1.2.1. შესყიდვის ობიექტია: კიევის ქუჩა N2/დ. აღმაშენებლის გამზ.N57-ში
განთავსებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის
გამგეობის ზემო ჩუღურეთისა და ქვემო ჩუღურეთის საუბნო განყოფილებების
სარგებლობაში არსებული ოთახების, დერეფნების, კიბეების, სველი
წერტილების, საკუჭნაოების და ეზოს ყოველდღიური დაგვა-დასუფთავების და
სანიტარული ჰიგიენის დაცვის მომსახურეობის სახელმწიფო შესყიდვა;
1.2.2 მომსახურების გაწევის ვადა: 2025 წლის 01 სექტემბრიდან - 2025 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით (4 თვე).
1.2.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების საერთო
ღირებულება (2025 წლის 01 სექტემბრიდან - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) და ერთი
თვის მომსახურების ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა), საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული და მომსახურების გაწევასთან
დაკავშირებული ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების
გათვალისწინებით.
1.2.4. მომსახურების პერიოდში მიმწოდებელმა მისამართზე არსებულ შენობაში
უნდა უზრუნველყოს სველ წერტილებში დისპენსერების (ხელის
გასამშრალებელი, ლაზერული დისპენსერი – 3 ერთეული და საპირფარეშოს
ქაღალდის დისპენსერი – 4 თავისი სათადარიგო ქაღალდებით) და ხელის
დასაბანი თხევადი საპნის დანადგარების - 3 (თავისი უმაღლესი ხარისხის,
ანტიბაქტერიული თხევადი საპნით, რომელიც არ აღიზიანებს კანს
(ანტიალერგიული), გამდიდრებულია ნატურალური ნივთიერებებით, ატენიანებს
და იცავს კანის pH 5.5 ბალანსს, უნარჩუნებს კანს სირბილეს და სისუფთავეს,
ადვილად სცილდება კანს დაბანის დროს) მონტაჟი.
მომსახურების პერიოდში, გამოყენებული დისპენსერები უნდა იყოს
მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. მიწოდება (მონტაჟი) სველ
წერტილებში საჭიროებისამებრ. აღნიშნული მოწყობილობები მომსახურების
პერიოდში და მომსახურების დასრულების შემდეგ რჩება მიმწოდებლის
საკუთრებაში.
1.2.5. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა და სველი წერტილების მომარაგება
უნდა უზრუნველყოს მისი კუთვნილი, მაღალი ხარისხის სარეცხი, ჰიგიენური
და სხვა საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. მომსახურებისას
გამოყენებული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები -
საწმენდ-საპრიალებელი სითხეები, ჰაერის წამახალისებელი (აეროზოლი),
ასევე ტუალეტის ქაღალდი (სამფენიანი) და ხელის საშრობი ქაღალდი უნდა
იყოს უმაღლესი ხარისხის, მავნე მინარევების გარეშე, არაალერგიული და
უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.2.6 ფართებში არსებული შუშების კომბინირებული მოვლა – დასუფთავება
თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით (იატაკის სახეხი-სასრუტი
კომბაინი, მტვერსასრუტი და სხვა) და ოფისის ვიზუალური შეხედულების
შენარჩუნება მაქსიმალური პერიოდის მანძილზე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
1.2.7. სამუშაო საათების მთელი პერიოდის განმავლობაში – ზედაპირული ნაგვის
(ქაღალდის ნარჩენები, სიგარეტი, საღეჭი რეზინების და სხვა) ნარჩენების
და სხვა არასასურველი ნივთების მოცილება იატაკიდან და კედლებიდან,
მშრალი დასუფთავება (მტვრის მოცილება) და საჭიროების მიხედვით
ზედაპირის წერტილოვანი რეცხვა ხსნარებით; შუშებიდან თითების
ანაბეჭდების მოცილება;
1.2.8. ყოველდღიურად (საჭიროების შემთხვევაში დღის განმავლობაში
რამდენიმეჯერ) – შენობაში არსებული ურნებიდან ნაგვის გადაყრა
განსაზღვრულ ადგილზე; შენობაში არსებული ავეჯის მშრალი დასუფთავება
(მტვრის მოცილება) სპეციალური საწმენდ-საპრიალებელი ხსნარებით, ასევე
კომპიუტერული ტექნიკის გაპრიალება სპეციალური გამწმენდი
საშუალებებით;
1.2.9. საპირფარეშო ოთახებში არსებული ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია,
თხევადი საპნის, ტუალეტის და ხელის საშრობი ქაღალდების კონტროლი და
საჭიროების მიხედვით დისპენსერების შევსება. ასევე, დღის განმავლობაში
რამდენიმეჯერ, საჭიროებისამებრ, ჰაერის წამახალისებლის (აეროზოლის)
გაშვება; ზედაპირების სპეციალური დამუშავება (პოლირება, ლაქების
ამოყვანა, რეცხვა); მტვერსასრუტით და სველი წესით იატაკის დასუფთავება
(მტვერსასრუტი მუდმივად უნდა ინახებოდეს ობიექტზე, დამლაგებლის
მეთვალყურეობის ქვეშ); აივნების დასუფთავება.
1.2.10. თვეში ერთხელ (საჭიროების მიხედვით უფრო მეტჯერ) – კარების,
ფანჯრების შუშების (ორმხრივი), ჟალუზების, განათების და სარკეების
რეცხვა-დასუფთავება; კიბეების რეცხვა; იატაკების და ავეჯის ქიმწმენდა,
სპეც. დამუშავება; საპირფარეშო ოთახების რეცხვა-დეზინფექცია; ნაგვის
ყუთების რეცხვა-დეზინფექცია; შენობის ოთახებში დერატიზაცია,
დეზინსექცია და დეზინფექცია - სპეციალური სადეზინფექციო
(ანტიბაქტერიული და ანტივირუსული) ხსნარით, საჭიროების მიხედვით,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
1.2.11. საჭიროების შემთხვევაში საოფისე ავეჯისა და ინვენტარის
გადაადგილება-გადატანა;
1.2.12. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასუფთავებისთვის შესაბამისი
ოპტიმალური დროის შერჩევა (არასამუშაო საათები) და მომსახურებასთან
დაკავშირებული პერსონალის რიცხოვნობის სათანადოდ განსაზღვრა -
არანაკლებ 2 (ორი) დამლაგებელი
პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალი აღჭურვილი უნდა
იყოს ერთი სტილის ახალი უნიფორმით, რაზედაც დატანილი იქნება კომპანიის
დასახელება და ინდივიდუალური ინვენტარით.
1.2.13. დღის განმავლობაში (09:00 სთ. -18:00 სთ.), ობიექტზე უნდა მორიგეობდეს 1 (ერთი)
მორიგე დამლაგებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე
მომსახურებაზე.
1.2.14. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშებისას უნდა
გაითვალისწინოს:
ა) ელექტრო განათების მომსახურებისთვის: ნათურები, დროსელები,
ელექტროჩამრთველები (შტეფსელი, როზეტი) და სხვა შესაბამისი მასალები;
ბ) ელექტრო გაყვანილობის მომსახურებისათვის: ელექტროსადენები,
ჩამრთველ-გამომრთველები და სხვა შესაბამისი მასალები. დაზიანების
შემთხვევაში დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და დაზიანებული
ელქტროსადენების შეცვლა (საჭიროებისამებრ სადენების ამოღება, ახლით
ჩანაცვლება და დაზიანებული კედლების პირვანდელ მდგომარეობაში
მოყვანა);
გ) საზეინკლო მომსახურებისათვის: საკეტები, ბოქლომები და სხვა
შესაბამისი მასალები, თანმდევი მომსახურებით. ასევე, დაზიანების
შემთხვევაში, კარ-ფანჯრის რეგულირება და დეტალების შეცვლა-შეკეთება;
დ) სველი წერტილების ტექნიკური მომსახურებისათვის: ონკანები, მილები,
სხვა შესაბამისი მარაგ-ნაწილები(უნიტაზების სხვადასხვა დეტალები და
სხვ.) და საჭირო მასალები, თანმდევი მომსახურებით. ასევე, შენობის
წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ნებისმიერი დაზიანების
ოპერატიულად აღმოფხვრა;
ე) შენობაში განთავსებული ინდივიდუალური კონდიციონერების (4 ერთეული,
ახალი დამონტაჟებული) და ცენტრალური გათბობის ქვაბის (1 ერთეული - ახალი
დამონტაჟებული) 24 საათიან რეჟიმში გამართული (პროგრამულად და
ტექნიკურად) ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა,
მათ შორის: შეკეთება, ნაწილების (დეტალების) გამოცვლა, გაწმენდა და
ფრეონის ჩამატება საჭიროების მიხედვით.
აღნიშნული მომსახურება მოწოდებული უნდა იქნეს შემსყიდველის მხრიდან
შეტყობინების (სატელეფონო) დღესვე;
ვ) ობიექტზე ელექტრო განათების, ელექტრო გაყვანილობის, სველი
წერტილების და საზეინკლო მომსახურებისთვის საჭირო საქონელი და
შესაბამისი მასალები, თანმდევი მომსახურებით, მოწოდებული უნდა იქნეს
შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების დღესვე;
1.2.15. მიმწოდებელს, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ობიექტზე
განსაზღვრული უნდა ჰყავდეს შესყიდვის ობიექტის სრულყოფილ
მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც პერიოდულად, კვირაში
ერთხელ, ადგილზე დათვალიერებით, განახორციელებს მოწოდებული სერვისის
ხარისხის ინსპექტირებას.
1.2.16. შესყიდვის ობიექტის აღწერა:
ზემო და ქვემო ჩუღურეთის საუბნო განყოფილებების შენობა (თანამშრომელი -
25):
მისამართი: კიევის ქუჩა N2/დ. აღმაშენებლის გამზ.N57
შენობის ფართი – 369.83 კვ.მ.
ეზოს ფართი - 148 კვ.მ.
ფანჯრების ფართი – 60,0 კვ.მ.
სველი წერტილი - 3;
დასუფთავების ინტენსივობა _ დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში);
ფანჯრებისა და კარებების შუშების წმენდა თვეში ერთხელ (ორმხრივი) ,
(საჭიროების მიხედვით უფრო მეტჯერ).
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შენობაში არსებულ საპირფარეშო
ოთახებში დისპენსერების (ხელის გასამშრალებელი – 3 ცალი, საპირფარეშოს
ქაღალდის – 4 ცალი და ხელის დასაბანი თხევადი საპნის დანადგარების - 3
ცალი) მონტაჟი.
პრეტენდენტის მიერ დაქირავებული ტექნიკური პერსონალის (დამლაგებელი)
რაოდენობა - 2. სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მორიგეობდეს მორიგე
დამლაგებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე
მომსახურებაზე.
1.2.17. ტექნიკური დავალების შესრულებისათვის აუცილებელი პერსონალის
მინიმალური რაოდენობა:
1. მომწოდებლის წარმომადგენელი ერთი პერსონა, შესყიდვის ობიექტის
სრულყოფილ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი;
2. დამლაგებელი 2 პერსონა, ტექნიკური დავალების შესაბამისად;
3. მუშა ერთი პერსონა, გამოძახებით, სამუშაო დღის განმავლობაში;
4. ელექტრიკოსი ერთი პერსონა, გამოძახებით, 24 საათის განმავლობაში;
5. სანტექნიკოსი ერთი პერსონა, გამოძახებით, 24 საათის განმავლობაში;
6. დურგალი ერთი პერსონა გამოძახებით, 24 საათის განმავლობაში.