Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика (Грузия - Тендер #66401935)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 66401935
Дата публикации: 20-08-2025
Сумма контракта: 62 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015145
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.08.2025 16:23
Начало приема предложения 29.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 62`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79300000-Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика
Коды классификатора
  • 79300000 - Услуги по исследованию рынка и экономики, опросы и статистика
Срок подачи მომსახურების მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საორიენტაციოდ 4 თვე.
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში აივ ინფიცირებულ პირებში აივ სტიგმის შეფასების მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 620 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 08.04.2025 11:14
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 20.08.2025 16:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=627408&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აივ ინფიცირებულ პირებში აივ სტიგმის შეფასების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში აივ ინფიცირებულ პირებში აივ სტიგმის შეფასების მომსახურების CPV79300000 - ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა) შესყიდვა.

აივ ინფიცირებულ პირებში, მათ შორის მაღალი რისკის ქცევის მქონე პირებში (ნიმ-ები, სმ ქალები და მსმ-ები) აივ ინფექციასთან ასოცირებული სტიგმის შეფასება გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მიერ მოწოდებული სტიგმის 2.0 ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით (https://www.stigmaindex.org/wp-content/uploads/2023/11/PLHIV-Stigma-Index-Global-Report-2023-2.pdf).

შიდსის მსოფლიო და რეგიონული სტრატეგიების სამიზნეებთან მიმართებით 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოში შიდსის ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აივ ინფიცირებულ პირთათვის უზრუნველყოფილი იყოს მხარდამჭერი და სტიგმისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო.

შიდსის მსოფლიო სტრატეგია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გაატარონ რეფორმები, რათა 2030 წლისთვის:
● ქვეყნების 10%-ზე ნაკლებს ჰქონდეს სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, რომელიც ხელს უშლის
აივ-თან დაკავშირებულ სერვისებზე თავისუფალ წვდომას;
● აივ ინფიცირებულთა 10%-ზე ნაკლები და აივ საკვანძო პოპულაციების წარმომადგენლები განიცდიდნენ სტიგმასა და დისკრიმინაცია;
და
● ქალების, გოგონების, აივ ინფიცირებულთა და აივ საკვანძო პოპულაციების 10%-ზე ნაკლები
განიცდიან ძალადობას და უთანასწორობას

აღნიშნულ სამიზნეებთან მიმართებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია საჭიროებს პერიოდულ შეფასებას. სტიგმის შეფასების ბოლო კვლევა განხორციელდა 2023 წელს. მიმდინარე კვლევის მიზანია ბოლო ორი წლის განმავლობაში სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიმართულებით არსებული მიღწევების შეფასება და აივ სერვისების მიწოდებისთვის არსებული გარემოს შემდგომი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია

კვლევის დიზაინი არის ჯვარედინ-სექციური, რომელიც დაფუძნებულია სტანდარტიზებულ PLHIV სტიგმის ინდექსის 2.0 მეთოდოლოგიაზე, რომლის ადაპტირება უნდა მოხდეს ადგილობრივ კონტექსტსთან, კანონდებლობასთან და საქართველოში არსებულ პროგრამებთან.

მონაწილეთა შერჩევის მეთოდოლოგია - შერეული, 75% პირდაპირი შერჩევა და 25% რესპოდენტის მიერ რეფერირებული ე.წ. ჯაჭვური რეფერალის მეთოდი.

კვლევის მონაწილეები: აივ ინფიცირებული პირები, მათ შორის სავალდებულოა აივ ინფიცირებული ნიმ-ების, სმ ქალების და მსმ პირების მონაწილეობა.

მონაწილეთა საერთო რაოდენობა: არანაკლებ 750 პირი

გამოკითხვა უნდა მოხდეს სტრუქტურირებული კითხვარით (შესაძლებელია გამოყენებული იყოს თვით ადმინისტრირებადი კითხვარი)
კითხვარის რეკომენდირებული სექციები შემდეგია:
სექცია ა: კითხვები რესპონდენტისა და მათი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
სექცია ბ: კითხვები რესპონდენტის გამოცდილების შესახებ აივ სტატუსის გამჟღავნების მხრივ
სექცია გ: გამოცდილება აივ ინფიცირებულთა თემში სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ ზოგადად
სექცია დ: სტიგმის/დისკრიმინაციის მხრივ პირადი გამოცდილების შესახებ.
სექცია ე: თვით-სტიგმა და გამძლეობა - კითხვები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ რესპონდენტები საკუთარ აივ სტატუსთან დაკავშირებით.
სექცია ვ: გამოცდილება ჯანდაცვის სერვისების მიღების დროს სტიგმა და დისკრიმინაციის მხრივ (მოიცავს: აივ ტესტირებას, მოვლას და მკურნალობას; ზოგად ჯანმრთელობას; სგგი და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო სერვისებს, და სხვ.).
სექცია ზ: ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებული გამოცდილება
სექცია თ: მაღალი რისკის ქცევის მქონე აივ ინფიცირებულ პირთა თანმხლები სტიგმისა და დისკრიმინაციის გამოცდილება

გეოგრაფიული მოცვა: კვლევა უნდა განხორციელდეს საქართველოს 4 ქალაქში - თბილისი (450 პირი), ბათუმი (100 პირი) ,ქუთაისი (100 პირი) და ზუგდიდი (100 პირი).

განხორციელების ვადა:ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საორიენტაციოდ 4 თვე.

სამიზნე ჯგუფის აღწერა
1. აივ ინფიცირებული პირი (ქალი და მამაკაცი)
2. სრულწლოვანი (18 ან მეტი წლის) კვლევაში ჩართვის მომენტისათვის
3. საქართველოს მოქალაქე
4. რესპოდენტების სულ მცირე 30% უნდა წარმოადგენდეს აივ მაღალი რისკის მქონე საკვანძო პოპულაციებს.

მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი

კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემების კონფიდენციალურობა უნდა იყოს მკაცრად დაცული. სასურველია, ინტერვიუს ჩატარება აივ ინფიცირებულ პირთა პირადი ექიმის/ექთმის ან აივ ინფიცირებულთა თვით-დახმარების ცენტრის მუშაკის მიერ, ვისაც კვლევის მონაწილე აივ ინფიცირებული პირი იცნობს და ენდობა.
კვლევების ფარგლებში არ უნდა მოხდეს პირადი ინფორმაციის შეგროვება, მხოლოდ შესაძლებელია კვლევის ფარგლებში რესპოდენტისთვის მინიჭებული მონაწილის ნომრის დაფიქსირება, შესაძლებელია 15 ნიშნა უნიკალური კოდის გენერირებით მონაწილის რეგისტრაციაც.
კვლევის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები უნდა იყოს შეტანილი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დამუშავებული სტატისტიკურად (მაგ. SPSS, PSPP, Stata etc პროგრამების გამოყენებით).

ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონაცემთა შეყვანისა და მართვის ხარისხი.
კვლევის ბაზა უნდა გაზიარებულ იქნას შემსყიდველთან დასრულებული სახით პერსონალური ინფორმაციის გარეშე, გაწმენდილი, კვლევის კითხვების სრული აღნიშვნით.

კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე უნდა მომზადდეს ანგარიშები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით.

კვლევის პროცესი უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შემდეგ ფაზებად:

ფაზა 1 მოსამზადებელი სამუშაოები - საორიენტაციოდ 1 თვე ხელშეკრუელბის გაფორმებიდან.

კვლევის პროტოკოლის, ინსტრუმენტის (კითხვარი) და შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა (შემსყიდველის წარმომადგენლების ჩართულობით); ინტერვიუერების და კვლევის ზედამხედველების განსაზღვრა და მათი ტრენინგის ჩატარება; კვლევის ეთიკურობის შესახებ ბიოეთიკის საბჭოს თანხმობის დასკვნის მიღება.

ფაზა 2. საველე სამუშაოები - საორიენტაციოდ 2 თვე, პირველი ფაზის დასრულებიდან.

კვლევის შეთანხმებული დიზაინისა და პროტოკოლის შესაბამისად შერჩეული რესპოდენტების გამოკითხვა და კვლევის ელექტრონული ბაზის შექმნა/მისი ვალიდაცია/გაწმენდა

ფაზა 3. მონაცემთა ანალიზი და ანგარიშების მომზადება - საორიენტაციოდ 1 თვე, მეორე ფაზის დასრულებიდან, არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბერი.

მონაცემთა ანალიზი და პირველადი მიგნებების წარდგენა შემსყიდველისთვის

ქართულ და ინგლისურ ენებზე კვლევის საბოლოო ელექტრონული ანგარიშის მომზადება და
წარმოდგენა შემსყიდველისთვის.

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებთან (სულ მცირე 30 პირი).

მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ანგარიში თოთეული ფაზის დასრულების შემდეგ და საბოლოო ანგარიში შესაბამის ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით ქართულ ენაზე;

ამასთან, მომსახურების მოწოდების პერიოდში შემსყიდველმა შეიძლება მოითხოვოს კვლევის მიმდინარეობის პერიოდული ანგარიშები;

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საორიენტაციოდ 4 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

გეოგრაფიული მოცვა: კვლევა უნდა განხორციელდეს საქართველოს 4 ქალაქში - თბილისი (450 პირი), ბათუმი (100 პირი), ქუთაისი (100 პირი) და ზუგდიდი (100 პირი).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს და მის ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა გააჩნდეს:

- აივ ინფიცირებულ თემთან მსგავისი კვლევების (მსგავს კვლევაში იგულისხმება: ბიო-სამედიცინო, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური და/ან ადამიანის უფლებების საკითხების შესწავლის) გამოცდილება, დაწყებული 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემდეგი სახით:

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. თუ ასეთი ელექტრონული დოკუმენტი ვერ მოწმდება შესაბამისი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, ამ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ელექტრონული ასლი.

ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს ზოგადი ინფორმაცია აივ ინფიცირებულ თემთან წვდომისა და მუშაობის გამოცდილების შესახებ, მათ შორის რეგიონებში, დაწყებული 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს ( 2 მკვლევარი, 4 ინტერვიუერი, 1 კოორდინატორი) უნდა ჰქონდეს მსგავსი კვლევების დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშის მომზადების გამოცდილება, დაწყებული 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში; (წარმოდგენილი უნდა იყოს პერსონალური ბიოგრაფია CV).

პრეტენდენტის მიერ პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოდენა უნდა მოხდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით. CV-ის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაიშტრიხოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (პირადი ნომერი), ასევე CV ხელმოწერილი უნდა იყოს სუბიექტის მიერ და თან უნდა ახლდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა დოკუმენტის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების მიწოდების საორიენტაციო გეგმა-გრაფიკი 1.3 პუნქტში ატვირთული ცხრილის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;

** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად,

*** პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაზების მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად განხორციელებული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად გაწეული მომსახურების საფუძველზე, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა კაპანაძე, 595071622, kh.kapanadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;
10.1.2.სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა. მომსახურებასთან დაკავსირებული სხვა ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტში არის დღგ-ს გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს შესაბამისი დღგ-ის ოდენობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.3. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სატენდერო წინადადების ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
10.1.4. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;
10.1.5. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან/და უცხო ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ქართული თარგმანი;
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.7. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;
10.1.8. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.9. მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის „მიმწოდებელთა ქცევის ნორმების სახელმძღვანელო“ h ttps://www.theglobalfund.org/media/3275/corporate_codeofconductforsuppliers_policy_en.pdf;
• იხელმძღვანელოს საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელოს https://www.theglobalfund.org/media/9564/core_criticaldatamanagement_guidance_en.pdf პირობებით;
• იხელმძღვანელოს და დაიცვას გლობალური ფონდის გრანტების შესახებ მარეგულირებელი ნორმები (14 ივნისი 2023), https://www.theglobalfund.org/media/13343/core_grantregulationsversionone_regulations_en.pdf;
ზემოხსენებული მარეგულირებელი ნორმების უგულვებელყოფა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru