Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66402005)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: SAMTSKHE-JAVAXETI STATE UNIVERSITY
Номер конкурса: 66402005
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 635 614


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015202
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 10:31
Начало приема предложения 06.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.09.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 635`614.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45261210 - Работы по укладке кровельного покрытия
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასაწავლო კორპუსის (მდებარე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113) სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`000.00 GEL
Размер гарантии 6`356 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine vepkhviashvili :: 11.08.2025 15:23
  • Последнее исправление: ekaterine vepkhviashvili :: 21.08.2025 10:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644156&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასაწავლო კორპუსის (მდებარე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113) სახურავის სარეაბილიტაციო (გადახურვის) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობა ასახულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე;
1.4.2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ყოველკვირეული კალენდარული გეგმა-გრაფიკი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტში მიმაგრებული დანართი N6-ის მიხედვით, მასში აღნიშნული სამუშაოების გათვალისწინებით;
1.4.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილია ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%; დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგ;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება:
2.2.1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის დასრულების დღემდე, პრეტენდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 635614 (ექვსას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას თოთხმეტი) ლარი.

2.2.1.2 ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: სახურავის მოწყობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და შეკეთების სამუშაოები;

2.2.1.3 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

2.2.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული დამკვეთის/შემსყიდველის მიერ დადასტურებული საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და ფორმა #2 (ები), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება; ასევე პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა. შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობის (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაო პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 (ერთი) სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირ(ებ)თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა №2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

2.4.1.2 ინფორმაცია სპეციალისტის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №5-ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების ყოველკვირეული კალენდარული გეგმა-გრაფიკი დანართი N6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე) წარმოდგენა. სერტიფიკატების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.7.1.2 ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები მოითხოვება შემდეგ მასალებზე: ფერადი თუნუქი, ფერადი თუნუქის პროფირილებული პანელი (პროფნასტილი), ანტისეპტიკური პასტა, ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარი, არმატურა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა. ამ მიზნით, შემსყიდველს წარედგინება ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულების მითითებით. თანხმობის მისაღებად ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს გადაცემული სამუშოების შესაბამისი ღირებულების გამოცდილება. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სამუშაო გამოცდილება უნდა დადასტურდეს შემდეგი დოკუმენტაციით: ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, შესრულებული სამუშაოების ფორმა 2 (ები) და პირველადი დადასტურებული საგადსახადო ანგარიშფაქტურები.

2.8.1.2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“-ში.

2.8.1.3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულების 40%;

2.8.1.4. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

2.9.1. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
2.9.2. მიმწოდებელმა ობიექტებზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
2.9.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სრული დაცვით,
2.9.4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.9.5. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
2.9.6 თუნუქის ფერი შეთანხმდეს შემსყიდველთან.
2.9.7 ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარზე მოქმედების ვადა განსაზრვრული იყოს არანაკლებ 3 (სამი) წლისა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
6.4.2. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
6.4.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
6.4.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართის შესაბამისად (იხილეთ მიბმული ფაილი: საბანკო გარანტიის ფორმა).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისთვის წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება ნაზარდი ჯამით დღგ-ს გათვალისწინებით. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, ასეთ შემთხვევაში არ წარმოიშობა ხელშეკრულების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება;
7.2.2. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის "სამშენებლო რესურსების ფასებით" განსაზღვრული ფასის ფარგლებში. ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით.
7.2.3. შუალედური ანგარიშსწორება ხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი და შემსყიდველის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის, ფორმა N3-ის, დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
7.2.4. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგ;
7.2.5. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და 7.2.4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
7.2.6. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას და საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.2.7. თუ საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების მომენტისთვის, მიმწოდებელი არ წარმოდგენს დოკუმენტურ დასტურს, რომ ამ ხელშეკრულების 5.6 და 5.7 პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია ან, ყველა ხარჯი ანაზღაურებულია, შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს შესაბამისი ხარჯები ასანაზღაურებელი თანხიდან (იხილეთ ხელშეკრულების პროექტი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების პროექტის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე ვეფხვიაშვილი, 595620408, ekavefkhviashvili@gmail.com ბიძინა მაისურაძე, ტელ.: 591 411 270

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
10.1.2. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 635 614.00 ლარს.
10.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 10.1.2. პუნქტით გათვალისწინებულ სავარაუდო ღირებულებას.
10.1.4. ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება.
10.1.6. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული დოკუმენტია ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და შტამპდასმული უნდა იყოს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
10.1.8. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე და გამოყენებული მასალების ხარისხზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru