პროექტის შესახებ
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული თოდაძის ციხის ფერდზე გამოვლენილი
არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური კვლევა.
დასავლეთ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნების
კულტურათა შეხვედრისა და გადაკვეთის ადგილს. ეს კიდევ ერთხელ
დაადასტურა დასავლეთ საქართველოში მდინარე ყვირილის ხეობაში
ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ. განსაკუთრებით
თვალშისაცემია ძვ.წ. II - ახ.წ. I ათასწლეულების არქეოლოგიური ძეგლების
სიმრავლე და მრავალფეროვნება, თუმცა ასევე აღსანიშნავია საჩხერის
ტერიტორიაზე არსებული ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანების და
ნამოსახლარების დადასტურებულად არსებობა.
ყვირილის ხეობის აქტუალობა განაპირობა აქ გამავალმა
დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მაკავშირებელმა გზებმა, რომელიც
ამავე დროს სავაჭრო-საქარავნო გზებსაც წარმოადგენდა. ამ ფაქტორმა ზემო
იმერეთის ამ ნაწილს უძველესი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა
შესძინა, რამაც თავის მხრივ განაპირობა აქ საეტაპო არქეოლოგიური
ძეგლების სიმრავლე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია საირხის
ნაქალაქარი და მოდინახეს ციხის მრავალფენიანი სამაროვანი.
ანალოგიურ კონტექსტშია განსახილველი თოდაძის ციხის ქედიც, რომელიც
საჩხერეს ჩრდილოეთიდან გასდევს და წარმოადგენს რაჭა-იმერეთის ქედის
სამხრეთ განშტოებას. ამ ქედის დასავლეთის გაგრძელებაა მოდინახეს ციხის
ქედი, რომლის სამხრეთ კალთებზე საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე შესწავლილი
და დადასტურებულია მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლები.
თოდაძის ციხის კირქვოვან მასივზე შემორჩენილია შუა საუკუნეების მცირე
ზომის ციხის ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ასევე - თოდაძის ციხედ, ან
მეორენაირად წერეთლების ციხედ მოიხსენიებს. ციხე ნაგები ყოფილა
კირქვის ფლეთილი ქვით დუღაბზე. თავისი მასშტაბით ის სათვალთვალო უნდა
ყოფილიყო, რომლის დანიშნულებას წარმოადგენდა მდ. ყვირილის ხეობაში - მის
წინ გამავალი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში
გადასასვლელი გზების კონტროლი.
თოდაძის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 2022 წელს არქეოლოგ ზურა
ბრაგვაძის ხელმძღვანელობით პირველი სადაზვერვო სამუშაოები
განხორციელდა ციხის მიმდებარე ტერიტორიასა და ამ ქედის სამხრეთ
ფერდზე. დაზვერვების მიზანი გახლდათ იმ ზეპირი გადმოცემების
გადამოწმება, რომლის დროსაც, მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა
სახის მიწის სამუშაოების დროს პოულობდა ძველ ნივთებს.
2022 წელს ჩატარებულმა დაზვერვებმა თოდაძის ციხის ფერდზე დაადასტურა
მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლის არსებობა, რომელიც მოიცავდა
ადრებრინჯაოს ხანიდან ადრე შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდის
კულტურულ ფენებს. ამავე დროს, დაზვერვების დროს გამოიკვეთა, რომ აქ
მდებარე არქეოლოგიური ფენები ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანთა
საქმიანობის შედეგად მუდმივად განიცდის დაზიანებას.
პროექტის აღწერა
2022 წელს თოდაძის ციხის ფერდზე განხორციელებული დაზვერვითი
არქეოლოგიური სამუშაოების დროს ქედის სამხრეთ ფერდზე, უშუალოდ
მოსახლეობასთან ახლოს, გაიწმინდა ადრეული შუა საუკუნეების
ნამოსახლარი ფენა და სამარხები, ელინისტური ხანის სამარხი,
ადრეანტიკური ხანის კულტურული ფენა და ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული
ფენა.
გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს სამუშაოები დაზვერვითი ხასიათის იყო,
არ მომხდარა არც ერთი პერიოდის არქეოლოგიური ფენის სრულყოფილი კვლევა
და ობიექტი დაკონსერვდა.
თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების
კვლევა-ძიება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათი მოდინახის
ციხის არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთ ჭრილში განხილვა საინტერესო სურათის
მომცემი იქნება ზემო იმერეთის ისტორიისა და კულტურის კვლევის კუთხით.
განსაკუთრებით ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადრე ბრინჯაოს ხანის
კულტურული ფენა.
თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების
კვლევა გულისხმობს შეძლებისდაგვარად ძეგლის გავრცელების საზღვრების
დადგენას, ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენის ხასიათის
განსაზღვრას (ნამოსახლარი თუ კულტურული ფენა), ადრეანტიკური ხანის
ნამოსახლარის, ელინისტური და ადრეული შუა საუკუნეების სამარხების
კვლევას. პროექტი ამავე დროს მოიაზრებს გადარჩენითი სამუშაოების
განხორციელებასაც, ვინაიდან, თოდაძის ციხის სამხრეთი ფერდი განიცდის
ეროზიას, რაც იწვევს არქეოლოგიური ფენების დაზიანებას.
პროექტის მიზანი
პროექტის ძირითად მიზანია თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე 2022 წელს
აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური შესწავლის
გაგრძელება. ასევე, უკვე აღმოჩენილი ადრე ბრინჯაოს ხანის ფენების
კვლევა-ძიება.
პროექტით განსაზღვრული სამუშაოები
1. თოდაძეების ციხის მიდამოების შესახებ საარქივო და გამოქვეყნებული
მასალების მოპოვება და სისტემატიზაცია.
2. 2022 წელს თოდაძის ციხის ქედის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი კულტურული
ფენების არქეოლოგიური შესწავლა.
3. არქეოლოგიური თხრილების საშუალებით კულტურული ფენების გავრცელების
საზღვრების დადგენა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში, თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 2025
წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოები:
1. თოდაძის ციხის ქედის სამხრეთ ფერდზე ორი თხრილის გაჭრა (#1 და #2) და
ჰუმუსის მოხსნა 6X10X0,4 მ;
2. თხრილების არქეოლოგიური შესწავლა 6X10 მ ფართობზე;
3. თხრილებში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია;
4. ორი საცდელი შურფის ჰუმუსის ფენის მოხსნა 5X5X0,4მ ფართობზე;
5. საცდელი შურფების გაჭრისას გამოვლენილი კულტურული ფენების შესწავლა
5X5 ფართობზე;
6. საცდელი შურფების გავლებისას გამოვლენილი კულტურული ფენის
პრეპარაცია (ფართობი 5მX5მX);
7. მიწის გატანა ხელით და ურიკით 50 მ მანძილზე;
8. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია 50 კვ. მ.
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს
სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად
წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები,
უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული
თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.