1.2.1 საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ითვალისწინებს:
- ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის,
სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოწყობა/შეკეთების სამუშაოების
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
პროექტი უნდა მოიცავდეს - ტოპოგადაღება 1:500 მასშტაბში WGS 84 სისტემაში UTM
პროექციაში, გეგმურ სიმაღლური წერტილების (რეპერის) დამაგრება X,Y,H -
კოორდინატების განსაზღვრა, რეპერების დამაგრების უწყისი, გეოლოგიური
დასკვნა და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში) მუშა
ნახაზები, გეგმები, ჭრილები, სქემები, ობიექტის ფოტოფიქსაცია,
ადგილმდებარეობის ორთოფოტო კოორდინაცია ბადით, მშენებლობის
ორგანიზაციის პროექტი, მოცულობითი უწყისი, ხარჯთაღრიცხვა (როგორც
რესურსული აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები) და მოქმედი სამშენებლო
ნორმების და წესებით გათვალიწინებულ სხვა მოთხოვნებს.
- ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე საინჟინრო
ნაგებობების (გრუნტის დამჭერი კედლები, საყრდენი კედლები და სხვა),
სკვერების, სპორტული მოედნების, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის
მოწყობა/შეკეთების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
პროექტი უნდა მოიცავდეს - ტოპოგადაღება 1:500 მასშტაბში WGS 84 სისტემაში UTM
პროექციაში, გეგმურ-სიმაღლური წერტილების დამაგრება X,Y,H კოორდინატების
განსაზღვრა, რეპერების დამაგრების საწყისი, გეოლოგიური დასკვნა
(საჭიროების მიხედვით), მუშა ნახაზები, გეგმები, ჭრილები, სქემები,
ობიექტის ფოტოფიქსაცია, ადგილმდებარეობის ორთოფოტო კოორდინატთა
ბადით, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, მოცულობითი უწყისი,
ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები) და
მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესებით გათვალიწინებულ სხვა
მოთხოვნებს.
სპორტულ მოედნის ან სკვერის შემთხვევაში ემატება ვერტიკალური გეგმები,
დენდროლოგია, ელექტროობა, წყალკანალიზაცია, სუსტი დენები, აზომვითი
არქიტექტურული ნახაზები 1:100 მასშტაბით და მოქმედი სამშენებლო ნორმების
და წესებით გათვალიწინებული სხვა მოთხოვნები.
- ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული
შენობების გამაგრების (წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები) და
სადემონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.
პროექტი უნდა მოიცავდეს - ნაგებობის აზომვა, მუშა ნახაზები, გეგმები,
ჭრილები, სქემები გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა (საჭიროების
მიხედვით), მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, მოცულობითი უწყისი,
ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები)
აზომვითი არქიტექტურული ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში),
ფოტოფიქსაცია და მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესებით
გათვალიწინებულ სხვა მოთხოვნებს.
1.2.2 დეფექტური აქტების (საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვით)
დოკუმენტაციის შედგენა ითვალისწინებს:
- ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული
ასფალტის, ქვაფენილის საფარიანი ქუჩების და შიდა ეზოების შეკეთების
სამუშაოების დეფექტური აქტების და მოცულობათა უწყისების (საჭიროების
შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვით, როგორც რესურსული, აგრეთვე
გამსხვილებული ვერსიები) შედგენა შესაბამისი ესკიზით, საგზაო სამოსის
კონსტრუქციით, წყალამრიდი ნაგებობებით, ფოტოფიქსაციით.
- ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის,
სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის,
სკვერების, სპორტული მოედნების და მცირე ზომის საინჟინრო ნაგებობების
მოწყობა/შეკეთების სამუშაოების დეფექტური აქტების და მოცულობათა
უწყისების (საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვით, როგორც რესურსული,
აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები) შედგენა.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს - ტოპოგადაღება 1:500
მასშტაბში WGS 84 სისტემაში UTM პროექციაში, გეგმურ სიმაღლური წერტილების
(რეპერის) დამაგრება X,Y,H - კოორდინატების განსაზღვრა, რეპერების
დამაგრების უწყისი, მუშა ნახაზები, გეგმები, ჭრილები, სქემები, ობიექტის
ფოტოფიქსაცია, ადგილმდებარეობის ორთოფოტო კოორდინაცია ბადით,
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, მოცულობითი უწყისი, (საჭიროების
შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვით, როგორც რესურსული, აგრეთვე
გამსხვილებული ვერსიები) და მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესებით
გათვალიწინებულ სხვა მოთხოვნებს.
შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად,
ხარჯთაღრიცხვის (როგორც რესურსული, აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები)
წარმოდგენის საჭიროება სამშენებლო ობიექტის ყოველ კონკრეტული
მისამართზე მიმწოდებელს ეცნობება წერილობით.
1.2.3 საგზაო მოძრაობის ორგანიზაციიის სქემის შედგენა.
1.2. 4 გასაწევი მომსახურების პირობები:
- შემსყიდველის მიერ მითითებულ ობიექტებზე გასვლა, აღმოჩენილი
დეფექტების აღმოფხვრის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების
დათვლა, შესაბამისი ესკიზის შედგენა;
- აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრის მართლზომიერად განხორციელების
მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოპოვება
და მათთან მიზნობრივი კოორდინირება;
- შესასრულებელი სამუშაოების შედგენისას მიმწოდებელმა უნდა
იხელმძღვანელოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით.
ხარჯთაღრიცხვები შედგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14
იანვრის N52 და N55 დადგენილებებით გათვალისწინებული სამშენებლო ნორმების,
წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნათა
შესაბამისად (როგორც რესურსული აგრეთვე გამსხვილებული ვერსიები)
- საინფორმაციო მონაცემთა ბაზის წარმოება გამოვლენილი დეფექტების
(ფოტომასალის დართვით) და ტექნიკური დავალების აღნუსხვის, დაარქივების
მიზნით და შემდგომ ამ ბაზის შემსყიდველისათვის გადაცემა როგორც
ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
- გეოლოგიური სამუშაოების მსვლელობას უნდა დაესწროს შემსყიდველის
ინსპექტირების ჯგუფი.
- საავტორო ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების
პროცესში, კონსულტაციების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება შემჭიდროებულ
ვადებში შემსყიდველთან შეთანხმებით;
1.2. 5 გასათვალისწინებელი პირობები:
- წყალ-კანალიზაციის, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების, საინჟინრო
ნაგებობების (კონსტრუქციული ნაწილის ან/და გეოლოგიის ან/და
ხარჯთაღრიცხვის და სხვა) საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ასევე, საექსპერტო
ორგანიზაციის დადებითი დასკვნა (კონსტრუქციული ნაწილი ან/და გეოლოგია
ან/და ხარჯთაღრიცხვა და სხვა);
- ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს
მიმწოდებელი, რომლის ღირებულებაც გათვალისწინებული უნდა იქნეს
ფასების ცხრილის შესაბამისი პოზიციის ერთეულის ფასში;
- საექსპერტო დასკვნა გაცემული უნდა იქნეს სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან აკრედიტაციის ეროვნულ
ცენტრში აკრედიტებული პირის მიერ;
1.2.6 წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში,
შემსყიდველი უფლებამოსილია დოკუმენტაცია დასაზუსტებლად დაუბრუნოს
მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს შესყიდვის
ობიექტის მოწოდების დამატებითი ვადა;