1. კარტოფილი უმაღლესი ხარისხის, მკვრივი; საღი, სუფთა, ღივის გარეშე.. არ
უნდა აღენიშნებოდეს ბოლქვის მექანიკური დაზიანება მ.შ სხვადასხვა
ჭიებისა/ ხოჭოების მიერ. სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები.
კარტოფილის ბოლქვის ზომა არანაკლებ 8 სანტიმეტრი.არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს
2. კომბოსტო უმაღლესი ხარისხის; მკვრივი, საღი, სუფთა, მრგვალი ან ოვალური
ფორმის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება . სოკოვანი და
ბაქტეროლოგიური დაავადებები.არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს
3. ჭარხალი უმაღლესი ხარისხის , მრგვალი ან მოგრძო ფორმის. მკვრივი; საღი,
სუფთა, ღივის გარეშე, ფერი მუქი წითელი. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური დაზიანება . სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ
უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს
4. სტაფილო უმაღლესი ხარისხის, მოგრძო ფორმის(არანაკლებ 10 სმ), მკვრივი;
საღი, სუფთა, ღივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება
.სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს
5. ხახვი უმაღლესი ხარისხის.; მრგვალი ფორმის მკვრივი, მშრალი, საღი, სუფთა
, ღივის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება , სოკოვანი
და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის
საშიშ ქიმიურ ელემენტებს
6. ნიორი უმაღლესი ხარისხის. მკვრივი, მშრალი, საღი, ღვივის გარეშე, ფერი
თეთრი– მოვარდისფრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება ,
სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს.
7. ვაშლი უმაღლესი ხარისხის. კონსისტენცია მკვრივი. მშრალი, საღი , არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება , სოკოვანი და ბაქტეროლოგიური
დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს. (დიამეტრი არანაკლებ 7 სმ)
8. ბრინჯი უმაღლესი ხარისხის, ფერი თეთრი /მოყვითალო შეფერილობით. სუნი-
პროდუქტისთვის დამახასიათებელი (ობისა და ნესტის გარეშე) მთელი
მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 97-98%-ს. უცხო
მინარევების გარეშე., დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტებში, პაკეტზევე
მიეთითოს პროდუქტის წონა და ვარგისიანობის ვადა. შესაძლებელია
დაფასოება ქარხნული წესით (ტომრებში), შესაბამისი
მარკირებით,ვარგისიანობის ვადის მითითებით
9. წიწიბურა უმაღლესი ხარისხის, ფერი- მოყავისფრო, სუნი-პროდუქტისთვის
დამახასიათებელი (ობისა და ნესტის გარეშე). მთელი მარცვლების წილობრივი
მასა არანაკლებ 97-99%. , დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტებში, პაკეტზევე
მიეთითოს პროდუქტის წონა და ვარგისიანობის ვადა. შესაძლებელია
დაფასოება ქარხნული წესით (ტომრებში), შესაბამისი
მარკირებით,ვარგისიანობის ვადის მითითებით
10. ლობიო ხმელი უმაღლესი ხარისხის, მალე ხარშვადი, ობის სუნის გარეშე,
ფორმა მოგრძო ან მრგვალი, მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა
შეადგენდეს 97-99%.არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს დარჩეული– მინარევების გარეშე; დაფასოებული პოლიეთილენის
პაკეტებში, პაკეტზევე მიეთითოს პროდუქტის წონა შესაძლებელია
დაფასოება ქარხნული წესით (ტომრებში),
11. ქიშმიში მაღალი ხარისხის; უკურკო; მუქი ფერის ყურძნის ქიშმიში; სუნი-
სასიამოვნო (ობისა და ნესტის გარეშე) უცხო მინარევებისა და მექანიკური
დაზიანების გარეშე, დაფასოებული პოლიეთილენის პაკეტებში, პაკეტზევე
მიეთითოს პროდუქტის წონა და ვარგისიანობის ვადა. შესაძლებელია
დაფასოება ქარხნული წესით, შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის
ვადის მითითებით
12. ბროკოლი- სუფთა, საშუალო სიმკვრივის, მწიფე, თეთრი ჩანართების გარეშე; •
არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური
დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); • თითოეულს არ უნდა
აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები; • ჭარბი ნიტრატების გარეშე;
• თითოეულის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ;
13. ბანანი
• საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი; არ უნდა იყოს
დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე
(გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა ემჩნეოდეს გადამწიფებისგან
გამოწვეული შავი ლაქები;
• არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
• გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი; შეფერილობა -
ყვითელი;
• თითოეულის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 15 სმ;
14. გოგრა საღი, სუფთა, მწიფე, მკვრივი; არ უნდა იყოს დამჭკნარი, ჭიანი,
დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე
(გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); , გემო უნდა იყოს სახეობისთვის
დამახასიათებელი; • მოთეთრო-მონაცრისფრო შეფერილობის კანით, კანის
(გარეთა საფარველის) დაბალი პროცენტიანობით. • არ უნდა აღენიშნებოდეს
ლაქები, სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები;
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის: სურსათის უვნებლობა, ხარისხი და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მოწოდებული სურსათი უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების
შესახებ“ განსაზღვრულ ნორმებს. უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში
ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები
ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.