Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #66344140)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Justice and Civil Integration of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 66344140
Дата публикации: 18-08-2025
Сумма контракта: 44 239


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014932
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.08.2025 21:53
Начало приема предложения 25.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 44`239.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80522000 - Обучающие семинары
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 442.00 GEL
Размер гарантии 442 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gocha kharaishvili :: 18.08.2025 15:01
  • Последнее исправление: gocha kharaishvili :: 18.08.2025 21:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645108&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პროექტის „სამართლის კვირეული“ ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდათა სატრენინგო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას კახეთის რეგიონში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი I-IV კურსის 25 სტუდენტისთვის (მონაწილეთა სიას მიმწოდებელს მიაწვდის შემსყიდველი).

1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვირეულის მონაწილეების (25 მონაწილე) და მონიტორინგის მიზნით მივლინებული სამინისტროს 2 თანამშრომლის ტრანსპორტირება (ქ. თბილისიდან და საჭიროების შემთხვევაში ქ.ზუგდიდიდან სასტუმრომდე და უკან). მგზავრობისას ორივე გზაზე (სასტუმრომდე და უკან) ჯგუფს თან უნდა ახლდეს მინიმუმ ერთი ტრენერი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 5 დღიანი (5 კალენდარული დღე, დისლოკაციის ადგილზე ჩასვლის და რეგიონებში გამომგზავრების დღეების ჩათვლით) მომსახურება სასტუმროში 27 პერსონისთვის (25 ახალგაზრდა და მონიტორინგის მიზნით გაგზავნილი სამინისტროს 2 წარმომადგენელი. კვირეულის თითოეული მონაწილე უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 2-3 ადგილიან ოთახებში, სამინისტროს წარმომადგენლები უნდა განთავსდნენ არასაზიარო ოთახებში. პროექტის კოორდინატორის, მონაწილეების, ჯგუფის ლიდერების, ტრენერების, სამინისტროს წარმომადგენლების განთავსება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში, იმავე სასტუმროში, რომელშიც ჩატარდება კვირეულის აქტივობები.

სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი (მიმწოდებელმა განაცხადის შევსებისას უნდა წარადგინოს სასტუმროს დასახელება, სასტუმროს შესაბამისი ფოტოები (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი და სხვა). სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში. ნომრებში უნდა იდგეს ცალ-ცალკე საწოლები (გასაშლელი და ორსართულიანი საწოლები არ მოიაზრება). სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტელევიზორით, გათბობა-გაგრილების სისტემით, ინტერნეტით (WIFI); სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება; ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური საშუალებები: პირსახოცი, საპონი, შამპუნი, თეთრეული, ოთახის ერთჯერადი ფეხსაცმელი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების პირადი ნივთების უსაფრთხოება. ნომრებში თითოეულ მონაწილეზე უნდა იყოს არანაკლებ ერთი ლიტრი სასმელი წყალი დღეში. სასტუმროს უნდა ჰქონდეს გამწვანებული ტერიტორია და ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება გარე აქტივობის ჩატარება. სასტუმროს ეზო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შიდა და გარე მოსასვენებელი სივრცე.

შენიშვნა: რამდენიმეადგილიან ნომერში ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების ღირებულებას.

1.2.3. სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი ტრენინგებისთვის (არანაკლებ 40 პერსონაზე). საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1 პროექტორით, ერთი დინამიკით, არანაკლებ 1 ცალი ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით, ლეპტოპით და ტრენინგისთვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის საკანცელარიო ნივთებით და ინვენტარით (ბლოკნოტები, მარკერები, კალმები, ფერადი ფურცლები, წებოვანი ფურცლები და სხვა). საკონფერენციო დაბრაზში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტი (WIFI) და გააჩნდეს შესაბამისი საჰაერო ვენტილაცია და გაგრილების სისტემა. თითოეული პერსონისათვის არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყლი ტრენინგების მიმდინარეობისას.

1.2.4. მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს პროექტის დასრულების ღონისძიება ფურშეტით 40 პერსონაზე (მონაწილეებისა და ოფიციალური სტუმრებისათვის) პროექტის ბოლო დღეს, ან პროექტის დასრულებამდე ერთი დღით ადრე.

სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი.

1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (27) სრულფასოვანი კვებით მომსახურება (შვედური მაგიდა): სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.

• საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2 სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული. ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).

მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული.
სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სავენტილაციო სისტემით და კონდიციონერით და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. კვებითი მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
სასტუმროს ტერიტორიაზე მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

1.2.6. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით თბილისიდან და საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდიდან დისლოკაციის ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის დასრულების შემდეგ. ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს, აგრეთვე მონაწილეთა რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს შემსყიდველი. ტრანსპორტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული კონდიცირების სისტემით.

1.2.7. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის 1 კოორდინატორი და მინიმუმ 3 ტრენერი, რომლებიც უხელმძღვანელებენ კვირეულის აქტივობებს. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს კვირეულის დღის წესრიგი შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ- პროგრამით.

კვირეულის ტრენინგ-პროგრამა უნდა მოიცავდეს:

• ზოგადი ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის უწყებებების მიერ შემოთავაზებული სერვისების შესახებ;
• „მეტყველების ხელოვნება და პრეზენტაციული უნარები“, რაც მოიცავს შემდეგ თემატიკას:
o ეფექტური კომუნიკაცია;
o სხეულის ენა;
o ემოციების მართვა;
o დარწმუნების ხელოვნება და აუდიტორიის მართვა;
o Elevator speech (სწრაფი პოზიციის ჩამოყალიბება)

• საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები:
o ადამიანის უფლებათა სამართლის თეორია
o ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია;
o ადამიანის უფლებების წახალისება და დაცვა;
o საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
o ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები;

• სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მომზადება:
o მონაწილეები უნდა გაიყონ ორ ჯგუფად: ბრალდების მხარე და დაცვის მხარე. თითოეულ ჯგუფს უნდა ჰყავდეს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც დაამუშავებინებს მოცემულ ქეისს (საქმეს) შესაბამისი მიმართულებით. კერძოდ, მონაწილეებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებით (შესავალი სიტყვა, დაკითხვის სახეები, პროცესზე დასასმელი კითხვის სწორი ფორმულირება, დასკვნითი სიტყვა და სხვ.). ხელმძღვანელმა უნდა გაანაწილოს შესაბამისი საპროცესო როლები და თითოეულ მონაწილეს აუხსნას თავისი ფუნქცია-მოვალეობა, მისცეს შესაბამისი დავალებები და უზრუნველყოს ამ დავალებების შემოწმება;
o პროცესის ხელმძღვანელი, მოსამართლე უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იურიდიული განათლების მქონე ნეიტრალური პირი, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას ობიექტურად დაწერს ქულებს და გარდა იმისა, რომ გამოავლენს პროცესის გამარჯვებულ მხარეს, ასევე ქულების მიხედვით გამოარჩევს სამ კონკრეტულ მონაწილეს, რომლებმაც თავის ვალდებულებებს პროცესზე ყველაზე კარგად გაართვეს თავი და დააგროვეს უმაღლესი ქულები;
o პროცესი მოგებულად უნდა ჩაეთვალოს იმ გუნდს, რომელიც ჯგუფურ შეფასებაში ყველაზე მაღალ ქულას (25 ქულა) დააგროვებს. შეფასების კრიტერიუმები მდგომარეობს შემდეგში:
 შესავალი სიტყვა, დასკვნითი სიტყვა - 5 ქულა;
 დაკითხვის ხელოვნება - 5 ქულა
 პროტესტი, რეპლიკა - 5 ქულა;
 გუნდური მუშაობა - 5 ქულა;
 საქმის დეტალურად შესწავლა, ფაქტების გააზრება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა - 5 ქულა;
o ინდივიდუალური შეფასებისას უნდა გამოვლინდეს 3 საუკეთესო მონაწილე, რომელიც შეფასებაში ყველაზე მაღალ ქულას (20 ქულა) დააგროვებს. შეფასების კრიტერიუმები მდგომარეობს შემდეგში:
 გუნდურ მუშაობაში ჩართულობა - 5 ქულა;
 საჯარო გამოსვლა, ლოგიკური მსჯელობა - 5 ქულა;
 საპროცესო გარემოსთან ადაპტირება - 5 ქულა;
 საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა - 5 ქულა;
პროექტი, მონაწილეების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობისთვის, ასევე, უნდა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

• საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობები
• შემეცნებითი აქტივობები

მიმწოდებელმა კვირეულის მსვლელობისას შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. პროექტის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს კვირეულის ამსახველი 3 წუთიანი ვიდეო რგოლი.

1.2.7. მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს შესაბამისი რაოდენობის სერტიფიკატები, ფორმატი A-4. (სერტიფიკატების დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან). შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სერთიფიკატების მოწოდება პროექტის დახურვის ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ 1 დღით ადრე. რაოდენობა 25 ცალი.

1.2.8. პროექტის ფარგლებში მიმწოდებელმა ერთჯერადად უნდა განახორციელოს გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება (ექსკურსია). კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება უნდა განხორციელდეს კახეთის რეგიონში, შესაბამისი პროგრამით, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით და უნდა მოიცავდეს კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. მიმწოდებელმა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების დღეს უნდა უზრუნველყოს თითოეული მონაწილის კვება სულ მცირე ერთხელ. მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტრანსპორტის სრულად გამართვასა და მის უსაფრთხოებაზე, ასევე, პროექტის მონაწილეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდია მიმდინარე წლის სექტემბრის თვე. ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღები დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კახეთის რეგიონი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურების მიწოდების ან/და ორგანიზების გამოცდილება, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარლებში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 9000 (ცხრა ათასი) ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურების მიწოდების ან/და ორგანიზების გამოცდილება რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2–ში CMR/SPA/NAT... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტ(ებ)ი-ს (ხელშეკრულებები, მიღება–ჩაბარების აქტები, ან სხვა მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს კახეთის რეგიონში საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების გასაწევად საჭირო სასტუმრო სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2., 1.2.3. და 1.2.4. პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3 (მითითებული მოთხოვნებისა და ინფორმაციის შესაბამისად) და სასტუმროს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სასტუმროს საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას, ამასთან, ატვირთული უნდა იქნას სასტუმროს მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სასტუმროს ვებ-გვერდი ან booking.com-ზე სასტუმროს განთავსების შემთხვევაში შესაბამისი ლინკი. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს სადემონსტრაციო მასალა, სასტუმროს ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტომასალა (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი), საიდანაც გაირკვევა სასტუმროს ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პროექტის კოორდინატორი (1 პერსონა) - პროექტის კოორდინატორს უნდა ჰქონდეს არაფორმალური განათლების მიმართულებით მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება, ასევე, უნდა გააჩნდეს ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით. აღნიშნული დოკუმენტები არ უნდა იყოს გაცემული თავად პრეტენდენტი ორგანიზაციის მიერ.

ტრენერი (მინიმუმ 3 პერსონა)

ტრენერი I - ტრენერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება სისხლის სამართლის მიმართულებით (არანაკლებ მაგისტრის ხარისხი). განათლება უნდა დასტურდებოდეს მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ. ტრენერს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება სასამართლო ინსტანციებში განხილვების მიმართულებით. აღნიშნული კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

ტრენერი II - ტრენერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით (არანაკლებ მაგისტრის ხარისხი), რაც უნდა დასტურდებოდეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული შესაბამისი დიპლომით. ტრენერს უნდა გააჩნდეს ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება. აღნიშნული კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

ტრენერი III - ტრენერს უნდა გააჩნდეს ახალგაზრდებთან მუშაობის და საჯარო გამოსვლების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება, ტრენერობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და პროექტის თემატიკის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. სერტიფიკატი და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ უნდა იქნეს გაცემული მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოჩა ხარაიშვილი, 593584559, gkharaishvili.justice@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი მერაბ გურჩიანი, ტელეფონის ნომერი 500 50 57 11.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1. ფასების ცხრილი (დანართი №1), ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას.
10.2.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.
10.2.3. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.4. ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru