პროექტის შესახებ
ქვემო ქართლის, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია
სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებით. ბევრი მათგანი
საფუძვლიანადაა შესწავლილი. თუმცა, მტკვრის მარჯვენა ნაპირის
არქეოლოგიური ძეგლების უმრავლესობა, განლაგებული სოფ. ილმაზლოდან
ვიდრე წითელ ხიდამდე, დღემდე შეუსწავლელი რჩება.
მტკვრის ნაპირის ამ მონაკვეთში, სოფ. მეორე ქესალოსთან მაღალ ქარაფზე
მდებარეობს ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც ჯერ
კიდევ 2020 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახ.
არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ ამ მიდამოებში
ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვებისას გამოვლინდა.
გაირკვა, რომ არქეოლოგიური ობიექტის ნაწილი დროთა განმავლობაში
მტკვრის პირას ჩაქცეულა და სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც შეუქცევადად
მიმდინარეობს. ვიზუალური დათვალიერებითაც ცხადი გახდა, რომ ამ
ტერიტორიაზე არსებობდა საინტერესო არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და საყურადღებო მასალები
უნდა მოეცა ხუნანის საერისთავოს ისტორიის შესასწავლად.
ზემოთქმულის გარდა, ობიექტის გათხრის აუცილებლობა პირველ რიგში იმით
იყო გამოწვეული, რომ ამ ზოლში მტკვრის მარჯვენა ნაპირის რელიეფი
გამოფიტვისა და დენუდაციურ-ეროზიული პროცესების ძლიერ ზემოქმედებას
განიცდის. ამის გამო, არქეოლოგიური ობიექტის მოზრდილი ნაწილი უკვე
განადგურებულია, მტკვრის კალაპოტშია ჩაქცეული და ეს პროცესი დღესაც
შეუქცევადად მიმდინარეობს.
პროექტის აღწერა
2023 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტით - „ქვემო
ქართლი - იბერიის სამხრეთი კარიბჭე ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში“
- ძეგლზე მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრების ჩატარება
მოხერხდა.
გათხრებმა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი შედეგები მოგვცა. აქ
გამოვლინდა V-VI სს-ის ალიზით ნაგები სასახლე დიდი დარბაზებით,
დერეფნებით, კრამიტყრილებით, მოლესილი იატაკებით, ქვის ბაზების
ორნამენტული დეტალებით და სხვ. (სურ. 2, 3, 4, 6). კომპლექსი განადგურებულა
ძლიერი ხანძრის შედეგად, რომელიც მტრის შემოსევას უნდა
უკავშირდებოდეს.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის დაფინანსებით
არქეოლოგიურ ობიექტზე გათხრები 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერშიც ჩატარდა
და კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა სასახლის კონტურები. გაირკვა, რომ
სასახლე მიეკუთვნებოდა ქართლის ე. წ. უმეფობის ხანას (VI ს.), როდესაც
ქვეყანა განიცდიდა ირანის აგრესიას - ქართლში მაზდეანობის
მომძლავრებას და ქრისტიანობის შევიწროებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ
აქ გამოვლინდა მაზდეანური რელიგიისათვის დამახასიათებელი ცეცხლის
საკურთხეველი (სურ. 5). შეიძლება ითქვას, რომ ძეგლზე წარმოდგენილია ამ ორი
რელიგიის ჭიდილი, რასაც ისტორიული წყაროებიც (ქართლის ცხოვრება,
შუშანიკის წამება, აბიბოს ნეკრესელის წამება და სხვ.) თვალნათლივ
ადასტურებს.
წინასწარული ვარაუდით, კომპლექსი ქვემო ქართლის რომელიმე
დიდაზნაურისა თუ პიტიახშის სასახლე - რეზიდენცია უნდა იყოს. ამ ხასიათის
ძეგლები საქართველოს არქეოლოგიაში იშვიათია.
პროექტის მიზანი
არქეოლოგიური ობიექტი ნიადაგის ეროზიის გამო ინგრევა. დღემდე
დაკარგულია მისი მოზრდილი ნაწილი და ეს პროცესი შეუქცევადად
მიმდინარეობს. ამდენად, აღნიშნული კომპლექსის გათხრა გადაუდებელი
ამოცანას წარმოადგენს.
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ V-VI
საუკუნეებით დათარიღებული, ალიზით ნაგები სასახლის არქეოლოგიური
კვლევა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეორე ქესალოს მიმდებარედ არსებულ
სასახლეზე 2025 წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოები:
1. 2024 წელს გათხრილი და რეკულტივაციის შედეგად შექმნილი მიწის 1-1,30 მეტრი
სიმაღლის მასისა და ბალახის საფარის მოხსნა/გასუფთავება (200 კვ. მ);
2. არქეოლოგიური ობიექტის ალიზის კედლებისა და იატაკის პრეპარაცია (300 კვ.
მ);
3. 2024 წელს გათხრილი ტერიტორიის დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიმდებარე
ახალ ტერიტორიაზე ჰუმუსის მოხსნა მოცულობა 50X15X0,20 მ;
4. სასახლის კომპლექსის არქეოლოგიური გათხრა, ნაგებობათა კედლების,
კრამიტყრილებისა და დარბაზების იატაკის გაწმენდა ფართობი 50X15 მ;
5. მიწის გატანა ხელით და ურიკით 20 მ. მანძილზე;
6. განათხარი ფართობის (თხრილების) რეკულტივაცია მძიმე ტექნიკის
გამოყენებით (1500 კვ მ.).
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს
სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად
წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები,
უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი (2) თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.