Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #66065368)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 66065368
Дата публикации: 06-08-2025
Сумма контракта: 97 232


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014202
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.08.2025 17:50
Начало приема предложения 15.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 97`232.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79951000 - Услуги по организации семинаров
Срок подачи მომსახურების მიწოდების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის სექტემბერი - ნოემბერი განმავლობაში, ეტაპებად.
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის FETP One Health Frontline პროგრამის ფარგლებში სემინარების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 390.00 GEL
Размер гарантии 972 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 18.07.2025 11:57
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 06.08.2025 17:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=639501&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის FETP One Health Frontline პროგრამის ფარგლებში სემინარების ორგანიზების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაგეგმილი მომსახურების (CPV - 79951000 სემინარების ორგანიზება) შესყიდვა - ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის FETP One Health Frontline პროგრამის ფარგლებში სემინარების ორგანიზების მომსახურება.

მომსახურების მიწოდების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის სექტემბერი - ნოემბერი განმავლობაში, ეტაპებად.

ტექნიკური დავალება

FETP One Health Frontline პროგრამის კოჰორტის ხანგრძლივობაა სამი თვე (სექტემბერი-ნოემბერი), მიმდინარეობს სამ ეტაპად, სემინარებისა და საველე სამუშაოების ინტერვალებით.
წინამდებარე შესყიდვის მიზანია სემინარების (ტრენინგის) ჩატარების უზრუნველყოფა; სემინარების ჩატარების ადგილია ქ. თბილისი.

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის რეზიდენტები შეირჩევიან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

პროექტის ამოცანები:

სემინარებზე დამსწრეთა სასტუმროს ნომრებით, საკონფერენციო დარბაზითა და კვებით უზრუნველყოფა FETP One Health Frontline პროგრამის მიმდინარეობისას

სემინარებზე დამსწრეთა სასტუმროს ნომრებითა და კვებით უზრუნველყოფა :
• სემინარი გაიმართება სასტუმროში, რომელიც უნდა მდებარეობდეს ქ. თბილისში, მეტრო რუსთაველიდან 5 (ხუთი) კილომეტრის რადიუსში;
• სასტუმროს ერთადგილიანი ნომრით მომსახურება სულ 320 დღე/ღამე 2025 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ეტაპობრივად;
• სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს;
• სასტუმტო არ უნდა იყოს სარემონტო და არ უნდა გააჩნდეს მოძველებული ინვენტარი;
• სასტუმრო არ უნდა მდებარეობდეს სხვა საქმიანობის დამხმარე საწარმოს, საცხოვრებელი სახლის ნაწილში, რესტორანსა და მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე საოფისე შენობაში;
• მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სანიტარული ნორმების დაცვა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;
• სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს ნომრები უნდა დალაგდეს ყოველდღიურად. თეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს გარეცხილი/გაუთოვებული. ჰიგიენის ნივთები უნდა განახლდეს სამ დღეში ერთხელ, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად;
• სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ შემდეგით: კონდენციონერით ან გათბობა-გაგრილების სიტემით, ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერში, ცივი და ცხელი წყალი, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით, თმის საშრობით, საჭირო ინვენტარითა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებებით;
• სასტუმროს ნომერში განთავსებული უნდა იქნას მხოლოდ ერთი პერსონა (სტუმარი). ნომრებში უნდა იყოს ტელევიზორი და მაცივარი. ე.წ. „მინიბარის“ არსებობის შემთხვევაში შესყიდველი არ აანაზღაურებს დანახარჯს;
• სასტუმროს უნდა ჰქონდეს უფასო უკაბელო ინტერნეტი როგორც ნომრებში, ასევე სასტუმროს სხვა სივრცეში;
• სასტუმროს უნდა გააჩნდეს გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა;
• სასტუმროში უნდა იყოს ლიფტი.
• სასტუმროს უნდა ემსახურებოდეს დაცვა, გააჩნდეს ვიდეო კონტროლის სისტემა და ადმინისტრატორის მომსახურება 24 საათის განმავლობაში.

ნომრის ღირებულება უნდა მოიცავდეს საუზმეს და ვახშამს ე.წ. „შვედური მაგიდით/ბუფეტის სტილის ან/და ქართული სუფრის სერვირებით“. საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს;
შემსყიდველს უნდა მოემსახუროს კორპორატიული სერვის მენეჯერი, რომელთანაც განიხილება ჯავშანთან, მომსახურების ხარისხთან და სტუმრების შესვლა-გასვლასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
შემსყიდველი, მისთვის კონკრეტულ თარიღში საჭირო ნომრების რაოდენობას მიმწოდებელს აცნობებს ამ თარიღის დადგომამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე, ხოლო დაზუსტებულ რაოდენობას, თუ ამისი საჭიროება დადგა, განთავსებამდე 48 საათით ადრე. ამასთანავე, შემსყიდველი უფლებას იტოვებს, აუცილებლობის შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს დაჯავშნილი ოთახები, ჯავშანის გაუქმებისათვის დადგენილი ჯარიმის გარეშე (fully flexible cancellation policy). მიმწოდებლის მიერ ჯავშანზე და შემდგომში სტუმრების განთავსებაზე უარის თქმა განიხილება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად.

სტუმრის მიზეზით, სასტუმროზე მიყენებულ მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება შემსყიდველს.

2. სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა საკონფერენციო დარბაზითა და საკვებით;
სასტუმროს უნდა გააჩნდეს 26 პირის ტევადობის საკონფერენციო დარბაზი, ყავით შესვენებისთვის საჭირო სივრცით.
საკონფერენციო დარბაზში სტუმრები უნდა განთავსდნენ საკლასო წყობით.
საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს კარგად განათებული, უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება და უნდა ნიავდებოდეს; უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა იყოს სარდაფში. საკონფერენციო სივრცეში უნდა იყოს მშვიდი სასიამოვნო სამუშო გარემო. ამასთან, საკონფერენციო ოთახში უნდა იყოს გამართული კონდიცირების (გათბობა-გაგრილების) სისტემა.
საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, უსადენო ინტერნეტით, გახმოვანების სისტემით, ფლიფჩარტის დაფით. თითოეული პერსონისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ბლოკნოტი და კალამი. 0.5 ლ. წყალი, ყოველდღურად.
საკონფერნციო დარბაზთან ახლოს უნდა იყოს დამოუკიდებელი სივრცე ყავით შესვენებისთვის, არანაკლებ 26 პირისთვის.
სასტუმროში ტრენინგის მონაწილე პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ყავის შესვენებით და ლანჩით. კვება უნდა განხორციელდეს შვედური მაგიდის სახით, უნდა იყოს მრავალფეროვანი უნდა მოიცავდეს ძირითად ცივ და ცხელ კერძებს. მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
სასტუმროს უნდა ქონდეს არანაკლებ 50 პერსონაზე გათვლილი რესტორნის ტიპის სასადილო დარბაზი, რომელიც განთავსებული უნდა იყოს სასტუმროს შენობაში.

შენიშვნა:
ყავის შესვენება და ლანჩი უნდა იყოს მრავალფეროვანი, შვედიური მაგიდის სახით.
ყავის შესვენება - ყავა, ჩაი, რძე, ლიმონი, წყალი და არანაკლებ 2 სახის ორცხობილა, ნამცხვარი.
ლანჩზე - უნდა იყოს არანაკლებ 4 სახის ცხელი კერძი და 5 სახის ცივი 2 სახის გარნირი, 2 სახის დესერტი, არანაკლებს 2 სახის ცომეული და არანაკლებს 2 სახის ნამცხვარი, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი.

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის სექტემბერი - ნოემბერი განმავლობაში, ეტაპებად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების არეალია ქ. თბილისი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების (ანალოგიურ მომსახურებაში იგულისხმება ტრინინგის, კონფერენციის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ორგანიზება) განხორციელების შესახებ (არანაკლებ 4 მსგავსი ღონისძიება - 2022 წლის იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე / თანდართული ცხრილის შესაბამისად).

2.2.1.2.იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. თუ ასეთი ელექტრონული დოკუმენტი ვერ მოწმდება შესაბამისი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით, ამ შემთხვევაში, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ელექტრონული ასლი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ეხება მხოლოდ სასტუმროს და მის ინფრასტრუქტურას:

• სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს;
• სასტუმროს უნდა გააჩნდეს 26 პირის ტევადობის საკონფერენციო დარბაზი, ყავით შესვენებისთვის საჭირო სივრცით;
• საკონფერენციო დარბაზში სტუმრები უნდა განთავსდნენ საკლასო წყობით;
• საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს კარგად განათებული, უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება და უნდა ნიავდებოდეს; უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა იყოს სარდაფში. საკონფერენციო სივრცეში უნდა იყოს მშვიდი სასიამოვნო სამუშო გარემო. ამასთან, საკონფერენციო ოთახში უნდა იყოს გამართული კონდიცირების (გათბობა-გაგრილების) სისტემა;
• საკონფერნციო დარბაზთან ახლოს უნდა იყოს დამოუკიდებელი სივრცე ყავით შესვენებისთვის, არანაკლებ 26 პირისთვის.
•სასტუმროს უნდა ქონდეს არანაკლებ 50 პერსონაზე გათვლილი რესტორნის ტიპის სასადილო დარბაზი, რომელიც განთავსებული უნდა იყოს სასტუმროს შენობაში;
• სასტუმტო არ უნდა იყოს სარემონტო და არ უნდა გააჩნდეს მოძველებული ინვენტარი;
• სასტუმრო არ უნდა მდებარეობდეს სხვა საქმიანობის დამხმარე საწარმოს, საცხოვრებელი სახლის ნაწილში, რესტორანსა და მის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე საოფისე შენობაში;
• მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სანიტარული ნორმების დაცვა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;
• სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს ნომრები უნდა დალაგდეს ყოველდღიურად. თეთრეული და პირსახოცები უნდა იყოს გარეცხილი/გაუთოვებული. ჰიგიენის ნივთები უნდა განახლდეს სამ დღეში ერთხელ, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად;
• სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ შემდეგით: კონდენციონერით ან გათბობა-გაგრილების სიტემით, ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერში, ცივი და ცხელი წყალი, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით, თმის საშრობით, საჭირო ინვენტარითა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებებით;
• სასტუმროს ნომერში განთავსებული უნდა იქნას მხოლოდ ერთი პერსონა (სტუმარი). ნომრებში უნდა იყოს ტელევიზორი და მაცივარი. ე.წ. „მინიბარის“ არსებობის შემთხვევაში შესყიდველი არ აანაზღაურებს დანახარჯს;
• სასტუმროს უნდა ჰქონდეს უფასო უკაბელო ინტერნეტი როგორც ნომრებში, ასევე სასტუმროს სხვა სივრცეში;
• სასტუმროს უნდა გააჩნდეს გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა;
• სასტუმროში უნდა იყოს ლიფტი.
• სასტუმროს უნდა ემსახურებოდეს დაცვა, გააჩნდეს ვიდეო კონტროლის სისტემა და ადმინისტრატორის მომსახურება 24 საათის განმავლობაში.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სასტუმროს დეტალური რეკვიზიტები, სასტუმროს სახელწოდება, სასტუმროს ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სასტუმროს აღწერილობა, სასტუმროს ფოტოები, რომლის საშუალბით შესაძლებელი იქნება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 & 2.3.1. პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად.

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობს ქვეკონტრაქტორთან ერთად და იგი არ არის მის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს წარმომადგენელი ან მფლობელი, წინადადების მიღების ეტაპზე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია სასტუმროს სახელით სატენდერო წინადადების წარდგენის უფლების შესახებ, სასტუმროს მესაკუთრესთან ან მმართველ კომპანიასთან გაფორმებული წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ პრეტენდენტი უფლებამოსილია მიაწოდოს შემსყიდველს და განახორციელოს წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღრული მომსახურება, რაც დამოწმებული უნდა იყოს ორმხრივად, კვალიფიციური ელ. ხელმოწერით ან ელ. შტამპით.
ესეთ შემთხვევაში უფლებამოსილების წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას სასტუმროს მმართველო კომპანიის სამეწრამეო რეესტრის ამონაწერი (ამონაწერი განახლებული უნდა იყოს 2025 წელს), ზემოაღნიშნული რწმუნების ნამდვილობის დადასტურების მიზნით.

2.9 other additional requirements

1..პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პრეტენდენტემა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად - ,,დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად განხორციელებული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტიდან გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა კაპანაძე, 595071622, kh.kapanadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;
10.1.2.სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა. მომსახურებასთან დაკავსირებული სხვა ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტში არის დღგ-ს გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს შესაბამისი დღგ-ის ოდენობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.3. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სატენდერო წინადადების ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
10.1.4. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;
10.1.5. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან/და უცხო ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ქართული თარგმანი;
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.7. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;
10.1.8. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.9. მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის „მიმწოდებელთა ქცევის ნორმების სახელმძღვანელო“ h ttps://www.theglobalfund.org/media/3275/corporate_codeofconductforsuppliers_policy_en.pdf;
• იხელმძღვანელოს საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელოს https://www.theglobalfund.org/media/9564/core_criticaldatamanagement_guidance_en.pdf პირობებით;
• იხელმძღვანელოს და დაიცვას გლობალური ფონდის გრანტების შესახებ მარეგულირებელი ნორმები (14 ივნისი 2023), https://www.theglobalfund.org/media/13343/core_grantregulationsversionone_regulations_en.pdf;
ზემოხსენებული მარეგულირებელი ნორმების უგულვებელყოფა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru