Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #66182790)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 66182790
Дата публикации: 12-08-2025
Сумма контракта: 133 271


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014592
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.08.2025 12:07
Начало приема предложения 05.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 133`271.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45410000 - Штукатурные работы
  • 45420000 - Столярные и плотницкие работы
  • 45430000 - Работы по укладке покрытий на полы и стены
  • 45440000 - Работы по покраске и стекольные работы
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დასავლეთის ქსელის ოფისში, ქ/ს „წყალტუბო 500“-ში, ქ/ს „ზესტაფონი 500“-ში, ქ/ს „ქუთაისი 220“-ში, ქ/ს „ფერო 220“-ში, ქ/ს „ჯახუნდერი 110“-ში და ქ/ს „ლაჯანური 220“-ში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 1`333 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khabeishvili :: 01.08.2025 09:58
  • Последнее исправление: maia khabeishvili :: 12.08.2025 12:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642314&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დასავლეთის ქსელის ოფისში, ქ/ს „წყალტუბო 500“-ში, ქ/ს „ზესტაფონი 500“-ში, ქ/ს „ქუთაისი 220“-ში, ქ/ს „ფერო 220“-ში, ქ/ს „ჯახუნდერი 110“-ში და ქ/ს „ლაჯანური 220“-ში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკურ პირობა"-ზე და მიმაგრებულ ყველა დოკუმენტზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

"ტექნიკური პირობა":

1.“მიმწოდებელმა” სამუშაოები უნდა აწარმოოს შემსყიდველის ფუნქციონირებისთვის ნორმალური რიტმის შენარჩუნების პირობებში.
2.რემონტთან დაკავშირებული ყველა მასალა ექსპლოატაციაში არმყოფი (არ უნდა იყოს მეორადი და აღდგენილი) შეძენილი უნდა იყოს ”მიმწოდებლის” მიერ.
3. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია ოთახებში არსებული ის ინვენტარი რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვას, გადაადგილოს საკუთარი ხარჯებით დაუზიანებლად და სამუშაოების დასრულების შემდგომ დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
4. რემონტში გამოყენებული ხელოვნური კერამო გრანიტის, კაფელის, ლამინატის, შეკიდული ჭერის, კარების, შენობის შიდა კედლების, ავეჯის და ფარდა-ჟალუზის ფერების ზუსტი ტონალობა შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”
5. კარების და ფანჯრების ზომები გადამოწმდეს “მიმწოდებლის” მიერ ადგილზე.
6. როზეტები უნდა იყოს ყველა დამიწებით.
7. ყველანაირი სანათის ტიპი და ფორმა შეთანხმებული იქნას ,,შემსყიდველთან“.
8. ქვიშა-ცემენტით შელესილი კედლები უნდა იყოს გასწორებული თარაზოში (მაიაკში).
9. კედლების დამუშავება და შეღებვა ნიშნავს: დამუშავდეს კედელი წებო-ემულსიის ხსნარით, ფითხით (მაღალი ხარისხის კნაუფის ან ანალოგიური) დაიშპაკლოს და გაიშკურკოს რამდენიმე ფენად, შეიღებოს სულ მცირე ორი ფენა საღებავით (მაღალი ხარისხის ) სრულ დაფარვამდე.ფერი შეთანხმებული იქნას ”შემსყიდველთან”
10.ხელოვნური კერამო გრანიტის ფილების მოწყობა ნიშნავს: გრანიტის ფილების მოწყობას წებო- ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა)
11. კაფელის ფილების მოწყობა ნიშნავს: კაფელის ფილების მოწყობას წებო-ცემენტის გამოყენებით. ფილებს შორის ნაკერის შევსება დეკორატიული ცემენტით (ფუგა)
12. ფერდოების (კარებების, ფანჯრების) და კედლების გამოწეულ კუთხეებში უნდა მოეწყოს სპეციალური უჟანგავი თუნუქის კუთხოვანა.
13. კარები (მეტალო-პლასმასის) –საკეტით, სახელურით და ანჯამებით
14. ლამინირებული იატაკი L-33-34 კლასი, სისქე არანაკლებ 10მმ ცვეთამედეგობა AC 5. ეკოლოგიურად სუფთა ძნელად აალებადი.
15.მუყაო-თაბაშირის ფილა მაღალი ხარისხის არანაკლებ 1200*2500*12,5მმ (კომპლექტი ლითონის უჟანგავ კარკასზე კნაუფის ან ანალოგიური)
16. ვერტიკალური ფარდა ჟალუზი. ნაჭრის ზოლის სიგანე არანაკლებ 125მმ, ნაჭრის მასალა პოლიესტერი, ლავგარდანის (კარნიზი) ზომები არანაკლებ-25/45/25მმ, ლავგარდანის (კარნიზი) მასალა ალუმინი, ლავგარდანის (კარნიზი) ფერი-თეთრი;
17. ავეჯის სრული აწყობა-მონტაჟი ადგილზე.
18. ავეჯის ფერი შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”.
19. ავეჯში გამოყენებული დ.ვ.პ. უნდა იყოს ლამინირებული
20. ავეჯში გამოყენებული სახელური უნდა იყოს მეტალის.
21. ლამინატისაგან დამზადებულ ავეჯს უნდა ჰქონდეს ძირზე მიმაგრებული პლასტმასის 5 მმ-იანი სისქის ქოში და გადაბმის (შურუფები) ადგილას სპეციალური მრგვალი მისაწეპებელი (ლიპუჩკა) ავეჯის შესაბამისი ფერის.
22. ელექტროღუმელი არანაკლებ ორი ქურით
ა). მოცულობა; არანაკლებ 40ლ:
ბ).ღუმელის სიმძლავრე 1500-1700 ვტ;
გ).ემალის მასალით;
დ).ტაიმერით და რეგულირებადი თერმოსტატით;
ე).ზომით ( სიგრძე, სიგანე, სიმაღლე): 40+50*55+65*35+75სმ;
დ).დანიშნულება: გრილზე მომზადება, გამოცხობა,შებრაწვა.

23. ელექტროკონვექტორი თერმოსტატიანი კედელზე მისამაგრებელი სიმძლავრე არნაკლებ 2000ვტ,
ა).მექანიკური ან ელექტრონული თერმოსტატით;
ბ).დახურული სპირალით(გაცხელების ელემენტი);
გ).გაცხელების რეჟიმის რეგულირებით;
დ).ელექტრო დაცვით;
ე).წყლის შხეფებისაგან დაცვით(iP24);

24. ავტომატური ორფრთიანი კარები :
ავტომატურ ორფრთიან კარებს უნდა გააჩნდეს ფრთების გაღება-დაკეტვის სხვადასხვა პოზიციებზე გაჩერების საშუალება,ფრთის გაღების მაქსიმალური კუთხე შეადგენს 1100 . ელ.ენერგიის გათიშვის შემთხვევაში კარებს უნდა ჰქონდეს მყისიერი საიმედო ფიქსაციის საშუალება,
ასევე გასაღების საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს ავტომატიკის გათიშვა და მექანიკურ მართვაზე გადასვლა.

ავტომატური ორფრთიანი კარების კომპლექტში შედის:
ა)გაღება-დაკეტვის მექანიზმი-2ც,მექანიზმის კორპუსი უნდა იყოს უჟანგავი მეტალის ან სპეციალური საღებავით დამუშავებული,რომელიც არ საჭიროებს პერიოდულ შეზეთვას და მუშაობს მძიმე კლიმატურ პირობებში, წარმოდგენილი უნდა იყოს გამღები მექანიზმის შემდეგი სერთიფიკატები მართვის სისტემის ხარისხის UNI ISO 9001,გარემოს დაცვის UNI ISO 14001 და დაცვის კლასი IP-54 (ფირმა“კრონო“ ან ანალოგიური),ელ.ენერგიის ძაბვა(50-60H), კვება (220-230WT).
ბ)მართვის ბლოკი-1ც
გ)რადიო სიგნალის მიმღები-1ც
დ)დისტანციური მართვის პულტი-2ც
ე)დიოდური სასიგნალო ნათურა-1ც

25. სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტერიტორია უნდა გასუფთავდეს, ფანჯრები, კედლები, იატაკი, კარებები უნდა გაიწმინდოს. სამშენებლო ნარჩენი გატანილ იქნას ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).

* პრეტენდენტს შეუძლია ობიექტები ადგილზე წინასწარ ნახოს და დაათვალიეროს.

იხილეთ მიმაგრებული ფაილები:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 “მიმწოდებელი” ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები (საექსპერტო დასკვნის წარმოდგენით) ხელშეკრულების გაფორმებიდან და ობიექტებზე დაშვებიდან 90 კალენდარულ დღეში.

* ყველა ობიექტზე დაშვების უფლების ერთდროულად მისაღებად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ წერილობით მიმართოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

**იმ შემთხვევაში თუ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ვერ იქნება ყველა ობიექტზე დაშვების უფლების ნებართვა ერთდროულად აღებული, სამუშაოთა შესრულების დაწყების თარიღად ავტომატურად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან მეათე სამუშაო დღე. ხოლო „მიმწოდებელი“ არ იქნება ობიექტებზე დაშვებული ნებართვის აღებამდე.


***სამუშაოების დასრულების ვადაა საექსპერტო დასკვნის მოწოდების თარიღი.

შენიშვნა:
ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტის - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.6 პუნქტში და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #4–ში (სამუშაოს შესრულების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ადგილია (მისამართი):

ა) სსე-ს დასავლეთის ქსელის ოფისი-ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ #2ა.
ბ) ქს „წყალტუბო 500“-ის ტერიტორია-წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გუმბრა.
გ) ქ/ს „ზესტაფონი 500“-ის ტერიტორია-თერჯოლის რაიონი, სოფელი ღვანკითი.
დ) ქ/ს „ქუთაისი 220“-ის ტერიტორია -თერჯოლის რაიონი, სოფელი სარბევი.
ე) ქ/ს „ფერო 220“-ის ტერიტორია-ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ #9.
ვ) ქ/ს „ჯახუნდერი 110“-ის ტერიტორია- ლენტეხის რაიონი, სოფელი ჯახუნდერი.
ზ) ქ/ს „ლაჯანური 220“-ის ტერიტორია-ცაგერის რაიონი, სოფელი ალპანა.

1.6 guarantee period for the works to be performed

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ:

ა) სახურავის მოწყობის სამუშაოებზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5 წელი.
ბ) საოფისე ავეჯზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1 წელი.
გ) სხვა დანარჩენზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელი.


შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია სამუშაოს საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს სახურავის მოწყობის სამუშაოებზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5 წელზე ნაკლები, საოფისე ავეჯზე მიღება –ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 1წელზე ნაკლები, სხვა დანარჩენზე მიღება –ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 წელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(!)

ტენდერში მონაწილე “პრეტენდენტს“, 2022 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000 ლარის სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების გამოცდილება (არ იგულისხმება საიდუმლო შესყიდვები, ტერიტორიის წყალსადენის, სადრენაჟე, სანიაღვრე, საკანალიზაციო და სამელიორაციო სისტემების, ხაზოვანი ნაგებობების, ხიდების და გვირაბების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება და გამოცდილება, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში შერეული სამუშაოების არსებობის შემთხვევაში სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები გამიჯნული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისგან თავისი შესაბამისი ღირებულებით. თუ აღემატება მთლიანი სამუშაოების ღირებულების 10%-ს) რაზედაც სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იყოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ, კერძოდ:

ა) ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურდება აღნიშნული გამოცდილება.

სამუშაოების შესრულების ვადად მიიჩნევა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

ბ) პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ (ატვირთულ) შესრულებულ სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არანაკლებ 3 დადებითი სარეკომენდაციო წერილი ჯამური ღირებულებით არანაკლებ 150 000 ლარი, მათ შორის მინიმუმ 1 რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს საჯარო სამართლის სუბიექტის მიერ, სამინისტროების ჩათვლით.

სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს:
*სამუშაოების დასახელება;
*სამუშაოების ღირებულება;

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი ობიექტების შესაბამისად.

2.9 other additional requirements

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა(ატვირთვა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:

1.სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ხარჯთაღრიცხვა".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებული იქნება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით (შესაბამისი ტენდერის ნომრის მითითებით) გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულების შესაძლებლობას.

- ზემოაღნიშნული დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით და მასში ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დადგენილებასთან დასკვნის შესაბამისობა.

- ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;

- დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი;

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება და ექსპერტიზის/აკრედიტებული პირის/აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

-იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად.
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საექსპერტო დასკვნის მოწოდების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საექსპერტო დასკვნის მოწოდების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5.სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

6. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა (თუ განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru