტირებული ორგანოს (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ.
6. ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ორგანო უნდა იყოს საერთაშორისოდ აკრედიტირებული (უფლებამოსილი) სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული და მის მიერ გაცემული ყველა იმ ტესტის/სტანდარტის (ექსპერტიზის) მეთოდზე, რომელზეც გასცემს დასკვნ(ებ)ას.
7. ექსპერტიზის დასკვნა(ებ)ში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე კოსნოლიდირებული ტენდერის განცახდების ნომერი და შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შესასყიდი საქონლის ნიმუშებთან ერთად წარმოსადგენი ექსპერტიზის დასკვნა(ები) გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების შემდეგ.
8. პრეტენდენტს მზა საქონლის ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ი) და ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ი უკან უბრუნდება გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების/ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის დაბრუნებაზე.
9. პრეტენდენტი ვალდებულია ნიმუშების, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილებისა (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ის) და ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის წარმოდგენისთვის საჭირო ხარჯები სრულად აანაზღაუროს საკუთარი ხარჯით.
10. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საქონლის ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილები (ან ექსპერტიზაგავლილი ნიმუშ(ებ)ი) და ექსპერტიზის დასკვნა(ები) დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

საქართველო, თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. #8 (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო)

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

27246

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2027 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
2. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა კონსოლიდირებ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru