კარაქი (110გ)- დამზადებული ძროხის რძის ნაღებისაგან, ქარხნული
წესით.დაუშვებელია, წარმოებაში გამოყენებულ იქნას მცენარეული ან სხვა
ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი
შესაბამისი პროდუქტისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის
ცხიმის შემცველობა 82.5%,. არ უნდა შეიცავდეს მავნე
ელემენტებს,ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს
ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,2-1,0 კგ- იან შეფუთვაში.კარაქის ეტიკეტზე მითითებული უნდა
იყოს წარწერა - „ნაღების კარაქი“. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღე. ვადიანობა მითითებული
უნდა იყოს გარკვევით.
არაჟანი(90კგ)- თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს
ძროხის პასტერიზებული ნორმალიზებული რძისაგან,ქარხნული წესით.არ უნდა
შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს. ცხიმიანობა არანაკლებ 12%-15% შუალედში. არ უნდა
შეიცავდეს მავნე ელემენტებს. აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს. 0,350-1კგ.ქარხნული შეფუთვით და სათანადოდ
ეტიკეტირებული.სურსათის უვნებლობა,ეტიკირება,შეფუთვის და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 დღე.
ხაჭო(160კგ)- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ძროხის
პასტერიზებული ნორმალიზებული რძისაგან ქარხნული წესით,არ უნდა
შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს. ფერი,სუნი და გემო დამახასიათებელი
თითოეული ნიმუშისათვის. რძის შემცველობა 75%, ცხიმის შემცველობა 6% არ უნდა
შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს შეფუთული და ეტიკირებული
0,400-1კგ.ქარნული შეფუთვით . სურსათის უვნებლობა,ეტიკირება და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 დღე.
ულტრა პასტერიზებული რძე(1600ლიტრი) -ულტრაპასტერიზებული რძე ცხიმიანობა
3,2% ,დამზადებული ძროხის ნედლი რძისგან, არადამახასიათებელი სუნის და
გემოს გარეშე,არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემმენტებს უნდა
აკმაყოფილებდეს რძის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს. შესაბამისი მარკირებით (დამზადებული ნატურალური რძისგან,
შემადგელობა, მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და
შტრიხკოდი).ეტიკირება,შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.ვარგისიანობის ვადის
მითითებით.0,5-1ლტ შეუთვით
ყველი(200კგ)-თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ძროხის
ნატურალური რძისაგან,(არ უნდა იყოს რძის ფხვნილისგან)არ უნდა შეიცავდეს
მცენარეულ ცხიმს. ნასვრეტებიანი და ნაკლებ მარილიანი,ქარხნული
წარმოების. არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. დაჭრის დროს არ
უნდა იფშვნებოდეს არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს,
დაფასოებული ვაკუუმ შეფუთვაში და ეტიკირებული 1-4კგ.. ყველის ეტიკეტზე
მითითებულ უნდა იქნეს წარწერა - „ყველი“ და შენახვის ვადები. სურსათის
უვნებლობა,ეტიკირება და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
სტანდარტებს.ცხიმიანობა 40%.მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 დღე.
მაწონი (200კგ) - დამზადებული უნდა იყოს ძროხის პასტერიზებული,
ნორმალიზებული რძისაგან, ცხიმიანობა არანაკლებ 3.2%-ისა, ქარხნული
წარმოების, არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს ,მათ
შორის მცენარეულს. ორგანიზსმისათვის მავნე ნივთიერებების,
კონსერვანტებისა და უცხო გემოს გარეშე, უნდა შეესაბამებოდეს არსებულ
სტანდარტებს და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს თანაბრად მკვრივი კონსიტენციის, დაფასოებული 0.4. დან 2
კილოგრამამდე ქარხნული შეფუთვით, სავალდებულოა მინიშნებული იყოს
ინფორმაცია შესაბამისი საქონლის გამოშვების თარიღის და
ვარგისიანობის ვადის შესახებ, ,.მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 დღე.
იოგურტი (115კგ) ქარხნული წარმოების, თითეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს
დამზადებული ნატურალური, პასტერიზირებული ნორმალიზებული რძისაგან,
სხვადასხვა კენკრის და ხილის არომატით, არ უნდა ჰქონდეს
არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო, ცხიმიანობა
არანაკლებ 2.5%, დაფასოება არაუმეტეს 0.115 გრამისა შეფუთვით, შესაბამისი
მარკირებითა და ეტიკეტით.საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა
არანაკლებ 15 დღე.
1. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) სადაც, დაცული უნდა იყოს -
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
2. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
2.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2.2 - უნდა იყოს, ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის №301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
2.3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
2.4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
2.5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
2.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
2.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152
დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
2.8 - პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25
ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათის/ცხოველის საკვების
ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
2.9 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497
დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი
არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის
ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს.
2.10 - უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2.11 - პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
3. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.