Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #66211321)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 66211321
Дата публикации: 12-08-2025
Сумма контракта: 46 848


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014671
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.08.2025 20:32
Начало приема предложения 22.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.08.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 46`848.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.
Дополнительная информация
საჩხერეს მუნიციპალიტეტი, თოდაძეების ციხის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 468.00 GEL
Размер гарантии 468 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 12.08.2025 13:48
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 12.08.2025 20:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644313&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საჩხერეს მუნიციპალიტეტი, თოდაძეების ციხის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროექტის შესახებ

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თოდაძის ციხის ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური კვლევა.
დასავლეთ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა შეხვედრისა და გადაკვეთის ადგილს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა დასავლეთ საქართველოში მდინარე ყვირილის ხეობაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ. განსაკუთრებით თვალშისაცემია ძვ.წ. II - ახ.წ. I ათასწლეულების არქეოლოგიური ძეგლების სიმრავლე და მრავალფეროვნება, თუმცა ასევე აღსანიშნავია საჩხერის ტერიტორიაზე არსებული ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანების და ნამოსახლარების დადასტურებულად არსებობა.
ყვირილის ხეობის აქტუალობა განაპირობა აქ გამავალმა დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მაკავშირებელმა გზებმა, რომელიც ამავე დროს სავაჭრო-საქარავნო გზებსაც წარმოადგენდა. ამ ფაქტორმა ზემო იმერეთის ამ ნაწილს უძველესი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, რამაც თავის მხრივ განაპირობა აქ საეტაპო არქეოლოგიური ძეგლების სიმრავლე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია საირხის ნაქალაქარი და მოდინახეს ციხის მრავალფენიანი სამაროვანი.
ანალოგიურ კონტექსტშია განსახილველი თოდაძის ციხის ქედიც, რომელიც საჩხერეს ჩრდილოეთიდან გასდევს და წარმოადგენს რაჭა-იმერეთის ქედის სამხრეთ განშტოებას. ამ ქედის დასავლეთის გაგრძელებაა მოდინახეს ციხის ქედი, რომლის სამხრეთ კალთებზე საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე შესწავლილი და დადასტურებულია მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლები.
თოდაძის ციხის კირქვოვან მასივზე შემორჩენილია შუა საუკუნეების მცირე ზომის ციხის ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ასევე - თოდაძის ციხედ, ან მეორენაირად წერეთლების ციხედ მოიხსენიებს. ციხე ნაგები ყოფილა კირქვის ფლეთილი ქვით დუღაბზე. თავისი მასშტაბით ის სათვალთვალო უნდა ყოფილიყო, რომლის დანიშნულებას წარმოადგენდა მდ. ყვირილის ხეობაში - მის წინ გამავალი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში გადასასვლელი გზების კონტროლი.
თოდაძის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 2022 წელს არქეოლოგ ზურა ბრაგვაძის ხელმძღვანელობით პირველი სადაზვერვო სამუშაოები განხორციელდა ციხის მიმდებარე ტერიტორიასა და ამ ქედის სამხრეთ ფერდზე. დაზვერვების მიზანი გახლდათ იმ ზეპირი გადმოცემების გადამოწმება, რომლის დროსაც, მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მიწის სამუშაოების დროს პოულობდა ძველ ნივთებს.
2022 წელს ჩატარებულმა დაზვერვებმა თოდაძის ციხის ფერდზე დაადასტურა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლის არსებობა, რომელიც მოიცავდა ადრებრინჯაოს ხანიდან ადრე შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდის კულტურულ ფენებს. ამავე დროს, დაზვერვების დროს გამოიკვეთა, რომ აქ მდებარე არქეოლოგიური ფენები ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანთა საქმიანობის შედეგად მუდმივად განიცდის დაზიანებას.

 პროექტის აღწერა

2022 წელს თოდაძის ციხის ფერდზე განხორციელებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების დროს ქედის სამხრეთ ფერდზე, უშუალოდ მოსახლეობასთან ახლოს, გაიწმინდა ადრეული შუა საუკუნეების ნამოსახლარი ფენა და სამარხები, ელინისტური ხანის სამარხი, ადრეანტიკური ხანის კულტურული ფენა და ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენა.
გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს სამუშაოები დაზვერვითი ხასიათის იყო, არ მომხდარა არც ერთი პერიოდის არქეოლოგიური ფენის სრულყოფილი კვლევა და ობიექტი დაკონსერვდა.
თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების კვლევა-ძიება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათი მოდინახის ციხის არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთ ჭრილში განხილვა საინტერესო სურათის მომცემი იქნება ზემო იმერეთის ისტორიისა და კულტურის კვლევის კუთხით. განსაკუთრებით ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენა.
თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების კვლევა გულისხმობს შეძლებისდაგვარად ძეგლის გავრცელების საზღვრების დადგენას, ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენის ხასიათის განსაზღვრას (ნამოსახლარი თუ კულტურული ფენა), ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარის, ელინისტური და ადრეული შუა საუკუნეების სამარხების კვლევას. პროექტი ამავე დროს მოიაზრებს გადარჩენითი სამუშაოების განხორციელებასაც, ვინაიდან, თოდაძის ციხის სამხრეთი ფერდი განიცდის ეროზიას, რაც იწვევს არქეოლოგიური ფენების დაზიანებას.

 პროექტის მიზანი

პროექტის ძირითად მიზანია თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე 2022 წელს აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური შესწავლის გაგრძელება. ასევე, უკვე აღმოჩენილი ადრე ბრინჯაოს ხანის ფენების კვლევა-ძიება.

 პროექტით განსაზღვრული სამუშაოები

1. თოდაძეების ციხის მიდამოების შესახებ საარქივო და გამოქვეყნებული მასალების მოპოვება და სისტემატიზაცია.
2. 2022 წელს თოდაძის ციხის ქედის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი კულტურული ფენების არქეოლოგიური შესწავლა.
3. არქეოლოგიური თხრილების საშუალებით კულტურული ფენების გავრცელების საზღვრების დადგენა.

 საჩხერის მუნიციპალიტეტში, თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 2025 წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოები:

1. თოდაძის ციხის ქედის სამხრეთ ფერდზე ორი თხრილის გაჭრა (#1 და #2) და ჰუმუსის მოხსნა 6X10X0,4 მ;
2. თხრილების არქეოლოგიური შესწავლა 6X10 მ ფართობზე;
3. თხრილებში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია;
4. ორი საცდელი შურფის ჰუმუსის ფენის მოხსნა 5X5X0,4მ ფართობზე;
5. საცდელი შურფების გაჭრისას გამოვლენილი კულტურული ფენების შესწავლა 5X5 ფართობზე;
6. საცდელი შურფების გავლებისას გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია (ფართობი 5მX5მX);
7. მიწის გატანა ხელით და ურიკით 50 მ მანძილზე;
8. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია 50 კვ. მ.

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები

სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

 ძირითადი პირობები

მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს
სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.

 სამუშაოთა შესრულების ვადები

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საჩხერეს მუნიციპალიტეტი, თოდაძეების ციხის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2015 წლიდან არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.

პრეტენდენტმა ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგ(ებ)ი და მხატვარ-არქიტექტორი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიური სამუშოების განხორციელების პროცესში მონაწილე არქეოლოგ(ებ)ის, მხატვარ-არქიტექტორის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1).

ობიექტზე არქეოლოგების რაოდენობას განსაზღვრავს მიმწოდებელი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 (დაზუსტებული ინფორმაცია უნდა ასახოს ხარჯთაღრიცხვაში).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული მონაწილე არქეოლოგის (ხელმძღვანელის) და მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით.
თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.
გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაგაშვილი, 599335183, tamaribagashvili13@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (როგორც PDF-ის, ისე EXCEL - ის ფორმით);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru