ძირითადი სამუშაოები:
1. არქიტექტურული ნაწილი
• არქიტექტურული ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი;
• საპროექტო სივრცის ფუნქციონალური გეგმები შესაბამისი
დანიშნულებისა და
ფართობების მითითებით;
• საპროექტო სივრცის გეგმები, დეტალური ზომების დატანით;
• ჭრილები;
• შენობის საევაკუაციო გეგმის შედგენა.
2. კვლევა-ძიების ნაწილი და კონსტრუქციული ნაწილი
• მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი („პოს“-ი);
• სარეკონსტრუქციო ნაწილის კვლევა;
• კვლევა სარეკონსტრუქციო შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე,
რეკონსტრუქციის გათვალისწინებით;
• კონსტრუქციული ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი და დასკვნა,
რომელიც
უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კონსტრუქციებზე მოქმედი მოსალოდნელი/
გაზრდილი დატვირთვების შესახებ;
• მასალებისა და ნაკეთობების სპეციფიკაციები;
• გეგმები და გადაწყვეტილებები.
3. ელექტრული ნაწილი და სუსტი დენები
• ელექტრული ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი. განმარტებით
ბარათში
მითითებული უნდა იყოს დადგმული და მოთხოვნილი სიმძლავრეები, ასევე,
მათი
უზრუნველყოფის გზები;
• განათებისა და ძალოვანი ქსელების გეგმების შემუშავება
შემსყიდველთან
შეთანხმებით;
• საპროექტო სივრცის მთავარ ელ.ფარზე დაერთების სქემა (საჭიროების
შემთხვევაში)
მასალების სპეციფიკაცია;
• ინტერნეტის ქსელის შემუშავება;
• ტელეფონის ქსელის შემუშავება;
• სიგნალიზაციისა და სათვალთვალო კამერების მოწყობის გეგმის
შემუშავება.
4. გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია - სანტექნიკური ნაწილი
• გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის საერთო განმარტებითი ბარათი;
• გაგრილების ქსელის შემუშავება;
• გათბობის ქსელის შემუშავება;
• ვენტილაციის ქსელის შემუშავება;
• სანტექნიკური ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი;
• ცხელი და ცივი წყლით მომარაგების გეგმის შემუშავება;
• კანალიზაციის ქსელის შემუშავება;
5. სახარჯთაღრიცხვო ნაწილი
• სახარჯთაღრიცხვო ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც
უნდა
მოიცავდეს ინფორმაციას დანარიცხების გაანგარიშების წესის შესახებ
(საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების შესაბამისად) -
მშენებლობის
შენაკრები ხარჯთაღრიცხვა;
• ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული მეთოდით;
• ლოკალურ ხარჯთაღრიცხვებში ცალ-ცალკე გამოყოფილი უნდა იყოს
სამშენებლო
მასალების ღირებულება, მუშათა ხელფასი, სამშენებლო მანქანების
ექსპლოატაციის
ხარჯები, ზედნადები ხარჯები და კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვა
გადასახადები;
• არსებული ნორმების საფუძველზე შედგენილი გამარტივებული
ექვსპუნქტიანი
სატენდერო ხარჯთაღრიცხვა;
• სამუშაოების მოცულობათა უწყისი.
6. ექსპერტიზა
მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, კერძოდ სსიპ -
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის
დადებითი დასკვნის წარმოდგენა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა
იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი).
სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, შემსყიდველისთვის
წარდგენის ვადად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე
გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით (სსიპ - ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან
სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი
დასკვნა), განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60
(სამოცი) კალენდარული დღე.
პროექტი უნდა მოიცავდეს:
• თავფურცელს-ობიექტის დასახელებასა და მისამართებს;
• პროექტის შემადგენლობას;
• განმარტებით ბარათს;
• დეფექტურ აქტს და მოცულობათა უწყისს;
• არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციას;
• სიტუაციის გეგმას/გენგეგმას/სათანადო დეტალიზაციით, მ.1:500 ან/და 1:1000;
• სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკს.
შენიშვნა:
• არსებულ ფართში გაერთიანებულია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული
ორი ფართი 132,07 მ2 (ს/კ 01.10.13.013.044.13.518) და 56,17 მ2 (ს/კ 01.10.13.013.044.13.501)
მოცემულ ფართებზე უნდა მომზადდეს ერთი სამშენებლო-სარეაბილიტაციო,
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
• გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის
ინფრასტრუქტურის ადაპტირება;
• გათვალისწინებულ იქნას სახანძრო უსაფრთხოება „სახანძრო
უსაფრთხოების
წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად;
• სხვა დამატებითი აუცილებელი ჩასატარებელი სამუშაოები ობიექტის
ადგილზე
შესწავლის შემდეგ, საპროექტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იქნას მის
წინადადებაში;
• საპროექტო ორგანიზაციის მიერ, ობიექტის ადგილზე დეტალური
შესწავლით
დადგინდეს ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების პროექტირებისთვის საჭირო
ყველა
დეტალი;
• საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიმდინარეობის პროცესში, ყველა
დეტალი შეთანხმებულ იქნას ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ წარმომადგენელთან;
1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს
მხოლოდ ქართულ ენაზე.
3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლარების
რაოდენობა:
ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები);
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლარი ბეჭდური (A-4 ფორმატი);
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel
ფაილები) ვერსია _ 1 CD/DVD დისკი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს
შემსყიდველ
ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო
ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).
4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ
უნდა იქნას შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ტოვსტონოგოვის ქ.N2 -
გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა.
მიმწოდებელი ვალდებულია:
• 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით, გამოასწოროს
საპროექტო-
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი
დასრულების
შემდგომ, ინსპექტირების (ექსპერტიზის) შედეგად გამოთქმული
შენიშვნები
(საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი
შეუსაბამობები
ნორმატიულ-ტექნიკურ დეკუმენტებთან და ტექნიკური დავალების
მოთხონვებთან)
ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები;
• სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას,
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების
შემთხვევაში,
შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული
დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის
შემსყიდველისათვის მიწოდება. აღნიშნული მოთხოვნები
მიმწოდებლისთვის
ვრცელდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე.