Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66284177)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL"The Agency for Cultural Heritage Preservation of Adjara"
Номер конкурса: 66284177
Дата публикации: 15-08-2025
Сумма контракта: 702 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014890
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.08.2025 16:10
Начало приема предложения 31.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.09.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 702`900.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212351 - Строительство доисторических памятников
Срок подачи 2026 წლის 1 ოქტომბრამდე
Дополнительная информация
მრავალწლიანი შესყიდვა 2025-2026 წელი
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 7`030.00 GEL
Размер гарантии 7`029 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela kunchulia :: 14.08.2025 16:03
  • Последнее исправление: lela kunchulia :: 15.08.2025 16:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644725&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული გვარას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა). სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა), სატენდერო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და პროექტის შესაბამისად.
- სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
- თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
- ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
- სამუშაოების წარმოების დაწყებამდე მიმწოდებელმა უნდა განათავსოს დიდი ზომის საინფორმაციო ბანერი სამუშაოების დასახელების, შემსრულებელი კომპანიის, დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.
- ტენდერში მონაწილემ გაუთვალისწინებელი ხარჯები უნდა გაითვალისწინოს იმ პროცენტული ოდენობით რაც მითითებულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვაში).
- სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
- სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
- სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
- სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
- სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი რესტავრატორის ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი რესტავრატორი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
- მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
- მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე, გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
- მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
- შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
- ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
- სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
- ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
- განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
- კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა ნაგებობის და მისი შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და საბოლოოდ განადგურება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
- მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული საფორტიპიკაციო ან/და საკულტო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო (აღდგენა, რესტავრაცია, კონსერვაცია) სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2. პრეტენდენტის გამოცდილებაში არ ჩაითვლება მიმდინარე ხელშეკრულება. მიმდინარედ ჩაითვლება ყველა ის ხელშეკრულება, რომელზეც პრეტენდეტი ვერ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. გამოცდილების დასადასტურებლად არასახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი. წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება.
4.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ.) მითითება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

- პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს რესტავრატორი, არქეოლოგი, ქვითხურო და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
- ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.
- დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
• რესტავრატორს და ქვითხუროზე,– 2015 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) საკულტო ან/და საფორტიპიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.
• არქეოლოგზე 2015 წლიდან დღემდე არანაკლებ 2 (ორი) საკულტო ან/და საფორტიპიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის შესახებ და 2015 წლიდან დღემდე არანაკლებ 1 (ერთი) აჭარისწყლის ან/და ჭოროხის ხეობებში არსებულ საფოტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის შესახებ. ინფორმაცია უნდა წარმოდგენილი იყოს დანართის სახის და დაერთოს არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.
• წარმოდგენილი უნდა იყოს არქეოლოგისა და რესტავრატორის დიპლომის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება კვალიფიკაციის დადასტურება.
• შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით. სერტიფიკატი უნდა იყოს მოქმედი.
- დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა განახორციელოს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული დანართი N2 შესაბამისად.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვერ გაივლის შეფასებას, თუ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ან/და ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
2.9.2. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
2.9.3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენის ალტერნატიული წესი არ განიხილება.
2.9.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ლარებში (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადების გათვალისწინებით).
2.9.5. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2.9.6 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
2.9.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9.8 გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და თანდართული დოკუმენტაცია) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმება სავალდებულო არ არის.
2.9.9 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
2.9.10. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
2.9.11. ვინაიდან პრეტენდენტებისათვის სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში-ლარში, ხელშეკრულება გაფორმდება ლარში. შესაბამისად ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში-ლარში. უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (ლარში) ან უცხოური ბანკებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტიების (ლარში) ვალიდურობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი არწარმოდგენა ან/და არასრულად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ იურიუდიული პირის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა.

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
გ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

ა) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობისშესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

5.1.5 for a partnership

ა) ტენდერში მონაწილე ამხანაგობამ უნდა წარმოადგინოს ცნობა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო, ამხანაგობაში მონაწილე თითოეული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2, 5.1.3 და 5.1.4 პუნქტების შესაბამისი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტმა პირებმა (როგორც იურიდიულმა, ისე ფიზიკურმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა) უნდა წარმოადგინონ 5.1.2, 5.1.3 და 5.1.4 პუნქტებში მითითებული თავიანთი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები ლეგალიზებული (აპოსტილით დამოწმებული) ფორმით, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

ა) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, და სხვა), ის ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2 და 5.1.3 პუნქტში მითითებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (იურიდიული ფორმის შესაბამისად);
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელედება უნაღდოდ. 2025 წელს განხორციელდება არაუმეტეს 150 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2026 წელს განხორციელდება არაუმეტეს 553 000 ლარის ანაზღაურება.
- შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოხდება ეტაპობრივად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ.
- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო დასკვნის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.
- შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან შემდეგ.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru