Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #66284148)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 66284148
Дата публикации: 15-08-2025
Сумма контракта: 18 536


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014878
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.08.2025 15:41
Начало приема предложения 23.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.08.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 18`536.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30230000 - Информационный материал
  • 30233132 - Хард-диски, винчестеры
  • 30233150 - Оптические приводы для дисков
  • 30234200 - Оптические диски
  • 30234600 - Флэш-память
  • 30237000 - Запасные части и аксессуары для компьютеров
  • 30237200 - Компьютерные аксессуары
  • 30237240 - Веб-камера
  • 30237410 - Компьютерные мыши
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღე
Дополнительная информация
შესყიდვა ხორციელდება თსუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 185.00 GEL
Размер гарантии 185 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dinara tikaradze :: 14.08.2025 16:05
  • Последнее исправление: dinara tikaradze :: 15.08.2025 15:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644726&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების (CPV 30200000) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან "მსგავსი", "ეკვივალენტური".

1.2.1. ფლეშმეხსიერება - 55 ცალი
CPV30234600
64GB, USB 3.0
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.2. კომპიუტერის მაუსი - 100 ცალი
CPV30237410
სტანდარტული ზომის (desktop კომპიუტერისათვის), სიმეტრიული დიზაინით, სადენიანი - არანაკლებ 1.4 მ,
ოპტიკური, ინტერფეისი: USB, კლავიში: 2, SCROLL, 800dpi.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.3. კომპიუტერის უკაბელო მაუსი - 10 ცალი
CPV30237410
სენსორი ოპტიკური, დაკავშირება: Bluetooth , არანაკლებ: 1200 dpi, ღილაკი 2, სქროლი 1.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.4. SSD მყარი დისკი - 70 ცალი
CPV30233132
SSD მყარი დისკი, მოცულობა არანაკლებ 128 GB, ინტერფეისი
SATA 3.0 6Gb/s; წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარე: არანაკლებ 400 MB/s ან მეტი
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.5. SATA კაბელი - 90 ცალი.
CPV30237200
ორივე მხარეს SATA დაბოლოებით. თავსებადი SATA 3.0 6Gb/s კონექტორთან. სიგრძე არანაკლებ 0.3 მ.
გარანტია ქარხნული წუნის შემთხვევაში.

1.2.6. SSD მყარი დისკი - 20 ცალი
CPV30233132
SSD მყარი დისკი, მოცულობა არანაკლებ 250 GB, ინტერფეისი SATA 3.0 6Gb/s; წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარე: Up to 560/530 MB/s ან მეტი; გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი.

1.2.7. გარე მყარი დისკი - 31 ცალი
CPV30233132
ინტერფეისი: USB 3.0, მოცულობა: 1000GB, ზომა: 2.5",
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.8. გარე მყარი დისკი - 5 ცალი
CPV30233132
ინტერფეისი: USB 3.0, მოცულობა: 2000GB, ზომა : 2.5",
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.9. გარე DVD წამკითხველი - 10 ცალი.
CPV30233150
მოწყობილობის ტიპი: DVD-RW, დანიშნულება: გარე,
ინტერფეისი: USB
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.10. CD დისკები - 1000 ცალი
CPV30234200
CD დისკები: 700 MB, 52x
გარანტია ქარხნული წუნის შემთხვევაში.

1.2.11. DVD დისკები - 1000 ცალი
CPV30234200
DVD დისკები 4.7 GB
გარანტია ქარხნული წუნის შემთხვევაში.

1.2.12. კომპიუტერის დინამიკები - 20 ცალი
CPV30230000
დინამიკი არანაკლებ: ხმოვანი სისტემა 2.0, სიხშირის დიაპაზონი 200 Hz - 20 KHz.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.13. ვებ კამერა - 10 ცალი
CPV30237240
ვებ კამერა: გარჩევადობა 1080P; ავტოფოკუსი;
ინტერფეისი: USB; უნდა გააჩნდეს ჩაშნებული მიკროფონი.
კაბელის სიგრძე არანაკლებ 1,4 მ.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.14. HDMI KVM სვიჩი - 2 ცალი
CPV30237000
HDMI KVM სვიჩი არანაკლებ: შემავალი პორტები 8x HDMI (include USB), გამომავალი პორტები 2x USB, 1x HDMI.
რეზოლიუცია 3840x2160@30Hz, 8 ღილაკი რომელზე დაჭერითაც შესაძლებელი იქნება შასაბამის შემავალ HDMI პორტზე გადართვა.
უნდა მოყვებოდეს 8 კაბელი სვიჩის მხარე HDMI კომპიუტერის მხარე HDMI+USB Tipe A.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.15. M2 to USB Type-c გადამყვანი - 4 ცალი
CPV30237000
M2 to USB Type-c გადამყვანი არანაკლებ: შემავალი
ინტერფეისი M.2 NVMe PCIe. გამომავალი ინტერფეისი USB
Type-c. SSD მხარდაჭერა არანაკლებ 4TB. უნდა მოყვებოდეს
USB Type-c to USB Type-c კაბელი.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.16. Mini Display port to HDMI გადამყვანი - 2 ცალი
CPV30237000
mini Displayport to HDMI გადამყვანი გარანტია ქარხნული წუნის შემთხვევაში.

1.2.17. Mini display port to VGA გადამყვანი - 2 ცალი
CPV30237000
Mini display port to VGA გადამყვანი გარანტია ქარხნული წუნის შემთხვევაში.

1.2.18. DisplayPort to HDMI გადამყვანი - 2 ცალი
CPV30237000
DisplayPort to HDMI გადამყვანი. რეზოლუცია არანაკლებ 1920 x 1080
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.19. USB to SATA გადამყვანი - 1 ცალი
CPV30237000 "USB to SATA გადამყვანი არანაკლებ: USB 3.0 to 2.5” SATA III HDD/SSD გადამყვანი.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.20. VGA to HDMI გადამყვანი - 20 ცალი
CPV30237000
შემავალი: VGA Male. გამოსავალი: HDMI Female. გარჩევადობა: 1920x1080@60Hz.
გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.21. HDMI to VGA გადამყვანი - 20 ცალი
CPV30237000
შემავალი: HDMI Male. გამოსავალი: VGA Female. გარჩევადობა: 1920x1080@60Hz გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.22. გარე მყარი დისკი - 4 ცალი
CPV30233132
გარე მყარი მეხსიერება არანაკლებ: ზომა: 2.5". ინტერფესი: USB 3.0. ტევადობა არანაკლებ: 4TB. გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

1.2.13. უნივერსალური AC-DC გადამყვანი - 1 ცალი
CPV30237000
უნივერსალური AC-DC გადამყვანი არანაკლებ: შემავალი ძაბვა
100 - 240 V. გამომავალი ძაბვა (DC): 3, 4.5, 5, 6, 7.5, 9, 12. უნდა ჰქონდეს კონექტორების შეცვლის შესაძლებლობა და მოყვებოდს: Jack 3.5 mm, Jack 2.5 mm, 3.5x1.35x10 mm, 5.0x2.1x10
mm, 5.5x2.5x10 mm, 2.35x0.75x10 mm, 4.0x1.7x10 mm კონექტორები. გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში თუ იკითხება: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ საწყობი).
1.5.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით).
1.5.3. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად არაუმეტეს ორი ეტაპისა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. მიმწოდებელი იძლევა მიწოდებული შესყიდვის ობიექტის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გრანტიას, რომ შესყიდვის ობიექტი იქნება ახალი, არა მეორადი და უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, შესაფერისი იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული. საქონელი შეფუთული იქნება მწარმოებლის ბრენდირებულ კოლოფში, კოლოფზე ქარხნულად დაბეჭდილი მწარმოებლის მითითებით და შეფუთვის მთლიანობა არ იქნება დარღვეული.
1.7.2. შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ფასების ცხრილში, დანართი N1-ში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად.
1.7.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.7.4. თსუ-ს მიერ საქონლის ინსპექტირების პროცესში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს წუნდებული საქონლის ახლით შეცვლა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.5. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, სწორი ექსპლუატაციის პირობებში და მექანიკური დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ „მიმწოდებელს“. „მიმწოდებელი“ მისი წარმომადგენლის მიერ, საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) შეტყობინებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა ახდენს რეაგირებას და სამი სამუშაო დღის ვადაში დგება დეფექტური აქტი, რომელიც მოიცავს შესასრულებელ სამუშაოებს და მათ ხანგრძლივობას. მომსახურება განხორციელდება არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში თუ ასეთი პროდუქციისათვის საჭირო მასალები მიმწოდებელს აქვს ადგილზე (საწყობში), წინააღმდეგ შემთხვევაში დეფექტური აქტით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მაგრამ არაუმეტეს მწარმოებლის მიერ გაცემული პირობების შესაბამისად.
ნივთის შეცვლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საქონლის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში აღმოაჩნდებათ ქარხნული დეფექტი;
ბ) თუ ვერ მოხერხდა ნივთის შეკეთება მიმწოდებლის მიერ, მათ შორის შეკეთებიდან 1 თვეში გამოვლინდა იგივე დეფექტი ან საგარანტიო ვადის განმავლობაში ქარხნული დეფექტი გამოვლინდა 3 ჯერ;
გ) ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) მახასიათებლების და ღირებულების მოწყობილობით, ღირებულება აითვლება შეცვლის მომენტში შესაცვლელი მოწყობილობის ფასით.  
1.7.6. საგარანტიო პერიოდში ინსპექტირება ხორციელდება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საქონლის მიღებისას, აგრეთვე მიღების შემდეგ, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
შესყიდვის ობიექტის დასახელება, მწარმოებელი, მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა.

1. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია ან/და ფირმა ან/და ბრენდი;
2. მოდელი - შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომლითაც მოხდება პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების იდენტიფიცირება სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მწარმოებლისა და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

აუცილებელი მოთხოვნა:
შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილი მოდელი ან/და სერიული ნომერი ან/და PartNumber-ან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მიხედვით შემოთავაზებული ტექნიკა და მისი ტექნიკური მახასიათებლები უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ წყაროების საშუალებით მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლის ვებგვერდზე არ ფიქსირდება ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი რომელიმე ტექნიკური პარამეტრი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან/და მწარმოებლის რეგიონული ოფისის მიერ გაცემული ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, (მწარმოებლის წერილი ან/და დასკანერებული ტექნიკური პასპორტი ან/და data sheet).

წინადადების წარდგენის დროს „ფასების ცხრილი - დანართი N1“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ორეტაპად, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და/ან საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესაბამისად ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის და „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით ორეტაპად, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების და/ან საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის შესაბამისად ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დინარა ტიკარაძე, 577943999, dinara.tikaradze@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru