პრეამბულა
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე უშგულის თემში, რომელიც მდებარეობს
მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე ზღვის დონიდან 2060 მეტრის სიმაღლეზე,
ერთ ვერტიკალურ ღერძზე, ჩაკეტილ სივრცეში, ოთხი სოფელია გაშენებული:
მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი.
სოფლების განაშენიანებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
კოშკებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განაშენიანების
მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნაში და ერთმნიშვნელოვნად
განსაზღვრავენ სვანური არქიტექტურული ანსამბლის სილუეტს. მიუხედავად
მკაფიოდ გამოხატული თავდაცვითი ფუნქციისა, კოშკები საცხოვრისის
ფუნქციასაც ითავსებდნენ. ისინი დღეს ძირითადად სამეურნეო
დანიშნულებისთვის გამოიყენება, თუმცა არ დაუკარგავთ მათი სიმბოლური
მნიშვნელობა.
უშგულის თემში შემავალი ჟიბიანი და მურყმელი ყველაზე თვალსაჩინოდ
ასახავენ სვანური სოფლის ტიპურ სტრუქტურას. ჟიბიანი - თემის ყველაზე
მჭიდროდ დასახლებული და მასშტაბური სოფელი - გამოირჩევა კოშკების
სიმრავლითა და მათ შორის ორგანულად ჩაშენებული მაჩუბების
კომპლექსებით. კოშკები, რომელთაც ოჯახური ან კლანური კუთვნილება
ჰქონდა, აქ არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ სიმბოლური მნიშვნელობის
მატარებელია. ისინი თემის ძალისა და შიდა სოციალური იერარქიის
არქიტექტურულ გამოხატულებას წარმოადგენენ.
მურყმელი კი შედარებით მცირე, მაგრამ სტრუქტურულად მჭიდრო სოფელია,
სადაც კოშკები სოფლის პერიმეტრზეა განლაგებული და კოლექტიური
თავდაცვის ფუნქციას ასრულებს. ორივე სოფელში მაჩუბები და კოშკები
ქმნიან ერთიან თავდაცვით-საცხოვრებელ ქსელს.
ზემოაღნიშნული სოფლების განაშენიანებაში არსებული
შენობა-ნაგებობების ავარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,
ბოლო წლებში მიმდინარეობს ცალკეული ძეგლების რეაბილიტაცია.
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულია 2025 წელს შემუშავებული
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის საფუძველზე რეაბილიტაცია
ჩაუტარდეს აქ მდებარე შემდეგ კოშკებს: მურყმელში - ბიკენტი
ჩარქსელიანის, გიორგი ჩარქსელიანის (№6) და მაცხოვრის ეკლესიის (№19) კოშკი;
სოფელი ჟიბიანი - თეიმურაზ ნიჟარაძის კოშკი და მათე რატიანის სახლის
კომპლექსი/კოშკი.
ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები:
თითოეულ ნაგებობაზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
გათვალისწინებული ჩასატარებელი ძირითადი ფიზიკური სამუშაოები
მსგავსი ტიპისაა, კერძოდ:
• ნაგებობის დაზიანებული ნაწილების მოხსნა, რომელიც ძირითადად შეეხება
სახურავსა და სართულშუა გადახურვებს;
• მორყეული/ჩამოშლილი ქვის კედლების გადაწყობა/გამაგრება/აღდგენა;
• ქვისშორისების ამოლესვა კირდუღაბის ხსნარით;
• კედლების ბზარების ინექტირება სპეც. ხსნარით;
• ფარული სარტყელის მოწყობა;
• სართულშუა და სახურავის გადახურვის აღდგენა;
• მიწის მოჭრის სამუშაოები;
• ცოკოლის გამაგრებითი სამუშაოები;
• თიხატკეპნილისა და ქვის იატაკის მოწყობა;
• ლითონის სარტყლით კედლების მოჭიმვა.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს
ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა
უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი
ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი,
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული და მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის
მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც
წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და
განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა ან მასში ცვლილება შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებშივე პროექტის
ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10
რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე
შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა
იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ
ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის
აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და
ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას
გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა
დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე, გარემო
პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე
შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი
ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება
ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები
ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე,
მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს
კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების
მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით.
ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში
თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და
რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული
დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებულ უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან
თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოს პროცესში არ უნდა დაზიანდეს
შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების დროს
წინასწარ უნდა იქნას გათვლილი, თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს ამა თუ
იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის
მიზნით, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა
კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც
ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში,
აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი,
შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა ნაგებობის და მისი
შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად
არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და
საბოლოოდ განადგურება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის
პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ
გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან
ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო
დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს
მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.
ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:
დანართი 1 - მათე რატიანი - არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი;
დანართი 2 - მათე რატიანი - ძეგლზე განხორცილებული კვლევები;
დანართი 3 - მათე რატიანი - მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი;
დანართი 4 - თეიმურაზ ნიჟარაძე - არქიტექტურული და კონსტრუქციული
ნაწილი;
დანართი 5 - თეიმურაზ ნიჟარაძე - ძეგლზე განხორცილებული კვლევები;
დანართი 6 - თეიმურაზ ნიჟარაძე - მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი;
დანართი 7 - გიორგი ჩარქსელიანი - არქიტექტურული და კონსტრუქციული
ნაწილი;
დანართი 8 - გიორგი ჩარქსელიანი - ძეგლზე განხორცილებული კვლევები;
დანართი 9 - გიორგი ჩარქსელიანი - მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი;
დანართი 10 - ბიკენტი ჩარქსელიანი - არქიტექტურული და კონსტრუქციული
ნაწილი;
დანართი 11 - ბიკენტი ჩარქსელიანი - ძეგლზე განხორცილებული კვლევები;
დანართი 12 - ბიკენტი ჩარქსელიანი - მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი;
დანართი 13 - მაცხოვრის ეკლესიის კოშკი - არქიტექტურული და კონსტრუქციული
ნაწილი;
დანართი 14 - მაცხოვრის ეკლესიის კოშკი - ძეგლზე განხორცილებული
კვლევები;
დანართი 15 - მაცხოვრის ეკლესიის კოშკი - მშენებლობის ორგანიზაციის
პროექტი.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის
საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.