Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #66284276)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The State Subordinate Agency - Roads Department of Georgia under the Ministry of Infrastructure of Georgia
Номер конкурса: 66284276
Дата публикации: 15-08-2025
Сумма контракта: 230 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014921
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.08.2025 19:13
Начало приема предложения 07.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 230`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ლაბორატორიის შენობის მშენებლობისათვის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სატენდერო პროცედურების ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების გაწევა და საჭიროებისამებრ, საავტორო ზედამხედველობის მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`300.00 GEL
Размер гарантии 2`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine iremadze :: 15.08.2025 18:01
  • Последнее исправление: ekaterine iremadze :: 15.08.2025 19:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644963&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ლაბორატორიის შენობის მშენებლობისათვის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სატენდერო პროცედურების ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების გაწევა და საჭიროებისამებრ, საავტორო ზედამხედველობის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში და ხელშეკრულების პროექტში:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობებით, ასევე, შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და მითითებების მიხედვით;

2. მომსახურების გაწევა მოხდება მიმწოდებლის ადგილსამყოფელის მიხედვით ან/და საჭირო შემთხვევებში, დასაპროექტებელი ობიექტის ადგილას;

3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტები მიწოდებული უნდა იქნას შემსყიდველის მისამართზე - ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ N12.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 5%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 18 (თვრამეტი) თვის შემდგომ (საგარანტიო პერიოდი), გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 20 %-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 10%, რომელიც მიმწოდებელს დაუბრუნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიღება-ჩაბარებიდან 18 (თვრამეტი) თვის შემდგომ (საგარანტიო პერიოდი), გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ვადაში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას.

3. საგარანტიო პერიოდის (18 თვე) განმავლობაში ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება თითოეულ ობიექტთან მიმართებით შემუშავებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

4. თუ საგარანტიო პერიოდში დაწყებული სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის ღირებულების პროპორციულად. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

5. საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ გამოცდილების არეალსა და საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად გაწეული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებები ღირებულებით - არანაკლებ 460 000 ლარის ოდენობისა, მათ შორის, უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტი, ღირებულებით - არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ისა;

1.1. ანალოგიური გამოცდილების არეალი – საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020 წ.-დან ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს;

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: შენობა-ნაგებობების (გარდა ხაზობრივი ნაგებობებისა) მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების დეტალური პროექტირების მომსახურება;

4. საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების თაობაზე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.

ამასთან:
ა) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება გაწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

4.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების გაწევის ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

5. შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.მუხლის 4.1 ან/და 4.2. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი ან/და ღირებულება, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი/დეტალური აღწერილობა ან/და ღირებულება.

6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

6.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი).

7. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
8.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

8.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი, მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ (მინიმუმ, მათი დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი, მისამართი) მითითებით). სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად.
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან ბაზრის აღნიშნული სეგმენტი ხასიათდება მაღალი დონის კონკურენციით, ამასთან, მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

5.1.4 for a physical entit

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლი.

5.1.5 for a partnership

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ინფორმაცია საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება
- სამართლებრივი ფორმა
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი
- მარეგისტრირებელი ორგანო
- იურიდიული მისამართი
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
ბ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლი; რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6. პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების სრულად გაწევის (დასრულების) ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა. მიმწოდებელს ასევე უფლება არ აქვს მოითხოვოს ავანსი იმ შემთხვევაში თუ ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 20 %-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი , არ დააკმაყოფილებს მიმწოდებლის თხოვნას ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 10% ან მეტი.
4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4ის შესაბამისად.
5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს.
6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების და სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე;
2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადებისა და პირობების შესაბამისად, წარუდგენს შემსყიდველს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას;
3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისას წარუდგინოს შემსყიდველს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულებისა და სხვა გადასახადების გათვალისწინებით);
4. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ყანდაშვილი, 595517976, levan.kandashvili@georoad.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru