Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #66211319)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 66211319
Дата публикации: 12-08-2025
Сумма контракта: 57 222


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014673
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.08.2025 20:34
Начало приема предложения 23.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 57`222.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.
Дополнительная информация
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდი შირაქის ველზე არსებული „დიდნაურის“ სამაროვნის და ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 572.00 GEL
Размер гарантии 572 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 12.08.2025 10:31
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 12.08.2025 20:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644244&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდი შირაქის ველზე არსებული „დიდნაურის“ სამაროვნის და ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა

სამხრეთ კავკასია, გეოგრაფიულად, მახლობელი აღმოსავლეთის განუყოფელი ნაწილია და მათი წარსულიც, თანაბარწილად, ერთობლიობაში უნდა განიხილებოდეს.
ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ალაზანსა და იორს შორის მდებარე ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, რომელიც ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნის ბოლო ხანებით თარიღდება. ივრის ზეგნის ეს მონაკვეთი გეოგრაფიულად მთებით მკაცრად შემოსაზღვრული ნაყოფიერი ველებია, რომელთა საშუალო ნიშნული ზღვის დონიდან 600 მ აღწევს, ირგვლივ მდებარე მთების საშუალო სიმაღლე კი 800 მ ფარგლებშია. მისი მთელი ფართობი დაახლოებით 15 ჰექტარია. ზეგნის აქ მდებარე სამივე ველზე ამჟამად მკვეთრად ისახება მდინარეთა მშრალი კალაპოტები.
მრავალი მონაცემის მიხედვით, ძვ. წ. X-XI საუკუნეებში ივრის ზეგანის ეს მონაკვეთი, როგორც ჩანს, ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა.
გეოგრაფიულად ამ კარგად გამოკვეთილ ტერიტორიას ერთი მთავარი შემოსასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან, რომელიც ხეობაზე გადის და „გრძელი კარის“ ტოპონიმით არის ცნობილი. მას ძვ. წ. X-IX სს მძლავრი ციხე იცავს დიდი ქვის ბლოკებზე ამოყვანილი, ხუთი მეტრის სიგანის გალავნით და ოთხკუთხა მასიური კოშკებით გამაგრებული ჭიშკრით.
ივრის ზეგნის ამ მკვეთრად შემოსაზღვრულ მონაკვეთში, ველების ირგვლივ მდებარე მთაგორებზე, წინა წლებში აღმოჩნდა 40-ზე მეტი, კარგად დაგეგმარებული მცირე, ორწილადი დასახლება - ციტადელით მთის თხემზე და ქვედა საცხოვრებელი უბნებით მთის ფერდობებზე, რომლებიც ცალ-ცალკე მძლავრი გალავნებით და თავდაცვითი თხრილებით არის შემოსაზღვრული. ყველა ეს დასახლება ერთი კულტურის ფარგლებში ექცევა და დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. ცნობილია მათი სამაროვნებიც.
ამ დასახლებების ცენტრალურ ნაწილში, ველზე, 2014 წელს, სატელიტური გადაღებების დეშიფრაციით და მცირე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა გრანდიოზული, როგორც ჩანს ცენტრალური ქალაქის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 15 ჰა ფართობს მოიცავს. აქედან ციტადელი 400X400 მეტრია, რომელსაც გარს უვლის რთული, წინააზიური ნაგებობების მსგავსი კონსტრუქციის, 7 მ სიგანის და სპეციალისტების გამოანგარიშებით, სულ მცირე 15 მ სიმაღლის, 1,5 კმ სიგრძის გალავანი. გათხრების შედეგად სამხრეთი გალავნის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა კარიბჭე. დაზვერვითმა სამუშაოებმა კი მიანიშნა ქალაქის წყლით მომარაგების საიდუმლო გვირაბისა და დიდი სამაროვნის არსებობაზე. ციტადელის ტერიტორიაზე ასევე მძლავრი გალავნით ორი დიდი ოთხკუთხი მონაკვეთია გამოყოფილი, რომლებიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებდა. ციტადელს გარს უვლის 15 მ სიგანის თავდაცვითი თხრილი, მისი ჩრდილო ნაწილი კი, მეორე განიერი გალავნით არის გარშემოვლებული.
რამდენიმე წლის წინ, ამ ნაქალაქარის აღმოსავლეთით, მისი მომდევნო დროის მცირე დასახლებაზე, მოკირწყლული ქუჩის ქვეშ აღმოჩენილმა საკანალიზაციო ქსელმა მიანიშნა, რომ ამ პერიოდშიც აქ არსებული ჰიდროქსელი ჯერ კიდევ საკმაოდ წყალუხვი იყო.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასახლებათა სისტემის ერთ-ერთ სამლოცველოზე ცხენებშებმული საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს მოდელი აღმოჩნდა, სამაროვნებზე კი გათხრილ სამარხებში ყველა მამაკაცი მძლავრი ბრინჯაოს საბრძოლო იარაღით - მახვილით, სატევრით, შუბით და ცულით იყო აღჭურვილი, რაც აქ მოსახლე საზოგადოების დიდ საბრძოლო პოტენციალზე მიანიშნებს. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ივრის ზეგანზე, სამოსახლოებისგან მოშორებით არსებულ, ძვ. წ. X-IX სს რელიგიური ცხოვრების ორ დიდ ცენტრში კოლოსალური რაოდენობით აღმოჩნდა ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღი, რაც ამ მხარეს და მის კულტურას მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, პალეომეტალურგიის თვალსაზრისით გამორჩეულ ადგილს ანიჭებს.
ყოველივე ეს თითქოს ადასტურებს აქ მოსახლე საზოგადოების გაერთიანებას ერთ სოციალ-ეკონომიკურ და დასაშვებია პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ყველა ნიშანს ატარებს.
ამ ვარაუდს მხარს უჭერს ივრის ზეგნის დასავლეთ ნაწილში, დავით გარეჯის მთიანეთში კონცენტრირებული ძვ. წ. X-IX სს დიდი დასახლებები რეგულარული გეგმარებით და მძლავრი თავდაცვითი ნაგებობებით, რომლებიც შესაძლოა აქაც მცირე სახელმწიფოებრივი სისტემის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.
როგორც ცნობილია, მთელ მახლობელ აღმოსავლეთში ძვ. წ. XII-XI საუკუნეების ე. წ. „ბნელი პერიოდის“ შემდგომ, ძვ. წ. X-IX საუკუნეებში მასობრივად ჩნდება მცირე სახელმწიფოები. ივრის ზეგანზე ამ აღმოჩენების შემდგომ დასაშვებია ამ პერიოდიში სამხრეთ კავკასიაც ძველი აღმოსავლეთის ორგანულ ნაწილად მივიჩნიოთ, რადგან აქაც, როგორც ჩანს, მსგავსი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა დაკვირვებით, ივრის ზეგანზე 2014 წელს აღმოჩენილი დიდი ქალაქი ძვ. წ. IX საუკუნეში მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის განადგურებული, რაც აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას განსაკუთრებით პერსპექტიულს ხდის.
აღმოსავლეთ საქართველოში ამ აღმოჩენების პროგრამული კვლევა სამხრეთ კავკასიის და შესაძლოა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის მასშტაბითაც, წარსულის ფუნდამენტური პრობლემის ახლებური გააზრების საფუძვლად იქცეს.
2023 წელს საველე სამუშაოები წარმოებდა აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით. შირაქის ველზე აღმოჩენილი ნაქალაქარი „დიდნაური“ კავკასიაში უძველესი და უდიდესი ქალაქური ტიპის დასახლებაა მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, რამაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქრ.წ. II ათასწლეულის დასასრულს სახელმწიფოს არსებობაზე მიგვითითა. თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია ამ ქალაქის არსებობის ქრონოლოგიური ჩარჩოები და დოკუმენტურად ჯერ კიდევ საბოლოოდ გაურკვეველია მისი მოსპობის მიზეზები, რაზედაც ჯერჯერობით მხოლოდ რიგი მითითებები გვაქვს, რასაც მყარად დასაბუთება სჭირდება. ირგვლივ მთაგორებით შემოზღუდული შირაქის უმდიდრესნიადაგებიანი სამიწათმოქმედო ველის ტერიტორიაზე დასავლეთიდან, გრძელი კარის სახელწოდებით შემომავალ მთავარ გზას ბრინჯაოს ხანაში იცავდა დიდი, მძლავრი ნაგებობებით გამაგრებული დასახლება, რომელიც დღეს „ტახტიფერდას“ სახელწოდებით არის ცნობილი. აქ მომუშავე საქართველოს და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შუაბრინჯაოს ხანის და ქრ.წ. II ათასწლეულის დასასრულის მძლავრი კულტურული ფენები დაადასტურა.

 2025 წელს „დიდნაურის“ სამაროვნის ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამუშაოები:
1. ნაქალაქარის აღმოსავლეთით მდებარე თავდაცვით კედელთან 3 არეალში ჰუმუსის მოხსნა (ფართობი 5X5X0.20);
2. ნაქალაქარის აღმოსავლეთით მდებარე თავდაცვით კედელთან 3 არეალის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 5X5);
3. ნაქალაქარის აღმოსავლეთით მდებარე თავდაცვით კედელთან სამი არეალის პრეპარაცია (ფართობი 5X5);
4. ნაქალაქარის ჩრდილოეთით არსებული სამაროვნის არქეოლოგიური შესწავლა (ფართობი 15X15);
5. სამაროვნის არეალში აღმოჩენილი სამარხების პრეპარაცია (ფართობი 3X1,5);
6. მიწის გატანა ხელით და ურიკით 5 მ. მანძილზე;
7. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია ხელითა და ურიკით 40 კვ მ.)

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები

სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

 ძირითადი პირობები

მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;
შრიფტის სახე - Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5 სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე;
შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:

• შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები;
• შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
• შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GGPS კოორდინატებით;
• არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
• შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
• ტექსტური აღწერილობა;
• ხარჯთაღრიცხვა (მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით).

 სამუშაოთა შესრულების ვადები

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, დიდი შირაქის ველზე არსებული „დიდნაურის“ სამაროვნის და ნაქალაქარის ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2015 წლიდან არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.

პრეტენდენტმა ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგ(ებ)ი და მხატვარ-არქიტექტორი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიური სამუშოების განხორციელების პროცესში მონაწილე არქეოლოგ(ებ)ის, მხატვარ-არქიტექტორის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1).

ობიექტზე არქეოლოგების რაოდენობას განსაზღვრავს მიმწოდებელი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 (დაზუსტებული ინფორმაცია უნდა ასახოს ხარჯთაღრიცხვაში).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული მონაწილე არქეოლოგის (ხელმძღვანელის) და მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით.
თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.
გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაგაშვილი, 599335183, tamaribagashvili13@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე), „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (აღნიშნული სამუშაოები დღგ-ისგან გათავისუფლებულია).
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (როგორც PDF-ის, ისე EXCEL - ის ფორმი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru