Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #66065314)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 66065314
Дата публикации: 06-08-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250014153
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.08.2025 16:08
Начало приема предложения 16.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.08.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 294`979.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 70`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
  • 50750000 - Техническое обслуживание лифтов
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბალანსზე რიცხვული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ-სამეურნეო, შენობებში არსებული სამგზავრო და სატვირთო ლიფტების ტექნიკურ-საექსპლუატაციო და შენობებში არსებული გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემის ტექნიკური მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`180.00 GEL
Размер гарантии 700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 10.07.2025 21:26
  • Последнее исправление: joto pataraia :: 06.08.2025 16:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=638144&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბალანსზე რიცხვული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ-სამეურნეო, შენობებში არსებული სამგზავრო და სატვირთო ლიფტების ტექნიკურ-საექსპლუატაციო და შენობებში არსებული გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემის ტექნიკური მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 70 000.00 (სამოცდაათი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელს ან/და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც მითითებულია აღნიშვნა „* “ იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი და/ან მომსახურება არ მოითხოვება. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.3 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში საქონლის ან/და მომსახურების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებელს ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის ან/და მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. „კლების პრინციპით“.
1.2.5 მომსახურების გაწევის ტექნიკური პირობა:
1.2.5.1 მომსახურების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ექსპლუაციაში არ მყოფი. მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან;
1.2.5.2 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით (პირველად მდგომარეობაში აღდგენის ჩათვლით);
1.2.5.3 მომსახურების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მომსახურების გაწევის ადგილი მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, მომსახურების დროს წარმოქმნილი ნაგვისაგან და ა.შ;
1.2.5.4 მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების ადგილის შემოფარგვლა;
1.2.5.5 მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, შენობაში განლაგებული ინვენტარის საჭირო და სათანადო აღდგენაზე.

1.2.6 მომსახურე პერსონალი:
1.2.6.1 მიმწოდებელი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ორი სამუშაო ჯგუფი (1 ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, ერთი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში. თითო ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს არანაკლებ 2 პერსონით), კონკრეტულ შემთხვევებში, შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლებელია სამუშაო ჯგუფიდან მხოლოდ 1 პერსონის გამოცხადება.
1.2.6.2 თითოეული სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს საინჟინრო განათლების მქონე არანაკლებ ერთი პერსონალით/მუშაკით.
1.2.6.3 ჯგუფის არანკლებ 1 (ერთი) წევრს (მუშაკი) უნდა შეეძლოს ელექტრო მოწყობილობების, გათბობა-გაგრილებისა და გენერატორების ტექნიკური მომსახურეობის გაწევა, ხოლო მე-2 წევრს - სანტექნიკური, საკანალიზაციო, კარ-ფანჯრის სისტემების, ავეჯის და სხვა მომსახურების გაწევა.
1.2.6.4 მოწვეული სპეციალისტი: კონკრეტული შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებული ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად საჭირო უნარჩვევების მქონე სპეციალისტის მოწვევა, საკუთარი სახსრებით.

1.2.7 მომსახურების გაწევის წესი:
1.2.7.1 დაზიანების ფაქტის დაფიქსირებასთან დაკავშირებით შემსყიდველი მიმწოდებლს უგზავნის შეტყობინებას, ხოლო მიმწოდებული ვალდებულია შეტყობინების მიღების შემდგომ არაუმეტეს 3 კალენდარული დღის ვადაში, ადგილზე მოინახულოს ობიექტი, შეადგინოს დეფექტის აქტი (ჩასატარებელი სამუშაოების ან/და გასაწევი მომსახურების ან/და მოსაწოდებელი საქონლის შესახებ) და შემსყიდველთან შეთანხმებით (შეთანხმება გულისხმობს, რომ მიმწოდებელი ობიექტის მონახულებიდან იმავე დღეს, მობილური ტელეფონის საშუალებით, შემსყიდველს უგზავნის ინფორმაციას კონკრეტულ ობიექტზე არსებული დაზიანებების/ხარვეზების შესახებ, რომლის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველისგან, არაუმეტეს 1 საათისა, იღებს დასტურს მომსახურების განხორციელების შესახებ) აღმოფხვრას დაზიანება/ხარვეზი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღების შემდგომ არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება/ხარვეზი. იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია ვადის გაზრდის ობიექტური აუცილებლობა, შემსყიდველი განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას;
1.2.7.2 იმ შემთხვევაში თუ დაზიანებაზე შემსყიდველისგან ინფორმაციის მიღების შემდგომ დაუყონებლივ ვერ ხერხდება დაზიანების აღმოფხვრა ან/და საჭიროა შესაბამისი მარაგ ნაწილების ობიექტზე ჩატანა მიმწოდებელი აგზავნის ადგილზე ტექნიკურს ჯგუფს, საჭირო ინსტრუმენტებითა და ნაწილებით, არაუმეტეს ერთ დღეში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევში არაუმეტეს სამ საათში.
1.2.7.3 დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დგება ინსპექტირების აქტი, სადაც მითითებული იქნება მიმწოდებლის მიერ გამოყენებული მასალის დასახელება ან/და გაწეული მომსახურების ან/და შესრულებული სამუშაოების დასახელება და საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტის (დანართი N1) შესაბამისი პოზიციით გათვალისწინებული ღირებულება. ინსპექტირების აქტის შედგენა მოხდება ყოველი თვის დასასრულს სრულად გაწეულ მომსახურებებზე ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულად კონკრეტულ მომსახურებაზე.
1.2.7.4 მიმწოდებელმა მომსახურე პერსონალი უნდა უზრუნველყოს უნიფორმით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, საჭირო ინვენტარით და სხვა საშუალებებით, რომელიც საჭირო იქნება მომსახურების გაწევის პროცესში.

1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ლიფტების, გათბობის/კონდიცირების/ვენტილაციის სისტემების და ელექტრო სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
1.2.9 მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ლიფტ(ებ)ის, გათბობის/კონდიცირების/ვენტილაციის სისტემების და ელექტრო სისტემების ტექნიკური გაუმართაობით.
1.2.10 ავარიულად დაზიანებული ლიფტის შეკეთება უნდა მოხდეს ტექნიკური პერსონალის მიერ, უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათის განმავლობაში, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში, რომლის მოვალეობაა ავარიულად გაჩერებული ლიფტის ოპერატიული გაშვება, თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილების შეცვლასთან.
1.2.11 მიმწოდებელის მხრიდან ლიფტების მომსახურების გამწევი ტექნიკური პერსონალი უნდა ფლობდეს ამ კონკრეტული მოდიფიკაციის ლიფტებისათვის აუცილებელ მიკროპროცესორული მართვის ხელსაწყოს ე.წ. „სერვის თულს“ ლიფტების მუდმივი მონიტორინგისათვის.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია ლიფტის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში (ლიფტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა) შეწყვიტოს ლიფტის ექსპლუატაცია და შემსყიდველს აცნობოს წერილობით არსებული სიტუაციის შესახებ.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს კონდიციონერის/გათბობა-გაგრილების აგრეგატის შეკეთება ან შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათში, ხოლო დანარჩენი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების შეკეთება ან შეცვლა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია გათბობა-გაგრილების ოპერატორის (სპეციალისტის) მეშვეობით უზრუნველყოს შენობებში არსებული კონდიციონერების და ქვაბების მოვლა-პატრონობა, დეტალების შეცვლა და შეკეთება/შედუღება.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოვლა-პატრონობა, დეტალების შეცვლა და შეკეთება/შედუღება.
1.2.16 ავარიულად დაზიანებული ქვაბის, კონდიციონერის და ვენტილაციის სისტემის შეკეთება (ავარიულად გაჩერებული გათბობა-გაგრილების სისტემის ოპერატიული გაშვება, თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილების შეცვლასთან) უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათიან რეჟიმში, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში.
1.2.17 მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი სპეციალიტი უნდა ფლობდეს ამ კონკრეტული მოდიფიკაციის ქვაბების, კონდიციონერების და ვენტილაციის სისტემებისთვის აუცილებელ მიკროპროცესორული მართვის ხელსაწყოს ე.წ. „სერვის თულს“ ქვაბების, კონდიციონერების და ვენტილაციის სისტემის მუდმივი მონიტორინგისათვის.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია გათბობა-გაგრილების სისტემის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში (ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა) წერილობით აცნობოს შემსყიდველს არსებული სიტუაციის შესახებ და შეწყვიტოს გათბობა-გაგრილების სისტემის (ქვაბის, კონდიციონერის, ვენტილაციის) ექსპლუატაცია.
1.2.19 იმ შემთხვევაში თუ შესაკეთებლად საჭირო დეტალის შეძენა საქართველოში შეუძლებელია და საჭიროებს საქართველოს საზღვრებს გარეთ შესყიდვას, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წერილობით შეათანხმოს საზღვრებს გარეთ შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და დაზიანებული აგრეგატის/დეტალის შეკეთების გონივრული ვადა.
1.2.20 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.19 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გასაწევ ობიექტზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველს წარუდგინოს აგრეგატის/დეტალის/ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).
1.2.21 საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის/აკრძალვის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირება.
1.2.22 სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და ობიექტების ნუსხა შესაძლოა შეიცვალოს ორივე მხარის წერილობით თანხმობით.

1.2.23 პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველის მიერ გამოყოფილ ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად ტენდერის დასრულებამდე ადგილებზე გაეცნოს გასაწევი მომსახურების შესახებ ვითარებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი კონკრეტული მოთხოვნისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური ან სატელეფონო ზარის სახით) შეტყობინების სახით უგზავნის მოთხოვნას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია დაზიანების სახეობის და დაზიანების ადგილმდებარეობის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილები:
1.5.1.1 ქ. თბილისი მ. ასათიანის N9 (საგენტოს ცენტრალური ოფისი);
1.5.1.2 ქ. თბილისი, ქინძმარაულის პირველი შესახვევი N1 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.3 ქ. თბილისი, ბუდაპეშტის N28 (თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება);
1.5.1.4 ქ. ბათუმი, ნიკო ჯაყელის ქ. N44 (ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.5 ქ. გორი, გოგებაშვილის ქ. N34 (თავშესაფარი) და ქ. გორი, ბარნოვის ქ. N9ა (კრიზისული ცენტრი) (გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი));
1.5.1.6 ქ. ქუთაისი, განჯის I შესახვევი N15/2 და ქ. ქუთაისი, ნ.დუმბაძის ქ N59-61 (ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი));
1.5.1.7 სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო (სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი));
1.5.1.8 ქ. თბილისი, ანაპის 414–ე დივიზიის ქ. N55 (თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.9 ქ. ქუთაისი, სოლომონ II-ის ქ. მე-IV ჩიხი N6 (ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.10 თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძევრი (ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.11 ქ. დუშეთი, ქეთევან წამებულის ქ. N28 (დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი));
1.5.1.12 ქ. თბილისი, გმირი კურსანტების მე-2 შესახვევი N11 (თბილისის ბავშვთა სახლი (ფილიალი));
1.5.1.13 ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N41, ბ. N48 (მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი);
1.5.1.14 ქ. ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N21, ბ. N1 (ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი);
1.5.1.15 წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა ბედიანი (ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი (ფილიალი);
1.5.1.16 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცაიში (ცაიშის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი);
1.5.1.17 ქ. თელავი, დავით რექტორის ქ N8 (თელავის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი);
1.5.1.18 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკანში (სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.7.1.2 პრეისკურანტის შესაბამისად მოწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
1.7.1.3 მიმწოდებლის მიერ მოწოდებულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
1.7.1.4 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შეცვლილი საქონელის, გაწეულ მომსახურების ან მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სარემონტო სამუშაოების მიერ საგარანტიო ვადაში დეფექტის/ხარვეზის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი - შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტის მქონე საქონელი ახლით ან აღმოფხვრას გაწეულ მომსახურებაში/შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, განხორციელებული ჯამურად არანაკლებ 100 000.00 ლარის ღირებულების შენობის ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურების, შენობის ელექტრო-სისტემების (მ.შ. „გენერატორები“) მომსახურების, შენობის გათბობისა და გაგრილების სისტემის მომსახურების და შენობის ლიფტების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.2.1.2 მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, საქართველოს მასშტაბით არანაკლებ 3 რეგიონში.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.2.1.5 არ არის აუცილებელი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოიცავდეს თითოეულ წელს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონლის მიწოდების, მომსახურების გასაწევის და სამუშაოების შესრულების) მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270105 და ბიუჯეტის კოდი: 270205).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯოტო პატარაია, 595659365, jpataraia@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაშ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru