ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა
და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and
Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში აივ ინფიცირებულ პირებში აივ
სტიგმის შეფასების მომსახურების CPV79300000 - ბაზრის კვლევა და ეკონომიკური
კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა) შესყიდვა.
აივ ინფიცირებულ პირებში, მათ შორის მაღალი რისკის ქცევის მქონე
პირებში (ნიმ-ები, სმ ქალები და მსმ-ები) აივ ინფექციასთან ასოცირებული
სტიგმის შეფასება გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მიერ მოწოდებული
სტიგმის 2.0 ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით
(https://www.stigmaindex.org/wp-content/uploads/2023/11/PLHIV-Stigma-Index-Global-Report-2023-2.pdf).
შიდსის მსოფლიო და რეგიონული სტრატეგიების სამიზნეებთან მიმართებით 2030
წლის ბოლოსთვის საქართველოში შიდსის ეპიდემიის დასრულებისთვის
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აივ ინფიცირებულ პირთათვის
უზრუნველყოფილი იყოს მხარდამჭერი და სტიგმისა და დისკრიმინაციისგან
თავისუფალი გარემო.
შიდსის მსოფლიო სტრატეგია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გაატარონ
რეფორმები, რათა 2030 წლისთვის:
● ქვეყნების 10%-ზე ნაკლებს ჰქონდეს სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო,
რომელიც ხელს უშლის
აივ-თან დაკავშირებულ სერვისებზე თავისუფალ წვდომას;
● აივ ინფიცირებულთა 10%-ზე ნაკლები და აივ საკვანძო პოპულაციების
წარმომადგენლები განიცდიდნენ სტიგმასა და დისკრიმინაცია;
და
● ქალების, გოგონების, აივ ინფიცირებულთა და აივ საკვანძო პოპულაციების
10%-ზე ნაკლები
განიცდიან ძალადობას და უთანასწორობას
აღნიშნულ სამიზნეებთან მიმართებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია
საჭიროებს პერიოდულ შეფასებას. სტიგმის შეფასების ბოლო კვლევა
განხორციელდა 2023 წელს. მიმდინარე კვლევის მიზანია ბოლო ორი წლის
განმავლობაში სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიმართულებით
არსებული მიღწევების შეფასება და აივ სერვისების მიწოდებისთვის
არსებული გარემოს შემდგომი გაუმჯობესების რეკომენდაციების
შემუშავება.
კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია
კვლევის დიზაინი არის ჯვარედინ-სექციური, რომელიც დაფუძნებულია
სტანდარტიზებულ PLHIV სტიგმის ინდექსის 2.0 მეთოდოლოგიაზე, რომლის
ადაპტირება უნდა მოხდეს ადგილობრივ კონტექსტსთან, კანონდებლობასთან
და საქართველოში არსებულ პროგრამებთან.
მონაწილეთა შერჩევის მეთოდოლოგია - შერეული, 75% პირდაპირი შერჩევა და 25%
რესპოდენტის მიერ რეფერირებული ე.წ. ჯაჭვური რეფერალის მეთოდი.
კვლევის მონაწილეები: აივ ინფიცირებული პირები, მათ შორის
სავალდებულოა აივ ინფიცირებული ნიმ-ების, სმ ქალების და მსმ პირების
მონაწილეობა.
მონაწილეთა საერთო რაოდენობა: არანაკლებ 750 პირი
გამოკითხვა უნდა მოხდეს სტრუქტურირებული კითხვარით (შესაძლებელია
გამოყენებული იყოს თვით ადმინისტრირებადი კითხვარი)
კითხვარის რეკომენდირებული სექციები შემდეგია:
სექცია ა: კითხვები რესპონდენტისა და მათი ოჯახის მდგომარეობის
შესახებ.
სექცია ბ: კითხვები რესპონდენტის გამოცდილების შესახებ აივ სტატუსის
გამჟღავნების მხრივ
სექცია გ: გამოცდილება აივ ინფიცირებულთა თემში სტიგმისა და
დისკრიმინაციის შესახებ ზოგადად
სექცია დ: სტიგმის/დისკრიმინაციის მხრივ პირადი გამოცდილების
შესახებ.
სექცია ე: თვით-სტიგმა და გამძლეობა - კითხვები იმის შესახებ, თუ რას
ფიქრობენ რესპონდენტები საკუთარ აივ სტატუსთან დაკავშირებით.
სექცია ვ: გამოცდილება ჯანდაცვის სერვისების მიღების დროს სტიგმა და
დისკრიმინაციის მხრივ (მოიცავს: აივ ტესტირებას, მოვლას და მკურნალობას;
ზოგად ჯანმრთელობას; სგგი და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას,
ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო სერვისებს, და სხვ.).
სექცია ზ: ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებული
გამოცდილება
სექცია თ: მაღალი რისკის ქცევის მქონე აივ ინფიცირებულ პირთა თანმხლები
სტიგმისა და დისკრიმინაციის გამოცდილება
გეოგრაფიული მოცვა: კვლევა უნდა განხორციელდეს საქართველოს 4 ქალაქში -
თბილისი (450 პირი), ბათუმი (100 პირი) ,ქუთაისი (100 პირი) და ზუგდიდი (100 პირი).
განხორციელების ვადა:ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით, საორიენტაციოდ 4 თვე.
სამიზნე ჯგუფის აღწერა
1. აივ ინფიცირებული პირი (ქალი და მამაკაცი)
2. სრულწლოვანი (18 ან მეტი წლის) კვლევაში ჩართვის მომენტისათვის
3. საქართველოს მოქალაქე
4. რესპოდენტების სულ მცირე 30% უნდა წარმოადგენდეს აივ მაღალი რისკის
მქონე საკვანძო პოპულაციებს.
მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი
კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემების კონფიდენციალურობა უნდა
იყოს მკაცრად დაცული. სასურველია, ინტერვიუს ჩატარება აივ ინფიცირებულ
პირთა პირადი ექიმის/ექთმის ან აივ ინფიცირებულთა თვით-დახმარების
ცენტრის მუშაკის მიერ, ვისაც კვლევის მონაწილე აივ ინფიცირებული პირი
იცნობს და ენდობა.
კვლევების ფარგლებში არ უნდა მოხდეს პირადი ინფორმაციის შეგროვება,
მხოლოდ შესაძლებელია კვლევის ფარგლებში რესპოდენტისთვის მინიჭებული
მონაწილის ნომრის დაფიქსირება, შესაძლებელია 15 ნიშნა უნიკალური კოდის
გენერირებით მონაწილის რეგისტრაციაც.
კვლევის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები უნდა იყოს შეტანილი
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დამუშავებული სტატისტიკურად (მაგ. SPSS, PSPP, Stata
etc პროგრამების გამოყენებით).
ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონაცემთა შეყვანისა და მართვის
ხარისხი.
კვლევის ბაზა უნდა გაზიარებულ იქნას შემსყიდველთან დასრულებული სახით
პერსონალური ინფორმაციის გარეშე, გაწმენდილი, კვლევის კითხვების სრული
აღნიშვნით.
კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე უნდა მომზადდეს ანგარიშები
ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით.
კვლევის პროცესი უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შემდეგ ფაზებად:
ფაზა 1 მოსამზადებელი სამუშაოები - საორიენტაციოდ 1 თვე ხელშეკრუელბის
გაფორმებიდან.
კვლევის პროტოკოლის, ინსტრუმენტის (კითხვარი) და შერჩევის
კრიტერიუმების განსაზღვრა (შემსყიდველის წარმომადგენლების
ჩართულობით); ინტერვიუერების და კვლევის ზედამხედველების განსაზღვრა
და მათი ტრენინგის ჩატარება; კვლევის ეთიკურობის შესახებ ბიოეთიკის
საბჭოს თანხმობის დასკვნის მიღება.
ფაზა 2. საველე სამუშაოები - საორიენტაციოდ 2 თვე, პირველი ფაზის
დასრულებიდან.
კვლევის შეთანხმებული დიზაინისა და პროტოკოლის შესაბამისად შერჩეული
რესპოდენტების გამოკითხვა და კვლევის ელექტრონული ბაზის შექმნა/მისი
ვალიდაცია/გაწმენდა
ფაზა 3. მონაცემთა ანალიზი და ანგარიშების მომზადება - საორიენტაციოდ 1
თვე, მეორე ფაზის დასრულებიდან, არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბერი.
მონაცემთა ანალიზი და პირველადი მიგნებების წარდგენა
შემსყიდველისთვის
ქართულ და ინგლისურ ენებზე კვლევის საბოლოო ელექტრონული ანგარიშის
მომზადება და
წარმოდგენა შემსყიდველისთვის.
კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებთან (სულ მცირე 30
პირი).
მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ანგარიში თოთეული ფაზის
დასრულების შემდეგ და საბოლოო ანგარიში შესაბამის ფინანსურ
ანგარიშებთან ერთად, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით ქართულ
ენაზე;
ამასთან, მომსახურების მოწოდების პერიოდში შემსყიდველმა შეიძლება
მოითხოვოს კვლევის მიმდინარეობის პერიოდული ანგარიშები;
იხილეთ ტექნიკური დავალება