Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #66095690)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL LTD
Номер конкурса: 66095690
Дата публикации: 07-08-2025
Сумма контракта: 7 020


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014298
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.08.2025 15:23
Начало приема предложения 15.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.08.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 7`020.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
  • 33193000 - Транспортные средства для инвалидов, инвалидные коляски и связанные с ними устройства
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
პაციენტის გადასაყვანი ეტლი გორგოლაჭებზე
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 70.00 GEL
Размер гарантии 70 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela khabeishvili :: 07.08.2025 14:14
  • Последнее исправление: lela khabeishvili :: 07.08.2025 15:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643440&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პაციენტის გადასაყვანი ეტლი გორგოლაჭებზე (განკუთვნილი კლინიკებისათვის)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პაციენტის გადასაყვანი ეტლი გორგოლაჭებზე (განკუთვნილი კლინიკებისათვის) - ეტლი დამზადებული უნდა იყოს (ძირითადი მთავარი მილები) უჟანგავი მეტალის მილებისაგან. (304 სტანდარტი). სიმაღლე იატაკიდან უნდა იყოს: არანაკლებ 0.95 სმ - არაუმეტეს 110 სმ; საბურავებს შორის დაშორება: სიგრძე არანაკლებ 105 სმ - არაუმეტეს 110 სმ; სიგანე: არანაკლებ 67 სმ - არაუმეტეს 72 სმ, დასაჯდომი დამზადებული უნდა იყოს მყარი პლასტმასისაგან: სიღრმე: არანაკლებ 45 სმ - არაუმეტეს 52 სმ, სიგანე: არანაკლებ 43 სმ - არაუმეტეს 50სმ; საზურგე დამზადებული უნდა იყოს მყარი პლასტმასისაგან: სიმაღლე არანაკლებ 30 სმ - არაუმეტეს 40 სმ; პაციენტის გადასაადგილებელ ეტლს უნდა გააჩნდეს ინტეგრირებული გადასხმის შტატივი, რომელსაც უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 საკიდი. გადასხმის შტატივი უნდა იშლებოდეს არანაკლებ 35 სმ - არაუმეტეს 45 სმ. ეტლს უნდა გააჩნდეს შარდმიმღების საკიდი. აგრეთვე პაციენტის გადასაყვან ეტლს უნდა გააჩნდეს ცენტრალური სამუხრუჭე სისტემა, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელი უნდა იყოს. სამუხრუჭე სისტემა უნდა აფიქსირებდეს არანაკლებ 2 უკანა საბურავს. პაციენტის გადასაყვანი ეტლი უნდა იყოს გათვლილი არანაკლებ 140 კილოგრამ პაციენტზე. პაციენტის გადასაყვან ეტლს უნდა გააჩნდეს ფეხის სადგამი, რომელიც იქნება ასაკეცი, საჭიროების შემთხვევაში ჩამოსაშლელად. ეტლს უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი პაციენტის დამცავი ქამარი. ეტლი უნდა ექვემდებარებოდეს წმენდა/დეზინფექციას - ცალი 6

შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, არა მეორადი, ქარხნულად შეფუთული და ქარხნული ეტიკეტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესყიდვის ობიექტების მოწოდება უნდა განხორციელედეს ერთჯერადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2/პუშკინის ქ.164.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
1.7.1.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შეტყობინებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს ყველა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი ხარვეზი არ ექვემდებარება გამოსწორებას, შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში შეცვალოს იგი იმავე პარამეტრების მქონე ახალი შესყიდვის ობიექტით.

აღნიშნული დანართი პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით ან/და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით და წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მიუთითოს სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის 1.3. პუნქტში მიმაგრებულ ფაილში - ფასების ცხრილში (დანართი N1). იმ შეთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, პრეტენდენტმა უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი მოდელის არარსებობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან არანაკლებ ერთ-ერთი ვალიდური დოკუმენტი:

• CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი დოკუმენტი ან CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი შესაბამისობის დოკუმენტი,
• ან/და ხარისხის დამადასტურებელი FDA (ამერიკული) სერტიფიკატი,
• ან/და საქონლის ხარისხის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი.

იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის უცხოურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული დასკვნით, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით ან მეტით ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ერთჯერადად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (საგადასახადო დოკუმენტაციაში დამატებით მითითებული უნდა იქნას ხელშეკრულების ნომერი);
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად;
7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ორგანიზაციის სპეციფიკური დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინება ანგარიშსწორების ვადებთან დაკავშირებით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა ხაბეიშვილი, 577302949, lela.khabeishvili11@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.2. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის გათვალისწინებით;
10.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიუთითოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
10.1.4. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი/მიმწოდებელი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.6. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.9. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც;
10.1.10. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის პუნქტში მიმაგრებული დანართი წარმოადგინოს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru