Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #66350902)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bank of Georgia
Номер конкурса: 66350902
Дата публикации: 19-08-2025
Сумма контракта: 176 240


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014974
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.08.2025 13:07
Начало приема предложения 29.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 176`240.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34114400 - Микроавтобусы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღე
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок ერთი ერთეული M2 კატეგორიის მიკროავტობუსი
Шаг снижения цены 2`115.00 GEL
Размер гарантии 1`762 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: medea asitashvili :: 16.07.2025 12:30
  • Последнее исправление: medea asitashvili :: 19.08.2025 13:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=638777&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ერთეული M2 კატეგორიის მიკროავტობუსი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდია ერთი ერთეული M2 კატეგორიის მიკროავტობუსი, რომლის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია მითითებულია მიმაგრებულ ფაილში (დანართი N1);
1.2.2 შემოთავაზებული მიკროავტობუსი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200 კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მიკროავტობუსის შემსყიდველზე გადაფორმება;
1.2.3 პრედენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს მიკროავტობუსის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით. მიკროავტობუსის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების და მიკროავტობუსის ფასის ერთობლიობით;
1.2.4 პრეტენდენტმა თანდართული ცხრილების შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, ცვლის პარამეტრი, ერთეულის და ჯამური ფასები) დანართ N2-ში, მიკროავტობუსის ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული ის გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;
1.2.5 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ;
1.2.6 მიმწოდებელი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებით გააუმჯობესოს მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 6 საფეხურზე მეტი გადაცემის საფეხურების რაოდენობა და ა.შ.), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და გამარჯვებულად გამოცხადდება ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან სრულ შესაბამისობაში მყოფი წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 180 დღის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.
1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 1.7.1 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში და პირობებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიკროავტობუსის მიწოდება ერთიანად, შემსყიდველის მისამართზე: თბილისი, ზ.გამსახურდიას სანაპირო N1;

1.5.2. პრეტენდენტმა საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს თბილისში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები, საკონტაქტო პირ(ებ)ი, მისი ტელ. ნომერი, და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიკროავტობუსის სწორი და დანიშნულებისამებრ ექსპლუატაციის პირობებში, მასზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია: არანაკლებ 3 წლის განმავლობაში ან 150000 კილომეტრ გარბენზე (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ მიკროავტობუსზე, მათ შორის ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და სახარჯი მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი); სამუხრუჭე ხუნდები, ფილტრები, ზეთები, ღვედები და მათი შეცვლა უნდა განფასდეს დანართ 2-ში მოცემული N2 ცხრილის შესაბამისად, 150 000 კმ გარბენზე და მათი ღირებულება ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ;

1.7.1.2 შესაბამისი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, მიკროავტობუსის ნებისმიერ (გარდა ამ სატენდერო პირობებში მითითებული გამონაკლისებისა) აგრეგატზე, კვანძზე და/ან ნაწილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო/ქარხნული დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან აღნიშნული აგრეგატის, კვანძის და/ან ნაწილის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 120 კალენდარული დღით;

1.7.1.3 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი);

1.7.1.4 გეგმიური ფასიანი საგარანტიო მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი N2-ში წარმოდგენილ ცხრილ 2-ში დაფიქსირებული ფასების და პერიოდულობის შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში;

1.7.1.5 თუ მიკროავტობუსის მიწოდებიდან 30 დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) მიკროავტობუსს აღმოაჩნდება საწარმოო/ქარხნული დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) მიმწოდებელი ვალდებულია მიკროავტობუსი შეცვალოს ახლით;

1.7.1.6 იმ შემთხვევაში, თუ დანართ N2-ში განსაზღვრულ გეგმიური ტექმომსახურების პერიოდების განმავლობაში საჭირო გახდება სახარჯი მასალების და სათადარიგო ნაწილების არაგეგმიური შეცვლა მათი მწყობრიდან გამოსვლის და/ან საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვის (ცვეთის უკიდურესი ზღვარის მიღწევის) გამო, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოცვალოს უვარგისი სახარჯი მასალები და სათადარიგო ნაწილები, 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველის შესაბამისი მიმართვიდან.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია მიკროავტობუსის გამოშვების წელის, მწარმოებელი ქვეყნის, მარკა/მოდელის და სათადარიგო ნაწილების/სახარჯი მასალების ბრენდის შესახებ;

2.1.1.2 იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია მარკა/მოდელი, პრეტენდენტმა უნდა გააკეთოს აღნიშვნა ამის შესახებ.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისათვის სტატუსის "წინადადებების მიღება-დაწყებულია" მინიჭების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მსუბუქი ავტომობილების ან/და მინივენების ან/და მიკროავტობუსის მიწოდების გამოცდილება.

აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების დასადასტურებლად პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

ინფორმაცია 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისათვის სტატუსის "წინადადებების მიღება-დაწყებულია" მინიჭების დღემდე პერიოდში მიკროავტობუსების მიწოდების შესახებ, შემსყიდველის და მიწოდების წლის მითითებით. ინფორმაციას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი იყო სახელმწიფო ორგანიზაცია, საკმარისია სატენდერო განცხადების ნომრის, ან/და CMR ნომრის მითითება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები, საკონტაქტო პირ(ებ)ი, მისი ტელ. ნომერი, და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.5.2 პუნქტის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია :

ა) შევსებული N3 დანართი - "ტექნიკური შემოთავაზება", თანდართული ფაილის მიხედვით;
ბ) შევსებული ფასების ცხრილები N1 და N2, წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტზე დართული ფაილის მიხედვით;
გ) ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები, საკონტაქტო პირ(ებ)ი, მისი ტელ. ნომერი, და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;
დ) 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
ე) დანართი N1-ის 34-ე პოზიციით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი ვებ-ბმული.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. აუდიტის დასკვნის შემთხვევაში აუცილებელი იქნება ექსპერტის/აუდიტორის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოხდება არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან (იმისდამიხედვით, რომელი უფრო გვიან მოხდება).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მედეა ასიტაშვილი, 599296081, medea.asitashvili@nbg.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი) წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად ადასტურებს, რომ შესყიდვის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, იგი იმოქმედებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად და გამოხატავს თანხმობას სატენდერო პირობებით განსაზღვრულ და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის მოთხოვნებზე.
ბ) სატენდერო წინადადებით შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს;
გ) პრეტენდენტი ვალდებულია მის მიერ შექმნილი, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
. ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონულიშტამპით;
. გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
დ) პრეტენდენტი უფლებამოსილია მის მიერ შევსებული სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცვა წარმოადგინოს, როგორც Excel-ის ფორმატის ცხრილის, ისე PDF დოკუმენტის სახით:
• პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარმოდგენილი ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცვა არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);
• პრეტდნენტის მიერ ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცვის PDF დოკუმენტის სახით წარმოდგენილი შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია დოკუმენტი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
ე) ტექნიკური დოკუმენტაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ორიგინალსა და თარგმანს შორის პრიორიტეტულობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:
• ინგლისურენოვანი ორიგინალის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ორიგინალს:
• სხვა უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება თარგმანს.
ვ) სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულყოფილად მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
ზ) პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru