Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #66239194)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 66239194
Дата публикации: 13-08-2025
Сумма контракта: 89 593


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014769
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.08.2025 19:41
Начало приема предложения 26.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.08.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 89`593.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.
Дополнительная информация
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ არსებული ადრე შუასაუკუნეების სასახლის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 895.00 GEL
Размер гарантии 896 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar bagashvili :: 13.08.2025 18:40
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 13.08.2025 19:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644586&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ არსებული ადრე შუასაუკუნეების სასახლის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროექტის შესახებ

ქვემო ქართლის, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებით. ბევრი მათგანი საფუძვლიანადაა შესწავლილი. თუმცა, მტკვრის მარჯვენა ნაპირის არქეოლოგიური ძეგლების უმრავლესობა, განლაგებული სოფ. ილმაზლოდან ვიდრე წითელ ხიდამდე, დღემდე შეუსწავლელი რჩება.
მტკვრის ნაპირის ამ მონაკვეთში, სოფ. მეორე ქესალოსთან მაღალ ქარაფზე მდებარეობს ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ ამ მიდამოებში ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვებისას გამოვლინდა.
გაირკვა, რომ არქეოლოგიური ობიექტის ნაწილი დროთა განმავლობაში მტკვრის პირას ჩაქცეულა და სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც შეუქცევადად მიმდინარეობს. ვიზუალური დათვალიერებითაც ცხადი გახდა, რომ ამ ტერიტორიაზე არსებობდა საინტერესო არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და საყურადღებო მასალები უნდა მოეცა ხუნანის საერისთავოს ისტორიის შესასწავლად.
ზემოთქმულის გარდა, ობიექტის გათხრის აუცილებლობა პირველ რიგში იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ზოლში მტკვრის მარჯვენა ნაპირის რელიეფი გამოფიტვისა და დენუდაციურ-ეროზიული პროცესების ძლიერ ზემოქმედებას განიცდის. ამის გამო, არქეოლოგიური ობიექტის მოზრდილი ნაწილი უკვე განადგურებულია, მტკვრის კალაპოტშია ჩაქცეული და ეს პროცესი დღესაც შეუქცევადად მიმდინარეობს.

 პროექტის აღწერა

2023 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტით - „ქვემო ქართლი - იბერიის სამხრეთი კარიბჭე ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში“ - ძეგლზე მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრების ჩატარება მოხერხდა.
გათხრებმა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი შედეგები მოგვცა. აქ გამოვლინდა V-VI სს-ის ალიზით ნაგები სასახლე დიდი დარბაზებით, დერეფნებით, კრამიტყრილებით, მოლესილი იატაკებით, ქვის ბაზების ორნამენტული დეტალებით და სხვ. (სურ. 2, 3, 4, 6). კომპლექსი განადგურებულა ძლიერი ხანძრის შედეგად, რომელიც მტრის შემოსევას უნდა უკავშირდებოდეს.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის დაფინანსებით არქეოლოგიურ ობიექტზე გათხრები 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერშიც ჩატარდა და კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა სასახლის კონტურები. გაირკვა, რომ სასახლე მიეკუთვნებოდა ქართლის ე. წ. უმეფობის ხანას (VI ს.), როდესაც ქვეყანა განიცდიდა ირანის აგრესიას - ქართლში მაზდეანობის მომძლავრებას და ქრისტიანობის შევიწროებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ აქ გამოვლინდა მაზდეანური რელიგიისათვის დამახასიათებელი ცეცხლის საკურთხეველი (სურ. 5). შეიძლება ითქვას, რომ ძეგლზე წარმოდგენილია ამ ორი რელიგიის ჭიდილი, რასაც ისტორიული წყაროებიც (ქართლის ცხოვრება, შუშანიკის წამება, აბიბოს ნეკრესელის წამება და სხვ.) თვალნათლივ ადასტურებს.
წინასწარული ვარაუდით, კომპლექსი ქვემო ქართლის რომელიმე დიდაზნაურისა თუ პიტიახშის სასახლე - რეზიდენცია უნდა იყოს. ამ ხასიათის ძეგლები საქართველოს არქეოლოგიაში იშვიათია.

 პროექტის მიზანი

არქეოლოგიური ობიექტი ნიადაგის ეროზიის გამო ინგრევა. დღემდე დაკარგულია მისი მოზრდილი ნაწილი და ეს პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. ამდენად, აღნიშნული კომპლექსის გათხრა გადაუდებელი ამოცანას წარმოადგენს.

 პროექტით განსაზღვრული სამუშაოები

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ V-VI საუკუნეებით დათარიღებული, ალიზით ნაგები სასახლის არქეოლოგიური კვლევა.

 მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეორე ქესალოს მიმდებარედ არსებულ სასახლეზე 2025 წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოები:

1. 2024 წელს გათხრილი და რეკულტივაციის შედეგად შექმნილი მიწის 1-1,30 მეტრი სიმაღლის მასისა და ბალახის საფარის მოხსნა/გასუფთავება (200 კვ. მ);
2. არქეოლოგიური ობიექტის ალიზის კედლებისა და იატაკის პრეპარაცია (300 კვ. მ);
3. 2024 წელს გათხრილი ტერიტორიის დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიმდებარე ახალ ტერიტორიაზე ჰუმუსის მოხსნა მოცულობა 50X15X0,20 მ;
4. სასახლის კომპლექსის არქეოლოგიური გათხრა, ნაგებობათა კედლების, კრამიტყრილებისა და დარბაზების იატაკის გაწმენდა ფართობი 50X15 მ;
5. მიწის გატანა ხელით და ურიკით 20 მ. მანძილზე;
6. განათხარი ფართობის (თხრილების) რეკულტივაცია მძიმე ტექნიკის გამოყენებით (1500 კვ მ.).

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები

სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

 ძირითადი პირობები

მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს
სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.

 სამუშაოთა შესრულების ვადები

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი (2) თვე.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ არსებული ადრე შუასაუკუნეების სასახლე

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2015 წლიდან არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.

პრეტენდენტმა ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგ(ებ)ი და მხატვარ-არქიტექტორი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიური სამუშოების განხორციელების პროცესში მონაწილე არქეოლოგ(ებ)ის, მხატვარ-არქიტექტორის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1).

ობიექტზე არქეოლოგების რაოდენობას განსაზღვრავს მიმწოდებელი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 (დაზუსტებული ინფორმაცია უნდა ასახოს ხარჯთაღრიცხვაში).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული მონაწილე არქეოლოგის (ხელმძღვანელის) და მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით.
თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.
გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაგაშვილი, 599335183, tamaribagashvili13@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (როგორც PDF-ის, ისე EXCEL - ის ფორმით);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru