1. 15811100 - პური. პური ხორბლის - 10640 კგ. - ქარხნული წარმოების, ახლად გამომცხვარი,
დამზადებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან– ფერი, სუნი და
გემო - დამახასიათებელი წარმოდგენილი ნიმუშისათვის, არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, მოუზელავ ნაწილაკებს და
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. კარგად გამომშრალი გულით, დაჭრილი და
ინდივიდუალურად შეფუთული და ეტიკეტირებული , ვარგისიანობის ვადის
მითითებით და შესაბამისი მარკირებით. უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში
არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. ტრანსპორტირებისას დაცული
უნდა იყოს სანიტარულ– ჰიგიენური პირობები
2. 15821150 - ორცხობილა. ორცხობილა - 224 კგ. - "ახალი, უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისგან დამზადებული, ნატურალურის იდენტური არომატიზატორით, არ
უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს,
კრემის, ჯემისა და კონცენტრატების გარეშე, ერთი ცალის წონა - 20 გრ. +/- 3გრ.
ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს სანიტარულ–ჰიგიენური
პირობები.
3. 15851100 - მაკარონი. მაკარონი - 560 კგ. - დამზადებული უმაღლესი ხარისხის
ფქვილისგან, თეთრი ან ყვითელი შეფერილობის, მთელი,მშრალი, ნესტისა და
ობის სუნის გარეშე, ტენიანობა-13%, ხარშვისას არ უნდა იყოს წებვადი, არ უნდა
კარგავდეს ფორმას, დაფასოებული .მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60%
4. 15850000 - მაკარონის პროდუქტები. ვერმიშელი - 672 კგ. - დამზადებული უმაღლესი
ხარისხის ფქვილისგან, თეთრი ან ყვითელი შეფერილობის, მთელი,მშრალი,
ნესტისა და ობის სუნის გარეშე, ტენიანობა-13%, ხარშვისას არ უნდა იყოს
წებვადი,არ უნდა კარგავდეს ფორმას, დაფასოებული .მიწოდებული საქონლის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60% .
5. 15831000 - შაქარი. შაქარი - 2206 კგ. - მშრალი, უმაღლესი ხარისხის, ეტიკეტით,
შესაბამისი მინიშნებით საქონლის გამოშვების თარიღისა და
ვარგისიანობის ვადის შესახებ თეთრი ან მოყვითალო ფერის. მშრალი,
კრისტალისებური, ფხვიერი. სუფთა, უცხო მინარევების და უცხო გემოს
გარეშე. სინესტის გარეშე. საქაროზის მასური წილი (მშრალ ნივთიერებაზე
გადაანგარიშებით) არანაკლებ 99%.
6. 15872400 - მარილი. მარილი - 470 კგ. - კრისტალური, იოდიზირებული, მშრალი, უცხო
გემოს გარეშე, ფერი დამახასიათებელი, დაფასოებული. მიწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60% . 1 კგ
-იანი მუყაოს შეფუთვით. ეტიკეტით, შესაბამისი მინიშნებით საქონლის
გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის შესახებ
7. 15898000 - საფუარი. საფუარი - 179 კგ. - კულინარიული დანიშნულების, პურის
ცხობისთვის გამოსაყენებელი, ფხვიერ მდგომარეობაში 50-100 გრ. დაფასოებით,
ეტიკეტირებული და შეფუთული. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 40%
8. 15893000 - მშრალი პროდუქტები. საჭმელი სოდა - 22 კგ. - ნატრიუმის ჰიდროკარბონატი
(ნატრიუმის ბიკარბონატი) საკვები დანამატი. არ შეიცავს გმო-ს.
გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც მჟავიანობის რეგულატორი,
გამაფხვიერებელი აგენტი. არაუმეტეს 0,5 კგ-იანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში,
შესაბამისი ეტიკეტირებით
9. 15899000 - საცხობი ფხვნილი. საფანელი - 504 კგ. - უნდა შედგებოდეს ბუნებრივი
მარცვლეულისაგან-შესაძლებელია იყოს ხორბლის, შვრიის, ჭვავის ან ქერის
საფანელი. არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ დანამატებს, კონსერვანტებს ან
ფერად ნივთიერებებს.უნდა ჰქონდეს ბუნებრივი მარცვლეულის სუნი და გემო.
უცხო სუნისა და გემოს გარეშე. ფერით უნდა იყოს ღია- ნაცრისფერი ან ღია
-ყავისფერი, ერთგვაროვანი. კარგად დაფქვილი ან მსუბუქად
დაქუცმაცებული.შეფუთვა: სუფთა, მშრალი, ფერმეტულად დახურული
შფუთვა-შსაბამისის საკვები პრიდუქტებისთვის დაშვებული მასალისაგან.
100გრ.-დან 200 გრ-მდე შეფუთვაში. შფუთვაში უნდა იყოს მითითბული წარმოების
თარიღი, ვარგისიანობის ვადა და მწარმოებელი.პროდუქტი უნდა
აკმაყოფილებდეს საკვების უნუვნებლობისადა საბავშო კვების
სტანდარტებს, შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით.
10. 15871110 - ძმარი ან ეკვივალენტი. ძმარი - 34 ლიტრი - ღვინის ძმარი, ნატურალური,
დაფასოებული მინის ქილაში.
11. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
11.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.
11.2 - დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით
დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
11.3 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
11.4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
11.5 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
11.6 - დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.
11.7 - მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს
კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ
მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით.
11.8 - საკმაზ-სანელებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2018
წლის 7 თებერვლის №73 დადგენილებას „სუნელებისა დასანელებლების
წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან
დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“.
11.9 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველისსაკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
11.10 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317
დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის
განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ" განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
11.11. უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497
დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი
არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის
ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს.
12. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
შესყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.