Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66401998)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 66401998
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 999 959


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015209
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 11:37
Начало приема предложения 06.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.09.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 999`959.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45262310 - Литье железобетона
Срок подачи ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა) ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) წელი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 4`999.00 GEL
Размер гарантии 10`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaur jioshvili :: 31.07.2025 12:21
  • Последнее исправление: givi chumburidze :: 21.08.2025 11:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642140&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.4 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.9 მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და წინასაპროექტო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ააიპ „მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა“ შენობის ავარიულობის შესახებ.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია.
1.2.11 შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებით დასკვნასთან ერთად, ამასთან საპროექტო ხარჯები და გაწეული სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
1.2.12 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების ან/და საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, მიმწოდებელს სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა დეფექტური აქტებთან ან/და სქემატური ნახაზებთან ან/და საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები.
1.2.13 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენისას, საჭიროების შემთხვებაში, სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სხვადასხვა კომუნიკაციის მფლობელებთან შეთანხმების წერილები.
1.2.14 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში (მათ შორის საექსპერტო მომსახურების) ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოების არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობით.
1.2.15 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დავალების შესრულება საკუთარი სახსრებით (შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება).
1.2.16 მიმწოდებელი წერილობითი დავალებით მიღებული კონკრეტული სამშენებლო ობიექტის დასრულების შემდგომ, საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.17 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და სქემატურ ნახაზებში ან/და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს დეფექტური აქტებთან ან/და სქემატური ნახაზებთან ან/და საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.19 აგრეთვე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების ინსპექტირების და პროექტთან შესაბამისობის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). კონკრეტულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
1.2.22 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.23 მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG - ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზების შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.24 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.25 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით.
1.2.26 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.27 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.28 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.2.29 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.30 ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია, საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიწოდების ვადა: ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; საპროექტო მომსახურების მიწოდების ვადა - ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, განისაზღვრება შემსყიდველის მიერ, დიაპაზონში: 30-დან 150-მდე კალენდარული დღე, ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით, რაზეც მიმწოდებელს ეცნობება წერილობითი დავალებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიწოდების ადგილი – ქ. თბილისის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5% არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების შენობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების, მათ შორის ერთ ინდივიდუალურ მისამართზე მდებარე შენობ(ებ)ზე არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 20%-ის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელიც, აგრეთვე უნდა მოიცავდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებს (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა) (დანართი №3).
2.2.2 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 3%-ის ღირებულების შენობების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი N3-1-ით გათვალისწინებულ ცხრილში. აღნიშნული შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში (დანართი №3-1).
სავალდებულოა წარმოდგენილ პროექტ(ებ)ს თან ახლდეს მათზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნ(ებ)ი ან ამ პროექტ(ებ)ის საფუძველზე სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა).
2.2.3 პრეტენდეტი უფლებამოსილია 2.2.2 პუნქტის - საპროექტო მომსახურების გამოცდილებად გამოიყენოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილება. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს ზემოთ განსაზღვრული საპროექტო მომსახურების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება ჩაბარების აქტი ან სხვა) (დანართი №3-1). პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ იკრიბება.
სავალდებულოა წარმოდგენილ პროექტ(ებ)ს თან ახლდეს მათზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნ(ებ)ი ან ამ პროექტ(ებ)ის საფუძველზე სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა).
2.2.4 საპროექტო მომსახურების გამოცდილებაზე ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა), რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას ან შეთანხმება, რომლის შინაარსიდან უნდა დგინდებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღემატება პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

შენიშვნა:
1.წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №3–ის და დანართი N3-1 შესაბამისად.
2. პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ იკრიბება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №4-ში მოცემული სახეობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში. მიმწოდებელთან დანართი №4–ში მითითებული მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების შესახებ ინფორმაციის სისწორის გადამოწმება შემსყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს.

შენიშვნა:
წარმოდგენილ უნდა იქნას თანხმობა სამუშაოების წარმოების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №4-ით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს დეფექტური აქტებთან ან/და სქემატური ნახაზებთან ან/და საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
2.5.2 აგრეთვე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებით დასკვნასთან ერთად.
2.7.2 მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების ინსპექტირების და პროექტთან შესაბამისობის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი;
2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს;
2.8.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

20-08-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

20-08-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

20-08-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

20-08-2025 Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары.

20-08-2025 Инструменты, замки, ключи, петли, крепежные устройства, цепи и пружины.

21-08-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru