1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 70 000.00
(სამოცდაათი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება
მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების
ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული
ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში
შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ
რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელს ან/და მომსახურებას
გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს
„0“, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც მითითებულია აღნიშვნა „* “ იგულისხმება,
რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი და/ან მომსახურება
არ მოითხოვება. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის
ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს
კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან
დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.3 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში
საქონლის ან/და მომსახურების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი
შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი
ორგანიზაციის და მიმწოდებელს ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის ან/და
მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი
წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულების 10%-ს.
1.2.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში
მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა
განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის
ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და
სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო
ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო
ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა
იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. „კლების პრინციპით“.
1.2.5 მომსახურების გაწევის ტექნიკური პირობა:
1.2.5.1 მომსახურების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და
მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ექსპლუაციაში არ მყოფი. მასალებისა და
მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი,
ფაქტურა და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან;
1.2.5.2 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში
შემსყიდველისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი აანაზღაუროს ან/და
აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით (პირველად მდგომარეობაში აღდგენის
ჩათვლით);
1.2.5.3 მომსახურების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მომსახურების
გაწევის ადგილი მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან,
მომსახურების დროს წარმოქმნილი ნაგვისაგან და ა.შ;
1.2.5.4 მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
მომსახურების ადგილის შემოფარგვლა;
1.2.5.5 მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურების გაწევის დასრულების
შემდეგ, შენობაში განლაგებული ინვენტარის საჭირო და სათანადო
აღდგენაზე.
1.2.6 მომსახურე პერსონალი:
1.2.6.1 მიმწოდებელი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ორი სამუშაო ჯგუფი (1
ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, ერთი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში.
თითო ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს არანაკლებ 2 პერსონით), კონკრეტულ
შემთხვევებში, შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლებელია სამუშაო
ჯგუფიდან მხოლოდ 1 პერსონის გამოცხადება.
1.2.6.2 თითოეული სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს საინჟინრო
განათლების მქონე არანაკლებ ერთი პერსონალით/მუშაკით.
1.2.6.3 ჯგუფის არანკლებ 1 (ერთი) წევრს (მუშაკი) უნდა შეეძლოს ელექტრო
მოწყობილობების, გათბობა-გაგრილებისა და გენერატორების ტექნიკური
მომსახურეობის გაწევა, ხოლო მე-2 წევრს - სანტექნიკური, საკანალიზაციო,
კარ-ფანჯრის სისტემების, ავეჯის და სხვა მომსახურების გაწევა.
1.2.6.4 მოწვეული სპეციალისტი: კონკრეტული შესყიდვის ობიექტის
სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებული
ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად
საჭირო უნარჩვევების მქონე სპეციალისტის მოწვევა, საკუთარი
სახსრებით.
1.2.7 მომსახურების გაწევის წესი:
1.2.7.1 დაზიანების ფაქტის დაფიქსირებასთან დაკავშირებით შემსყიდველი
მიმწოდებლს უგზავნის შეტყობინებას, ხოლო მიმწოდებული ვალდებულია
შეტყობინების მიღების შემდგომ არაუმეტეს 3 კალენდარული დღის ვადაში,
ადგილზე მოინახულოს ობიექტი, შეადგინოს დეფექტის აქტი (ჩასატარებელი
სამუშაოების ან/და გასაწევი მომსახურების ან/და მოსაწოდებელი საქონლის
შესახებ) და შემსყიდველთან შეთანხმებით (შეთანხმება გულისხმობს, რომ
მიმწოდებელი ობიექტის მონახულებიდან იმავე დღეს, მობილური ტელეფონის
საშუალებით, შემსყიდველს უგზავნის ინფორმაციას კონკრეტულ ობიექტზე
არსებული დაზიანებების/ხარვეზების შესახებ, რომლის აღმოფხვრის
უზრუნველსაყოფად, შემსყიდველისგან, არაუმეტეს 1 საათისა, იღებს დასტურს
მომსახურების განხორციელების შესახებ) აღმოფხვრას დაზიანება/ხარვეზი,
ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღების
შემდგომ არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია
აღმოფხვრას დაზიანება/ხარვეზი. იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია
ვადის გაზრდის ობიექტური აუცილებლობა, შემსყიდველი განუსაზღვრავს
დამატებით გონივრულ ვადას;
1.2.7.2 იმ შემთხვევაში თუ დაზიანებაზე შემსყიდველისგან ინფორმაციის
მიღების შემდგომ დაუყონებლივ ვერ ხერხდება დაზიანების აღმოფხვრა ან/და
საჭიროა შესაბამისი მარაგ ნაწილების ობიექტზე ჩატანა მიმწოდებელი
აგზავნის ადგილზე ტექნიკურს ჯგუფს, საჭირო ინსტრუმენტებითა და
ნაწილებით, არაუმეტეს ერთ დღეში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევში
არაუმეტეს სამ საათში.
1.2.7.3 დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ
დგება ინსპექტირების აქტი, სადაც მითითებული იქნება მიმწოდებლის მიერ
გამოყენებული მასალის დასახელება ან/და გაწეული მომსახურების ან/და
შესრულებული სამუშაოების დასახელება და საქონლისა და მომსახურების
პრეისკურანტის (დანართი N1) შესაბამისი პოზიციით გათვალისწინებული
ღირებულება. ინსპექტირების აქტის შედგენა მოხდება ყოველი თვის
დასასრულს სრულად გაწეულ მომსახურებებზე ან საჭიროების შემთხვევაში
ცალკეულად კონკრეტულ მომსახურებაზე.
1.2.7.4 მიმწოდებელმა მომსახურე პერსონალი უნდა უზრუნველყოს უნიფორმით,
შესაბამისი ინსტრუმენტებით, საჭირო ინვენტარით და სხვა საშუალებებით,
რომელიც საჭირო იქნება მომსახურების გაწევის პროცესში.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ლიფტების,
გათბობის/კონდიცირების/ვენტილაციის სისტემების და ელექტრო
სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებით გათვალისწინებული ყველა
მოთხოვნა.
1.2.9 მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც
შეიძლება გამოწვეული იყოს ლიფტ(ებ)ის,
გათბობის/კონდიცირების/ვენტილაციის სისტემების და ელექტრო
სისტემების ტექნიკური გაუმართაობით.
1.2.10 ავარიულად დაზიანებული ლიფტის შეკეთება უნდა მოხდეს ტექნიკური
პერსონალის მიერ, უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი სტანდარტების
დაცვით, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათის განმავლობაში,
გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში, რომლის მოვალეობაა ავარიულად
გაჩერებული ლიფტის ოპერატიული გაშვება, თუ აღნიშნული დაკავშირებული არ
არის დაზიანებული ნაწილების შეცვლასთან.
1.2.11 მიმწოდებელის მხრიდან ლიფტების მომსახურების გამწევი ტექნიკური
პერსონალი უნდა ფლობდეს ამ კონკრეტული მოდიფიკაციის ლიფტებისათვის
აუცილებელ მიკროპროცესორული მართვის ხელსაწყოს ე.წ. „სერვის თულს“
ლიფტების მუდმივი მონიტორინგისათვის.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია ლიფტის ტექნიკური გაუმართაობის
შემთხვევაში (ლიფტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან
შეუსაბამობა) შეწყვიტოს ლიფტის ექსპლუატაცია და შემსყიდველს აცნობოს
წერილობით არსებული სიტუაციის შესახებ.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
კონდიციონერის/გათბობა-გაგრილების აგრეგატის შეკეთება ან შეცვლა
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათში, ხოლო დანარჩენი
გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების შეკეთება ან შეცვლა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია გათბობა-გაგრილების ოპერატორის
(სპეციალისტის) მეშვეობით უზრუნველყოს შენობებში არსებული
კონდიციონერების და ქვაბების მოვლა-პატრონობა, დეტალების შეცვლა და
შეკეთება/შედუღება.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის
სისტემების მოვლა-პატრონობა, დეტალების შეცვლა და
შეკეთება/შედუღება.
1.2.16 ავარიულად დაზიანებული ქვაბის, კონდიციონერის და ვენტილაციის
სისტემის შეკეთება (ავარიულად გაჩერებული გათბობა-გაგრილების
სისტემის ოპერატიული გაშვება, თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის
დაზიანებული ნაწილების შეცვლასთან) უნდა მოხდეს უსაფრთხოების
წესებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ყოველდღიურად
(შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათიან რეჟიმში, გამოძახებიდან უმოკლეს
ვადაში.
1.2.17 მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი სპეციალიტი უნდა ფლობდეს ამ
კონკრეტული მოდიფიკაციის ქვაბების, კონდიციონერების და ვენტილაციის
სისტემებისთვის აუცილებელ მიკროპროცესორული მართვის ხელსაწყოს ე.წ.
„სერვის თულს“ ქვაბების, კონდიციონერების და ვენტილაციის სისტემის
მუდმივი მონიტორინგისათვის.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია გათბობა-გაგრილების სისტემის ტექნიკური
გაუმართაობის შემთხვევაში (ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან
შეუსაბამობა) წერილობით აცნობოს შემსყიდველს არსებული სიტუაციის
შესახებ და შეწყვიტოს გათბობა-გაგრილების სისტემის (ქვაბის,
კონდიციონერის, ვენტილაციის) ექსპლუატაცია.
1.2.19 იმ შემთხვევაში თუ შესაკეთებლად საჭირო დეტალის შეძენა
საქართველოში შეუძლებელია და საჭიროებს საქართველოს საზღვრებს გარეთ
შესყიდვას, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წერილობით
შეათანხმოს საზღვრებს გარეთ შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და
დაზიანებული აგრეგატის/დეტალის შეკეთების გონივრული ვადა.
1.2.20 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.19 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გასაწევ ობიექტზე დეფექტური
აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველს
წარუდგინოს აგრეგატის/დეტალის/ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ
შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა
იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).
1.2.21 საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის/აკრძალვის
შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს
მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირება.
1.2.22 სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების
ადგილმდებარეობა და ობიექტების ნუსხა შესაძლოა შეიცვალოს ორივე
მხარის წერილობით თანხმობით.
1.2.23 პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველის მიერ გამოყოფილ ტექნიკურ
ზედამხედველთან ერთად ტენდერის დასრულებამდე ადგილებზე გაეცნოს
გასაწევი მომსახურების შესახებ ვითარებას.