Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66065274)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 66065274
Дата публикации: 06-08-2025
Сумма контракта: 108 877


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014137
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.08.2025 15:06
Начало приема предложения 22.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.08.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 108`877.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45260000 - Кровельные работы и другие специализированные строительные
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გურჯაანისა და ოზურგეთის ტექნოპარკების შენობების სარემონტო სამუშაოები
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 436.00 GEL
Размер гарантии 1`089 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari abashidze :: 04.08.2025 12:04
  • Последнее исправление: mari abashidze :: 06.08.2025 15:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642607&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გურჯაანისა და ოზურგეთის ტექნოპარკების შენობების სარემონტო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების განხორციელების ვადები:

- გურჯაანის ტექნოპარკი: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში;

- ოზურგეთის ტექნოპარკი: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესასრულებებლი სამუშაოების ადგილი და მისამართები:

- გურჯაანის ტექნოპარკი, კოსტავას ქ. N63;

- ოზურგეთის ტექნოპარკი, ნინოშვილის ქ. N5;

- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უნდა აწარმოოს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვების (დანართი N1) შესაბამისად;

- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სამუშაოს მოცულობის გაზრდის შემთხვევაში ცვლილება განხორციელდება ხარჯთაღრიცხვაში განსაზღვრული ფასების შესაბამისად, ხოლო სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასების ან გამონაკლის შემთხვევაში საბაზრო ფასების ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა;

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი მასალებითა და ხარჯებით (ყოველ კონკრეტულ ფაქტზე) უნდა განახორციელოს სამუშაოს დასრულების შემდეგ რემონტის შემდგომი კაპიტალური დასუფთავება.

1.6 guarantee period for the works to be performed

- საგარანტიო პერიოდი: შესრულებული სამუშაო(ებ)ის შესახებ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი; გარანტია ვრცელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებულ ყველა ტიპის სამუშაოზე.

- გარანტიის პირობები: საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა;

- გარანტიის პერიოდში აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრის ოპერატიულობა (ვადა): შეტყობინების მიღებიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული გონივრული ვადების შესაბამისად.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობითი და სატელეფონო ზარის, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: მომწოდებელმა ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში) ელექტრონულად ხელმოწერილი, დანართის სახით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- პრეტენდენტს 2021 წლიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 ლარის საერთო ღირებულების, მსგავსი ტიპისა და ხასიათის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ გამოცდილება.

• აღნიშნულის დამადასტურებლად, წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნეს გაწეული სამუშაოების დამადასტურებელი მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
• თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

2.9.1. შესასრულებელი სამუშაოების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან (მათ შორის სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალების გათვალისწინებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2.9.2 შესასრულებელი სამუშაოების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ შესასრულებული სამუშაოების ღირებულებები მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართი #1-ში და დანართი #2-ში, ამავე დანართით გათვალისწინებული რაოდენობებისა და მოცულობების შესაბამისად (დანართი #1 და დანართი #2 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).
2.9.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების, (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55).
2.9.5. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2.9.6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).
2.9.7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9.8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).
2.9.9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
2.9.10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
2.9.11 დაინტერესების შემთხვევაში პრეტენდენს შეუძლია ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმების, ფორმა N2-ის და საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარი აბაშიძე, 577779050, mabashidze@gita.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: - ნოდარ კანდელაკი 591929267; nkandelaki@gita.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

6. შესყიდვის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულ მომსახურების გაწევასთან და საქართცელოს კანონდმებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru