Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #66265732)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori MUnicipality City Hall
Номер конкурса: 66265732
Дата публикации: 14-08-2025
Сумма контракта: 129 600


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014820
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.08.2025 17:02
Начало приема предложения 22.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 129`600.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34134200 - Самосвальные грузовые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სპეციალური დანიშნულების ავტო სატრანსპორტო საშუალების 1 (ერთი) ერთეული თვითმცლელის შესყიდვა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`296.00 GEL
Размер гарантии 1`296 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tariel metreveli :: 04.06.2025 12:03
  • Последнее исправление: tariel metreveli :: 14.08.2025 17:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=633800&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური დანიშნულების ავტო სატრანსპორტო საშუალების 1 (ერთი) ერთეული თვითმცლელის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სპეციალური დანიშნულების ავტო სატრანსპორტო საშუალების თვითმცლელების ტექნიკური სპეციფიკაციები:

ავტომობილის ტიპი - თვითმცლელი

1. გამოშვების წელი: არანაკლებ 2025 წელი (ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი);
2. ფერი შეთანხმებით (კაბინისფერი);
3. საჭე - მარცხენა;
4. საწვავის ტიპი: დიზელი;
5. ემისიის ტიპი ევრო სტანდარტით: არანაკლებ ევრო 5 (ხუთი);
6. თვლების ფორმულა - 4x2;
7. ღერძებს შორის მანძილი - არანაკლებ 3300 მმ და არაუმეტეს 3600მმ;
8. საერთო დასაშვები წონა - არანაკლებ 10 000 კგ;
9. თვიმცლელის ტვირთამწეობა - არანაკლებ 7000 კგ.
10. საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 120 ლიტრი;
11. ტურბო დიზელი, ინტერქულერით;
12. ემისის სტანდარტი - არანაკლებ Euro 5;
13. ცილინდრი - არანაკლებ 4;
14. ძრავის მოცულობა: არანაკლებ 3700 და არაუმეტეს 4200 სმ3
15. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრი არანაკლებ - 160 ცხ. ძ;
16.გადაცემათა კოლოფი - მექანიკური არანაკლებ 6+1;
17. საბურავების რაოდენობა 6+1;
18. სათადარიგო საბურავი;
19. წინა და უკანა მუხრუჭები, დისკური ან დოლური/დისკური ან დოლური ABS;
20. ძრავის მუხრუჭი;
21. წინა და უკანა განივი სტაბილიზატორი;
22. ადგილების რაოდენობა კაბინაში არანაკლებ 1+2;
23. ფერი - შეთანხმებით;
24. საჭე ჰიდროგამაძლიერებლით;
25. სალონის გათბობა;
26. ჰაერის კონდიციონერი;
27. ელექტრო შუშები;
28. ცენტრალური საკეტი;
29. მულტიფუნქციური საჭე;
30. შასის სიგრძე/სიგანე/სიმაღლე (მმ) - არაუმეტეს 7590X2490X2790 მმ;

შენიშვნა: პრეტენდენტმა ტექნიკური დავალება უნდა წარმოადგინოს PDF - ფაილის სახით, ელექტრონულად ხელმოწერილი - სადაც განსაზღვრული იქნება მის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის კონკრეტული, ზუსტი და არა სავარაუდო მახასიათებლები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სავტომობილო საშუალებების იმპორტირების, განბაჟების, ტრანსპორტირების, სახელმწიფო სანომრე ნიშნებისათვის გათვალისწინებული ხარჯები და შემსყიდველზე გაფორმების პროცედურები წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას;

შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნული წარმოების-ახალი (უხმარი);

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. გორი, გორის მუმნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ტერიტორია;

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა არის 100 000 კმ გარბენი ან 12 თვე (რაც უფრო ადრე განხორციელდება) თვითმცლელის მიღების დღიდან;

2. გარანტია ვრცელდება - ძრავზე, ხიდზე, გადაცემათა კოლოფზე და ჰიდრავლიკურ სისტემებზე;

3. საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ყველა ქარხნული ნაკლი, ხარვეზი, რაც არ არის შემსყიდველის მიერ არასწორი ექსპლოატაციის პირობებით გამოწვეული, აღმოფხვრილი იქნება მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, შემსყიდველის დამატებითი დანახარჯების გარეშე.

4. საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო საგარანტიო პირობების დარღვევაზე, ამავე პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან, ყოველ ვდაგადაცილებულ დღეზე - ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მარკა/მოდელის შესახებ უნდა წარმოადგინოს 1.3-ში წარმოდგენილი ფასების ცხრილის მიხედვით.

2. ფასების ცხრილის წარმოდგენა განუფასებლად, წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მარკა/მოდელის მითითების გარეშე, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ, მიღება/ჩაბარების ატის გაფორმებამდე, წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) სადაც მკაფიოდ იქნება დადსტურებული რომ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები-მანქანები ნამდვილად არის, ფასების ცხრილში მითითებული წარმოშობის ქვეყანა/ მწარმოებელი/ მარკა/ მოდელის და შეესაბმება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკურ პარამეტრებს.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტი უნდა იყვეს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი ან/და ნაქირავები შესაბამისი სერვის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში, შესყიდვის ობიექტის შეკეთებისათვის დაზიანების შემთხვევაში - ექსპლოატაციის საგარანტიო პერიოდში, რაზეც უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუნენტაცია - საკუთრების მოწმობა ან/და ქირავნობის ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტებში იგულისხმება:

2.1. ექსპერტიზის დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან, ასევე ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან.

4. ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ტარიელ მეტრეველი, 551199978, metrevelitariel@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

8. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი - დანართი N1, ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

9. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მიმწოდებლის მიერ ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად.
10. 2023 წლის 03 თებერვლის ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ ხარჯთაღიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით/თანახმად" - პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.

11. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

12. იმ შემთხვეაში, თუ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების/პარამეტრების აღწერისას, სატენდერო დოკუმენტაციაში, ასევე ხარჯთაღიცხვაში გამოყენებულია სასაქონლო ნიშანი ან/და მოდელი ან/და პატენტი ან/და მწარმოებელი კომპანია - ასეთ შემთახვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის ,,მსგავსისა" და ,,ექვივალინტურის" მნიშვნელობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru