1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ გამოცდილების
არეალსა და საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად გაწეული უნდა ჰქონდეს
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებები
ღირებულებით - არანაკლებ 460 000 ლარის ოდენობისა, მათ შორის, უნდა გააჩნდეს
მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტი, ღირებულებით - არანაკლებ შესყიდვის
სავარაუდო ღირებულების 50%-ისა;
1.1. ანალოგიური გამოცდილების არეალი – საქართველოს ტერიტორია ან/და
პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის
მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე
პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი)
გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის
წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის
გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების
შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.
2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020 წ.-დან ტენდერში წინადადების მიღების
დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს;
3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას
მიეკუთვნება: შენობა-ნაგებობების (გარდა ხაზობრივი ნაგებობებისა)
მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების დეტალური
პროექტირების მომსახურება;
4. საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების თაობაზე პრეტენდენტმა,
უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების
დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, (გაწეული მომსახურების
მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების
გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), საიდანაც
ნათლად უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და
ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი
ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა
შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.
ამასთან:
ა) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული
დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების
მომსახურება გაწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების
ფარგლებში.
4.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი
ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების გაწევის ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
5. შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის
2.2.1.მუხლის 4.1 ან/და 4.2. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ
იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტით
მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი ან/და
ღირებულება, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი
ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო,
ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა
იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი/დეტალური აღწერილობა ან/და
ღირებულება.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
6.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი).
7. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
8.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.
8.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
9. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების
დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი,
მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი
პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად,
პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის
საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი
შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ (მინიმუმ, მათი
დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და
საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი,
მისამართი) მითითებით). სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის
შესაბამისად.
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ
შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში,
რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება
შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ
პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი
მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი
შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ).