Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #66095710)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Administration of the President of Georgia
Номер конкурса: 66095710
Дата публикации: 07-08-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250014344
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.08.2025 17:28
Начало приема предложения 16.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.08.2025 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 437`949.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`379.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia mukbaniani :: 06.08.2025 12:52
  • Последнее исправление: natia mukbaniani :: 07.08.2025 17:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643162&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით) (CPV 50112000)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 18 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გთხოვთ იხილოთ დანართი N1 - „მანქანების ჩამონათვალი“) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებების გათვალისწინებით), რაც გულისხმობს, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკურ და პროფილაქტიკურ მომსახურებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულ შეკეთებას, სათადარიგო ნაწილების შეკეთებას ან/და შეცვლას, საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას.
1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის პროცესში უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაღალი ხარისხის დასაზეთი ზეთები, ხოლო ნაწილ(ებ)ის შეცვლის შემთხვევაში არსებული ნაწილ(ებ)ი უნდა შეცვალოს ახალი ორიგინალი ნაწილ(ებ)ით (შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, დასაშვებია მეორადი ნაწილ(ებ)ის გამოყენება).
1.2.3 ინფორმაცია მანქანების ჩამონათვალისა და პრეისკურანტის შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართში №1 - „მანქანების ჩამონათვალი“ და დანართში N2 "პრეისკურანტი".
1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების სახით წარმოადგინოს დანართი N2 ""პრეისკურანტი"" მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).
შენიშვნა: 2025 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების შესყიდვა შემსყიდველის მიერ განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პერიოდულად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პრეისკურანტისა და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.4.2 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ მიმწოდებელმა ოპერატიულად, რიგგარეშედ უნდა ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, სერვის ცენტრში შესვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში. ავტომანქანის დათვალიერების შემდგომ არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში - მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს (რომლის ელექტრონული ვერსია მიმწოდებელმა უნდა გაუგზავნოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს შემდგომი შეთანხმებისთვის იმავე ვადაში), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, გამოსაყენებელი სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების რაოდენობა, ერთეულის და საერთო ღირებულება, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების ვადები და სხვა მონაცემები.
1.4.3 მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან, რიგგარეშედ, შემდეგ ვადებში: სავალი ნაწილის, მართვის მექანიზმის და ელექტროობის შეკეთება - არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღისა, ძრავის და გადაცემათა კოლოფის შეკეთება არაუმეტეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.
იმ შემთხვევაში თუ ძრავის და გადაცემათა კოლოფის შეკეთებისთვის მიმწოდებელს ესაჭიროება სათადარიგო ნაწილ(ებ)ის შეკვეთა საზღვარგარეთ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს საზღვარგარეთ შეკვეთის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში ძრავის და გადაცემათა კოლოფის შეკეთება უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა."
1.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისათვის ევაკუატორით მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ქ. თბილისში ევაკუატორი დანიშნულების ადგილზე გამოცხადდეს შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათის განმავლობაში, ხოლო ქალაქგარეთ ევაკუატორის გამოცხადების დრო განისაზღვროს კილომეტრაჟის მიხედვით - ყოველ 100 კმ-ზე არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ექსპლუატაციაში მყოფ სერვის ცენტრ(ებ)ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი (გარდა სამუხრუჭე ხუნდებისა, რომლებსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15000 კმ. გარბენის გარანტია და ისეთი სწრაფცვეთადი ნაწილებისა, როგორებიცაა საქარე მინის საწმენდები, ღვედები, განათების ნათურები).
1.7.1.2. ძრავის ზეთებზე გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ 10000 კმ.
1.7.1.3 საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით) უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.
1.7.1.4 ქარხნული წუნის შემთხვევაში ყველა ნაწილი ექვემდებარება შეცვლას.
1.7.1.5 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს 1.7.1.1.-1.7.1.4 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ მოთხოვნას/პირობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ. ამასთან ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის მტკიცებით ფორმაში, კონკრეტული საგარანტიო პერიოდის ასახვით (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 -2023- 2024 წლების პერიოდში უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომელთა ღირებულება როგორც 2022, 2023 ისე 2024 წლებში (თითოეულ წელს) არ უნდა იყოს 20,000.00 ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
აღნიშნული დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს ""ა"" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(იმ შემთხვევაში თუ ""ა"" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია ""ბ"" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტი უნდა ფლობდეს/სარგებლობდეს სერვისცენტრებს შემდეგ ქალაქში თბილისი (ქ. თბილისში მინიმუმ ორი მომსახურების ცენტრი), თითოეულ სერვისცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ შემსყიდველის კუთვნილი 4 (ოთხი) ავტომანქანის მომსახურება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრები არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, სისტემაში უნდა აიტვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები (იჯარის ან სხვა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პრეტენდენტის საკუთრება ან/და სარგებლობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით არანაკლებ 1.4 პუნქტით განსაზღვრული ვადით).

ავტოსერვისცენტრები უნდა იყოს აღჭურვილი შემდეგი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით:
(ა)სერვისცენტრში უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 8 (რვა) ამწევი ლიფტი, საჭიროების შემთხვევაში, ერთდროულად შემსყიდველის არანაკლებ 4 (ოთხი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების მიზნით;
(ბ) სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს 4 (ოთხი) ამწევი ლიფტის ერთდროულად მუშაობისთვის საკმარისი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის ალტერნატიული წყაროთი (გენერატორით);
(გ) სერვისცენტრს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ერთდროულად შემსყიდველის: არანაკლებ 4 (ოთხი) ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილის შეკეთება, არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის შეკეთება, არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტროობის შეკეთება;
(დ) სერვისცენტრი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი მომსახურების გაწევისათვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურითა და დანადგარით. მათ შორის: დიაგნოსტიკის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის აპარატით; საყრდენი დისკების მოსახეხი აპარატით (დისკის მოუხსნელად); საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარით; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარით; კონდიციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი ელექტრო აპარატურით; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატით; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატით; ზეთის შემცვლელი ბალონით; ძრავის ამომღები ამწეთი; სამღებრო კამერით (საშრობით); დიზელის ძრავის დიაგნოსტიკისა და სერვისული მომსახურების საამქრო აპარატი თბილისში არსებულ ყველა სერვისცენტრში. ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყაროთი (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები).
(ე) სერვისცენტრს უნდა გააჩნდეს სასაწყობო სათავსო. მიმწოდებელი ვალდებულია დასაწყობებული ჰქონდეს და მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველს დაუყოვნებლივ წარუდგინოს დანართში N1 - "მანქანების ჩამონათვალი" არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების თითოეულ მოდელზე პრეისკურანტით გათვალისწინებული შემდეგი სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი საშუალებები: ძრავის ზეთი, ზეთის ფილტრი, ჰაერის და სალონის (კონდიციონერის) ფილტრები, წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები, წინა და უკანა სამუხრუჭე დისკები, აალების სანთელი, ანთების ელექტრო კოჭა (ბაბინა), ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ძრავის ღვედი, ნათურები, ბურთულა სახსარი (შარავოი), საჭის ღერძის წევა, საჭის ღერძის დაბოლოება, წინა და უკანა სტერჟინები, წინა და უკანა მორგვის საკისრები, მინის მწმენდები.
(ვ) სერვისცენტრის სამუშაო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო სამეთვალყურეო კამერით.
2.3.1.2 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლების იმ სერვის ცენტრ(ებ)ში დაშვება და დათვალიერების უზრუნველყოფა, რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2.3.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის ექსპლუატაციაში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ი, ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების/აღწერილობის/ფორმულირებების უცვლელად.
დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების/აღწერილობის/ფორმულირებების შეცვლა. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული დოკუმენტზე ხელმოწერით ეთანხმება და ადასტურებს, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მომსახურების გამწევი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი),
2.8.1.2. ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – “შავ სიაში“.
შენიშვნა: თუ პრეტენდენტს განზრახული აქვს მომსახურების მიწოდება ქვეკონტრაქტორის გარეშე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამის შესახებ.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარმოდგენილ დანართ №2-ში - „პრეისკურანტი“ დაფიქსირებული მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 - "პრეისკურანტი"-ში შესაბამის პოზიციაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებას.
პრეტენდენტის მიერ აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე."
2.9.2 პრეტენდენტის მიერ დანართი №2-ის - „პრეისკურანტი“ დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
პრეტენდენტის მიერ აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან."
2.9.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პირველი შემოთავაზების (თავდაპირველი სატენდერო წინადადების ფასი) და ვაჭრობის შედეგად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ელექტრონულად) დაფიქსირებულ ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთაკლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით თავდაპირველად წარმოდგენილი დანართი №2-ის - „პრეისკურანტი“ ყველა დასახელების მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილზე და საცხებ-საპოხ მასალაზე.
2.9.4 თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართ №2-ში - „პრეისკურანტი“ პოზიცი(ებ)ის ერთეულის ღირებულება/ები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებ(ებ)ი დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.
2.9.5 პრეისკურანტში მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დასკვნაზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის გამცემი პირია ორგანიზაცია - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დასკვნაზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა) სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია მუკბანიანი, 595908111, nmukbaniani@president.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №2 "პრეისკურანტი". პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru