2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
2.1.1 შემსყიდველის მიერ მითითებულ ობიექტებზე გასვლა, აღმოჩენილი
დეფექტების აღმოფხვრის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების
დათვლა, შესაბამისი პროექტის, დეფექტური აქტების(ესკიზებით) შედგენა;
2.1.2 აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრის მართლზომიერად განხორციელების
მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოპოვება
და მათთან მიზნობრივი კოორდინირება;
2.1.3 საჭიროებისამებრ სრული საპროექტო დოკუმენტაციის, დეფექტური
აქტის(ესკიზებით), ხარჯთაღრიცხვების კორექტირება – ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ კონკრეტულ ობიექტზე
სამუშაოების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.
2.1.4 სრულ საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა)საკვლევ-საძიებო სამუშაოები:
ბ)ობიექტის გეოლოგიური აღწერა; გეოლოგიური დასკვნა-რეკომენდაცია;
გ)ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება; WGS-84 კოორდინატთა სისტემაში UTM
პროექციაში (აუცილებელია ტოპოგეოდეზიური სამშაოების წარმოება GeoCORS-ის
სისტემაში)
-ტოპოგადაღება ხდება 1:1000 მასშტაბში
-ობიექტზე მინიმუმ 2 გეგმურ-სიმაღლური წერტილის (რეპერის) დამაგრება;
-ტოპოგადაღების (ელ. ტაქეომეტრის და GPS -ის);
დ)გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ეზოში შესასვლელი, ტროტუარი,
ბორდიური, საკომუნიკაციო ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის
შემთხვევაში-საყრდენი კედლების, ჯებირების) მდგომარეობის შესწავლა.
ე)ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი
(საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება)
ვ)არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა)
მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმებზე და შეთანხმება
პროვაიდერ კომპანიებთან(ცოცხალი ბეჭდითა და ელექტრონული ხელმოწერით
დადასტურებული)
2.1.4.1. მუშა პროექტის შედგენა, მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და
სტანდარტების დაცვით:
ა)განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული
მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს,
რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას,
გზის და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში) აღწერას,
საპროექტო გადაწყვეტილებებს, შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და
სხვა.
ბ)სავალი ნაწილისა და ტროტუარის სამოსის კონსტრუქციის ტიპების
შერჩევა.
გ)საჭიროების შემთხვევაში სავალი ნაწილისა და ტროტუარების
გაბარიტების კორექტირება გაუმჯობესების მიზნით, არსებული სიტუაციის
გათვალისწინებით და დამკვეთთან შეთანხმებით.
დ)სიტუაციური გეგმები (რეპერები კოორდინატების მითითებით)
ე)საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების და ხელოვნური ნაგებობების
დატანით
ვ)საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
ზ)სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით)
თ)განივი პროფილების გადაღება და მახასიათებელ წერტილებში (უნდა
შეიცავდეს: საპროექტო (წითელ), მიწის(შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს
მახასიათებელ წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას
რიცხობრივ მაჩვენებელთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას.
ი)გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ),მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და
მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების,
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებელთან ერთად;
კ)საჭიროების შემთხვევაში - მოსაწყობი კომუნიკაციების (მ.შ. სანიაღვრე
და კანალიზაცია) და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები,
ჭრილები, დეტალები, სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები.
ლ) ცხრილები და უწყისები. მათ შორის:
-მიწის სამუშოების უწყისი პიკეტაჟის მიხედვით
-საჭირო მასალების კრებსითი უწყისები
მ) მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო
ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით
ნ)მშენებლობის ორგანიზაცია(მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური
სქემები. კალენდარული გრაფიკი, მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი.
ო)საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა ნაბეჭდი სახით 4 (ოთხ)
ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიის სახით (ნახაზები - DWG და PDF ფორმატში,
ხარჯთაღრიცხვა - Excell-ის ფორმატში) 2 (ორი) ეგზემპლარად.
2.1.4.2 სხვა მოთხოვნები
ა)გზის სამოსის, ტროტუარების და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური
ნაგებობების(მ.ს. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის
შეთანხმება დამკვეთთან.
ბ)საზოგადოებრივი ტრანსპროტის გასაჩერებელ ადგილებსა და ნარჩენების
შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა
და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან.
გ)მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტების სავარაუდო ქსელებისათვის
საჭირო დიამეტრის განივი გარცმის მილების გათვალისწინება პროექტში.
დ)შესაკეთებელ ქუჩაზე არსებული ასფალტის საფარის (ფრეზირებული მასის)
გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით (შესაძლებლობის ფარგლებში).
ე)დაპროექტების პროცესში, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოებების გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა,
დამკვეთთან შეთანხმებით.
ვ)მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს პროექტის საავტორო ზედამხედველობა
მუშაობის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პროექტის
კორექტირება წერილობითი შეკვეთიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
2.1.5 დეფექტურ აქტში სამუშაოების შესრულების ადგილზე მოქმედი
მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
ელექტროკაბელები, გაზსადენები) განლაგების ადგილების გათვალისწინება.
ნახაზები ტექნიკური გადაწყვეტებით (საჭიროების შემთხვევაში
სანიაღვრე სისტემისა და საყრდენი კედლის კონსტრუქციული ნახაზების
გათვალისწინებით).
2.1.5.1 ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკის დამზადება.
2.1.5.2 საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი
სქემის შედგენა შესაბამის სამსახურებთან და უწყებებთან
შეთანხმებით.
2.1.5.3 მომსახურების გაწევის ფარგლებში შექმნილი ფაილის ელქტრონული
ვერსია უნდა იყოს მომზადებული ARC GIS პროგრამაში. SHP ფაილში
გეორეფერენსირებული WGS 1984 კოორდინატთა სისტემის მითითებით. წარმოდგენილ
დეფექტურ აქტში უნდა იყოს ასახული პირობითი აღნიშვნები. გზები
გამოსახული უნდა იყოს პოლიგონალური ფენებით.
3. მომზადებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14
იანვრის N55 დადგენილებთ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის -
სამშენებლო სამუშაოების სახლემწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა
და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ და სამშენებლო სფეროში
მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს გზების მიმდინარე
შეკეთების და შიდა ეზოების ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო
სამუშაოების მისამართებისა და მოცულობების შესაბამისად, რომელიც
მიმწოდებელს ეცნობება პერიოდულად, შემსყიდველის საჭიროებიდან
გამომდინარე.
3.2 მშენებლობის ორგანიზაცია(მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური
სქემები. კალენდარული გრაფიკი, მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი.
4. გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი
დადასტურდება:
4.1.სრული პროექტის შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის საექსპერტო
ბიუროს ანდა ნებისმიერი აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის
მიერ ჩატარებული კონსტრუქციული და სახარჯთარრიცხვო დოკუმენტაციის
ექსპერტიზების წარმოდგენის საფუძველზე.
4.2. დეფექტური აქტების(ესკიზებით) - ხარჯთაღრიცხვებით ინსპექტირებას
აწარმოებს ვაკის რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და
პროექტირების განყოფილების თანამშრომლები(უფლებამოსილი პირები)
4.3. შემსყიდველის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის მიღება
ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველის და მიმწოდებლის
უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
4.4. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ
დადგენილ გონივრულ ვადაში. დეფექტის აღმოფხვრასთან დაკავშირებული
ვადა თავის მხრივ გავლენას არ ახდენს მომსახურების შესრულების ძირითად
გეგმაზე .