1.2.1 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე
უნდა უზრუნველყოს მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხების მოწყობა 110მმ-იანი
და 40მმ-იანი ორშრიანი გოფრირებული მილების მეშვეობით. არხები უნდა
მოეწყოს ქვიშის ბალიშებით და სასიგნალო ლენტით.
1.2.2 საკომუნიკაციო არხები და ჭები უნდა მოეწყოს, შემსყიდველის მიერ
მიწოდებულ ნახაზზე მითითებული გეგმის მიხედვით. მუშაობის პროცესში
გამოვლენილი შეფერხებებით გამოწვეული ნებისმიერი ცვლილება,
მიმწოდებელმა უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან.
1.2.3 მიმწოდებელმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების
საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა უზრუნველყოს
არხების ტესტირება შესაბამისი მოწყობილობებით.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე მოაწყოს საკომუნიკაციო ჭები, მოცემული ტექნიკური
დავალების შესაბამისად (იხ. ესკიზი N 3). ჭის ძირში უნდა მოეწყოს ქვა-ღორღის
(არანაკლებ 0.40 ფრაქციის) ფენა არანაკლებ 15 სმ-ზე. ჭის სახურავი, მყარად
უნდა დამაგრდეს ჭის (გოფრირებული მილი არანაკლებ 500 მმ-იანი დიამეტრის)
კორპუსზე. სახურავის დატვირთვის კლასი არანაკლებ A15. ჭებში არხები უნდა
შედიოდეს ჭის ძირიდან არანაკლებ 10 სმ სიმაღლეზე.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე მოაწყოს საკომუნიკაციო კარადა, რომლისთვისაც უნდა
მოაწყოს არმირებული (არმატურა 8მმ, ბიჯი 20X20) ბეტონის ბალიში, H400/D700/W700მმ.
აღნიშნულ ბეტონის ბალიშებში უნდა გატარდეს 2 ცალი 110მმ-ნი და 1 ცალი
40მმ-იანი გოფრირებული მილები, რომელიც დაკავშირებული იქნება უახლოეს
საკომუნიკაციო ჭასთან. აღნიშნული საკომუნიკაციო კარადებისთვის უნდა
მოეწყოს დამიწების კონტური, რომლის მაჩვენებელი იქნება არაუმეტეს 4 ომი
(იხ. დანართი N2).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე მოაწყოს დენის გამანაწილებელი კარადა. კარადა უნდა
დამონტაჟდეს მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 50 სმ-ის სიმაღლეზე, მეტალის
ბოძზე, რომელიც თავის მხრივ იქნება დამონტაჟებული ბეტონის ბალიშზე.
დენის გამანაწილებელ კარადაში უნდა შედიოდეს 40მმ-იანი გოფრირებული
მილი, რომელიც დაუკავშირდება უახლოეს საკომუნიკაციო ჭას. კარადის
ზედაპირზე დატანილი უნდა იქნას გამაფრთხილებელი წარწერა ქართულ და
ინგლისურ ენაზე. აღნიშნული კარადისთვის უნდა მოეწყოს დამიწების
კონტური რომლის მაჩვენებელი იქნება არაუმეტეს 4 ომი (იხ. დანართი N2).
1.2.7 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე
უნდა დაამონტაჟოს მეტალის 2 იარუსიანი ბოძ(ებ)ი. მეტალის ბოძი უნდა იყოს
დამონტაჟებული ბეტონის ბალიშზე. ბეტონის ბალიში უნდა იყოს მიწის
ზედაპირიდან არანაკლებ 50 სმ სიღრმის და არანაკლებ 40სმ სიგანის.
1.2.8 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე
უნდა დაამონტაჟოს მეტალის 3 იარუსიანი ბოძ(ებ)ი. მეტალის ბოძი უნდა იყოს
დამონტაჟებული ბეტონის ბალიშზე. ბეტონის ბალიში უნდა იყოს მიწის
ზედაპირიდან არანაკლებ 100 სმ სიღრმის და არანაკლებ 50სმ სიგანის.
1.2.9 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე,
ბოძში უნდა შეიყვანოს 40მმ-იანი გოფრირებული მილი, რომლის დაბოლოება
იქნება ბოძის საკომუნიკაციო ფანჯრის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში თუ
მითითებულ ბოძს არ გააჩნია საკომუნიკაციო ფანჯარა, მიმწოდებელმა,
შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა მოახდინოს გოფრირებული მილის ბოძის
გარე კედელზე დამონტაჟება. რიგ შემთხვევებში გოფრირებული მილები უნდა
მოექცეს უჟანგავი მეტალისგან დამზადებული დამცავი გარსის ქვეშ.
1.2.10 გოფრირებული მილების არხებში და ბოძებში განთავსების ტრაექტორია
(როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური) არ უნდა იყოს 90 გრადუსზე
ნაკლები კუთხით.
1.2.11 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე,
უნდა მოაწყოს ანტივანდალური არხები. არხები უნდა განთავსდეს კედლებზე
და რიგ შემთხვევაში მეტალის ბოძებზე. მიმწოდებელმა, აღნიშნული არხების
საწყის წერტილში უნდა დაამონტაჟოს მეტალის გარდამავალი ყუთი, რომელშიც
ერთი მხრიდან დაერთდება მიწიდან ამომავალი გოფრირებული მილი.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ
ტერიტორიაზე დაამონტაჟოს წყლის ავზი. წყლის ავზის პომპა უნდა
იმართებოდეს PTZ კამერიდან ოპერატორის მიერ და უნდა ახდენდეს წყლის
მისხმას PTZ კამერის ობიექტივის მინაზე. შემოთავაზებული წყლის ავზი
თავსებადი უნდა იყოს PTZ კამერასთან, უნდა მოყვებოდეს ბოძზე სამაგრები,
წყლის დონის დაწევის შემთხვევაში უნდა აგზავნიდეს შეტყობინებას,
ასევე, ავზში წყლის დაცლის შემთხვევაში უნდა შეეძლოს მიწოდების
სისტემის ავტომატური გაჩერება.
1.2.13 შემოთავაზებული PTZ კამერების კონფიგურაციის მართვა უნდა
შეიძლებოდეს ცენტრალიზებულად, ქსელური ვიდეო ჩამწერიდან და
პროგრამული უზრუნველყოფიდან.
1.2.14 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე,
უნდა მოაწყოს საჰაერო არხები ბაგირიანი ქსელის კაბელების და
გოფრირებული მილების მეშვეობით. არხები უნდა განთავსდეს არანაკლებ 4,50
მეტრის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან.
1.2.15 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, როგორც ოპტიკური, ასევე UTP და დენის
კაბელების მოწყობა არხებში. ოპტიკური კაბელის წვერების
დადუღება/შეერთება შესაბამის ქუროებში ან/და გამანაწილებლებში,
შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
1.2.16 შემოთავაზებული ქსელური კომუტატორები, თავსებადი უნდა იყოს
შემოთავაზებული ვიდეო კამერების ტექნიკურ პარამეტრებთან, უნდა
უზრუნველყოფდეს ვიდეო ნაკადის შეუფერხებლად გატარებას და სისტემის
გამართულ ფუნქციონირებას. შემოთავაზებულ ქსელურ კომუტატორს უნდა
ჰქონდეს up-link RJ45 პორტი ან/და უნდა მოყვებოდეს SFP- დან RJ45-ზე გადამყვანი.
1.2.17 შემოთავაზებული SFP მოდულები (მიმღები-გადამცემი) თავსებადი უნდა იყოს
შემოთავაზებულ ოპტიკურ აპარატურასთან.
1.2.18 კამერებს (ფასების ცხრილი (დანართი N1) და შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური დავალება: პოზიცია N1-დან N19-ის ჩათვლით) უნდა მოყვებოდეს
ქარხნული ბოძზე სამაგრი აქსესუარი და გამანაწილებელი კოლოფი.
1.2.19 საკომუნიკაციო კარადები აღჭურვილი უნდა იყოს: განათებით,
გასაღებიანი საკეტით, ვენტილატორით და თერმოსტატით.
1.2.20 მიმწოდებელმა ბოძზე კამერის სამაგრი ფეხის მონტაჟის დროს უნდა
გამოიყენოს დიელექტრიკი, რაც უზრუნველყოფს ვიდეო-მეთვალყურეობის
სისტემის დაცვას სტატიკური დენისგან.
1.2.21 კამერები ვიდეო-არქივაციას უნდა ახდენდნენ ქსელის მეშვეობით ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის
მიერ მითითებულ, მოშორებით განთავსებულ სერვერულ აპარატურაზე და
ჩაწერას უნდა ახორციელებდნენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით 24
საათის განმავლობაში.
1.2.22 Hikcentral-ის და pStor-ის ლიცენზიები, უნდა დაინსტალირდეს არსებულ Hikcentral-ზე.
ლიცენზიები არ უნდა იყოს დემო ვერსია, უნდა გააჩნდეს განახლებების
მხარდაჭერა არანაკლებ 3 წლის და ლიცენზიების ვადის გასვლის შემდეგ
პროგრამული უზრუნველყოფის და კამერების ფუნქციონირება არ უნდა
გაითიშოს ან შეიზღუდოს, აგრეთვე ლიცენზიები უნდა გადაეცეს შემსყიდველს
და დაინსტალირდეს მოშორებით განთავსებულ სერვერულ აპარატურაზე.
1.2.23 მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს შემოთავაზებული ქსელური
მოწყობილობების, უწყვეტი კვების წყაროს, დენის გამანაწილებლების
კომპაქტურად განთავსება საკომუნიკაციო კარადაში. უწყვეტ კვების
წყაროს უნდა მოყვებოდეს არანაკლებ 2 ცალი გარე მიერთების აკუმულატორი:
არანაკლებ 12V 40A/სთ. და უწყვეტი კვების წყაროსთან თავსებადი ქსელის
ბარათი.
1.2.24 მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს კაბელების მარკირება, როგორც კამერის,
ასევე, საკომუნიკაციო კარადის მხარეს.
1.2.25 მიმწოდებელმა საკომუნიკაციო ჭების კედლებზე უნდა მოახდინოს
კაბელების კომპაქტურად დაკიდება პლასტმასის ქამრების (ხამუთები)
მეშვეობით.
1.2.26 მიმწოდებელმა, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე
ბოძებზე ან/და კედელზე უნდა დაამონტაჟოს ვიდეო მეთვალყურეობის
გამაფრთხილებელი აბრა (ესკიზი N1).
1.2.27 მიმწოდებელმა საკომუნიკაციო კარადაზე უნდა დაამონტაჟოს ფირნიში
წარწერით „თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური“(ესკიზი
N2).
1.2.28 მიმწოდებელმა დენის გამანაწილებელ კარადაზე უნდა გააკრას წებოვანი
ფირი (სტიკერი) გამაფრთხილებელი წარწერითა და შესაბამისი ლოგოს
გამოსახულებით (ესკიზი N4).
1.2.29 კამერების სამონტაჟო სიმაღლეები და მიმართულებები უნდა შეთანხმდეს
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო
სამსახურთან ან/და მის წარმომადგენელთან.
1.2.30 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ერთიან ქსელთან კამერების
სისტემების ინტეგრაცია.
1.2.31 მოწყობის-კონფიგურაციის მომსახურების გაწევის დროს, არსებული
ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების ნებისმიერი სახის დაზიანების
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით მოახდინოს
დაზიანებულის აღდგენა.
1.2.32 მიმწოდებელმა მოწყობა-კონფიგურაციის მომსახურება უნდა აწარმოოს
უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
1.2.33 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს ობიექტის
აბონირება ,,თელასში“ და ელექტრო ენერგიის მიყვანა საკომუნიკაციო
კარადაში.
1.2.34 მიმწოდებელმა მომსახურების დასრულებისას, საკუთარი ხარჯებით უნდა
დაფაროს ყველა არსებული დავალიანება, გადააფორმოს აბონენტი შპს
,,ეკოსერვის ჯგუფზე“. მომსახურების გაწევისას, დაზიანების შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.
1.2.35 მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი აბონენტად რეგისტრირებაზე
,,თელასში“.
1.2.36 „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით“ მოთხოვნილ
პარამეტრებთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის
მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული
ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე, გადაამოწმოს, პრეტენდენტის მიერ,
შემოთავაზებული საქონლის პარამეტრები და ტექნიკური მახასიათებლები,
მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (არსებობის შემთხვევაში).
1.2.37 იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია შეუსაბამოა ან/და
სრულად არ არის ასახული მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან/და
მწარმოებელს არ აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი, შემსყიდველი
უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს, მწარმოებლის მიერ გაცემული,
წერილი შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის პარამეტრებისა და
ტექნიკური მახასიათებლების დასადასტურებლად.
1.2.38 შესყიდვის ობიექტის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლები
მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც
ესკიზებთან (ესკიზი N1, ესკიზი N2, ესკიზი N3 და ესკიზი N4) და დამიწების
ტექნიკურ დავალებასთან (დანართი N2) ერთად ატვირთულია სატენდერო
დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.