ტექნიკური დავალება
გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის კურორტზე, საჯარო სკოლების
მოსწავლეებისათვის საზაფხულო ლიტერატურული ბანაკის მოწყობასთან
დაკავშირებით სასტუმროს მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია 35
(ოცდათხუთმეტი) პერსონაზე.
განსახორციელებელი მომსახურების აღწერა
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა
უზრუნველყოს მოსწავლეების ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება,
სამჯერადი კვებით და საკონფერენციო დარბაზით მომსახურება.
სასტუმროში მოსწავლეთა მიღების დრო:
30.08.2025წ-ის 12:00 სთ-დან.
სასტუმროდან გამომგზავრების დრო:
03.09.2025წ-ის 12:00 სთ-მდე.
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის ვადა:
30.08.2025წ-დან 03.09.2025წ-ს ჩათვლით, ხანგრძლივობა: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
სასტუმროს მიმართ წაყენებული მოთხოვნები
სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1) სასტუმრო უნდა
მდებარეობდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში,
მოსწავლეები უნდა განთავსდნენ ერთ შენობაში და გადანაწილდნენ
ერთადგილიან, ორადგილიან ან სამადგილიან ნომრებში; 2) ბანაკის
განმავლობაში სასტუმროში არ უნდა იყვნენ განთავსებული სხვა პირები; 3)
სასტუმროს ტერიტორია უნდა იყოს იზოლირებული მასობრივი თავშეყრის
ადგილებისგან, სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრი უნდა იყოს
სათვალთვალო კამერების მეთვალყურეობით უზრუნველყოფილი; 4) სასტუმრო
ნომერში საწოლების რაოდენობა არ უნდა ქმნიდეს სივიწროვესა და
გადაადგილების პრობლემას ოთახში; 5) სასტუმროს ნომრები, სადაც
განთავსდებიან მოწვეული სტუმრები, აღჭურვილი უნდა იყოს სველი
წერტილით, ცივი და ცხელი წყლით, კონდიცირებით, 24 საათიანი ელექტრო
მომარაგებით და უკაბელო ინტერნეტ-კავშირით; 6) ნომრებში დაცული უნდა
იყოს სანიტარული ნორმები, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის
პირველადი ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, ტუალეტის ქაღალდი,
პირსახოცი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვ.). აგრეთვე, თეთრეულით; 7) ნომერი
უნდა დალაგდეს მინიმუმ დღეში ერთხელ; 8) ტენდერში გამარჯვებულმა უნდა
უზრუნველყოს ბანაკში მონაწილე მოსწავლეებისათვის აუზით სარგებლობა
არანაკლებ 2-ჯერ. 9) სასტუმროს უნდა გააჩნდეს სპორტულ-გასართობი სივრცე
ბილიარდის ან ჩოგბურთის მაგიდა და ტრენაჟორები. 10) სასტუმროს უნდა
ყავდეს ექიმი.
საკონფერენციო დარბაზის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
მოწვეულმა პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს საკონფერენციო დარბაზის
მომსახურება, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დარბაზი უნდა
მდებარეობდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში (სასტუმრო და
საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს ერთ სივრცეში) და გათვლილი იყოს
შეხვედრების, კონფერენციების, ტრეინინგ-სემინარებისა და
პრეზენტაციების ჩასატარებლად, არანაკლებ 35 ადამიანისთვის; ბ) დარბაზი
აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო ინვენტარით (სკამი, სამუშაო მაგიდები და
ა.შ.). ასევე, უახლესი აპარატურითა და უკაბელო ინტერნეტ-კავშირით
(პროექტორი, პროექტორის დაფა, ხმის გამაძლიერებელი აპარატურით).
ამასთან, უნდა იყოს კონდიცირებული.
სატრენერო მომსახურება.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სატრენერო მომსახურება,
მინიმუმ ორი ტრენერით, რომლებიც განახორციელებენ ბანაკის
განმავლობაში ლიტერატურული აქტივობების მართვას, სატრენინგო თემების
მიწოდებას, სესიების, „ვორქშოფების“ და შემეცნებით-გასართობი
ღონისძიებების ჩატარებას, შემსყიდველთან შეთანხმებით. პრეტენდენტმა
უნდა უზრუნველყოს მონაწილეებისათვის ტრენინგ-მასალების მიწოდება და
სერთიფიკატების გადაცემა. აქტივობები უნდა იყოს შემეცნებითი,
განმავითარებელი და გასართობი. სატრენინგო თემები უნდა ეხებოდეს
ლიტერატურას, წერის კულტურას, პოეზიას, პროზას. მოწვეულმა ტრენერებმა
შემსყვიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყონ ლიტერატურული ბანაკის
აქტივობების განხორციელება თანდართული პროგრამის (იხ. მიბმული ფაილი)
შესაბამისად. ასევე შემსყიდველთან შეთანხმებით უზრუნველყობ ბანაკიკს
განმავლობაში მონაწილეების მიერ შექმნილი ლიტერატურული
ნაწარმოებების რედაქტირება და კრებულის „ჩანაწერტების ლიტერატურული
ბანაკიდან“, დაბეჭდვა არანაკლებ 200 ცალი. (დასაბეჭდი კრებული ტექნიკური
მახასიათებლები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
საავტომობილო სატრანსპორტო მომსახურება
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 35 მოსწავლის ტრანსპორტირება
შემდეგი მიმართულებით; ა) ზუგდიდი _ დაბა ბაკურიანი, გასვლა: 2025 წლის 30
აგვისტოს, 09:00 სთ-ზე; ბ) დაბა ბაკურიანი _ ზუგდიდი, გამოსვლა: 2025 წლის 3
სექტემბერს, 14:00 სთ-ზე.
კვებითი მომსახურება
ა) სასტუმროში გათავსებული ბანაკის მონაწილეები, ღონისძიების
მიმდინარეობის პერიოდში, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სამჯერადი
კვებით _ საუზმით, სადილითა და ვახშამით. კვებითი მომსახურება უნდა
განხორციელდეს ერთ სასტუმრო კომპლექსში;
ბ) სასტუმროს, კვებითი მომსახურების განხორციელებისათვის უნდა
გააჩნდეს აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობები (პერსონალისა და
ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით);
გ) კვებითი, მათ შორის, საბანკეტო მომსახურება (სასტუმრო და რესტორანი
უნდა იყოს ერთ სივრცეში) უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი მენიუს
შესაბამისად;
დ) რესტორანი უნდა იყოს კეთილმოწყობილი ინტერიერითა და ტექნიკურად
გამართული გარემოთი (განათება, ვენტილაცია), არანაკლებ 35 პერსონის
ტევადობის დარბაზით, გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალით;
ე) კერძები უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს
შესაბამისად. საკვები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ვიზუალურად
გაფორმებული, მიღებული სტანდარტების შესაბამისად, შესაბამისი
ტემპერატურის დაცვით;
ვ) დაუშვებელია გაყინული ხორც-პროდუქტებით საკვების მომზადება;
ზ) საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური
მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და
ნორმებს, დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება.
მენიუ (35 პერსონაზე)
30.08.2025წ.
(პირველი დღე)
სადილი: 1. პურის ასორტი; 2. ხაჭაპური; 3. სუპი გუფთით; 4. შემწვარი ქათამი; 5.
საქონლის ხორცი მოხარშული; 6. ბრინჯის გარნირი; 7. შემწვარი კარტოფილი; 8.
კატლეტი; 9. კიტრის და პომიდვრის სალათი; 10. სალათის ფოთლის სალათა; 11.
ნატურალური წვენი; 12. საწებელი; 13. მჭადი; 14. ყველის ასორტი 15. ხილის
ასორტი;16.ხსნადი ყავა;17.კექსი; 18.ზეთისხილი ასორტი.
ვახშამი: 1. პურის ასორტი;2. ხაჭაპური; 3. შემწვარი კარტოფილი; 4. შემწვარი
სარდელი; 5. კატლეტი; 6. ყველიანი მაკარონი; 7. საწებელი; 8.შემწვარი ქათმის
ფრთები; 9. სალათა ოლივიე; 10. კიტრი პომიდორი; 11.მჭადი; 12. ყველის ასორტი; 13.
თაფლი; 14. კარაქი; 15. ნამცხვრის ასორტი; 16. ჩაი; 17.კომპოტი/ნატურალური
წვენი.
31.08.2025წ.
(მეორე დღე)
საუზმე: 1.პურის ასორტი; 2.ხაჭაპური; 3. შემწვარი კვერცხი; 4. მოხარშული
სოსისი; 5. მაკარონი ყველით; 6. წიწიბურა; 7. შემწვარი სარდელი; 8.საწებელი; 9.
კიტრი პომიდორი; 10. ცოცხალი სალათა; 11. ყველის ასორტი; 12.ძეხვის ასორტი; 13.
ჯემი,კარაქი; 14. თაფლი; 15. ჩაი; 16. ხსნადი ყავა; 17. ალადი; 18. კექსი; 19. იოგურტი;
20.ხილის ასორტი; 21. ნატურალური წვენი 22.ზეთისხილი ასორტი
სადილი: 1. პურის ასორტი; 2.ხაჭაპური; 3. პიცა; 4. ხორციანი ბორში; 5. ხბოს მწვადი;
6. ტოლმა; 7. ნიგვზიანი ბადრიჯანი; 8. ფრი; 9. წიწიბურა; 10. კიტრის და პომიდვრის
სალათი; 11. სალათის ფოთლის სალათა; 12. ნატურალური წვენი; 13. საწებელი; 14.
მჭადი; 15. ყველის ასორტი 16. ხილის ასორტი; 17.ხსნადი ყავა; 18.მშრალი ნამცხვრის
ასორტი.
ვახშამი: 1. პურის ასორტი; 2. ხაჭაპური;3.ლობიანი; 4. ოჯახური; 5. შემწვარი
სარდელი; 6. კატლეტი; 7. ყველიანი მაკარონი; 8. საწებელი; 9. სალათა ოლივიე; 10.
კიტრი პომიდორი; 11.მჭადი; 12. ყველის ასორტი; 13 .შემწვარი ქათმის ფრთები; 14.
კაკაო; 15. მშრალი ნამცხვრის ასორტი; 16. ჩაი; 17.კომპოტი/ნატურალური წვენი.
01.09.2025წ.
(მესამე დღე)
საუზმე: 1.პურის ასორტი; 2.ხაჭაპური; 3. შემწვარი კვერცხი; 4. მოხარშული
სოსისი; 5. მაკარონი ხორცით; 6. წიწიბურა; 7. შემწვარი სარდელი; 8.საწებელი; 9.
კიტრი პომიდორი; 10. ფრი; 11. ყველის ასორტი; 12.ძეხვის ასორტი; 13. ჯემი,კარაქი; 14.
თაფლი; 15. ჩაი; 16. ხსნადი ყავა; 17. ალადი; 18. ქადა; 19. იოგურტი; 20.ხილის ასორტი; 21.
ნატურალური წვენი/კომპოტი 22.ზეთისხილი ასორტი.
სადილი: 1. პურის ასორტი; 2. ხაჭაპური; 3. ქაბაბი; 4. შემწვარი ქათამი; 5.
საქონლის ხორცი მოხარშული; 6. პიურე; 7. შემწვარი კარტოფილი; 8. ბადრიჯანი
ნიგვზით; 9. კიტრის და პომიდვრის სალათი; 10. აჯაფსანდალი; 11. ნატურალური
წვენი; 12. საწებელი; 13. მჭადი; 14. ყველის ასორტი; 15. ხილის ასორტი; 16.ხსნადი
ყავა;17.შუ და ეკლერი;
ვახშამი: 1. პურის ასორტი; 2. ხაჭაპური;3. პიცა; 4. შემწვარი კარტოფილი; 5.
შემწვარი სარდელი; 6. კატლეტი; 7. პიურე; 8. საწებელი; 9. ნიგვზიანი ბადრიჯანი;
10. კიტრი პომიდორი; 11.მჭადი; 12. ყველის ასორტი; 13 .ქათმის მწვადი; 14. კაკაო; 15.
მშრალი ნამცხვრის ასორტი; 16. ჩაი; 17.კომპოტი/ნატურალური წვენი.
02.09.2025წ.
(მეოთხე დღე)
საუზმე: 1.პურის ასორტი; 2.ხაჭაპური; 3. მოხარშული კვერცხი; 4. მოხარშული
სოსისი; 5. ყველიანი ვარენიკი; 6. წიწიბურა; 7. შემწვარი სარდელი; 8.საწებელი; 9.
კიტრი პომიდორი; 10. ფრი; 11. ყველის ასორტი; 12.ძეხვის ასორტი; 13. ჯემი,კარაქი; 14.
თაფლი; 15. ჩაი; 16. ხსნადი ყავა; 17. ალადი; 18. პეროგი; 19. არაჟანი; 20.ხილის ასორტი; 21.
ნატურალური წვენი/კომპოტი 22.ზეთისხილი ასორტი.
სადილი: 1. პურის ასორტი; 2.ხაჭაპური; 3. პიცა; 4. ყველიანი მაკარონი; 5. ხბოს
მწვადი; 6. ტოლმა; 7. ნიგვზიანი ბადრიჯანი; 8. ფრი; 9. სალათი ოლივიე; 10. კიტრის და
პომიდვრის სალათი; 11. სალათის ფოთლის სალათა; 12. ნატურალური წვენი; 13.
საწებელი; 14. მჭადი; 15. ყველის ასორტი; 16. ხილის ასორტი; 17.ხსნადი ყავა;
18.მშრალი ნამცხვრის ასორტი;
ვახშამი: 1. პურის ასორტი; 2. ხაჭაპური; 3. შემწვარი კარტოფილი; 4. შემწვარი
სარდელი; 5. კატლეტი; 6. ყველიანი მაკარონი; 7. საწებელი; 8.შემწვარი ქათამი; 9.
სალათა ოლივიე; 10. კიტრი პომიდორი; 11.მჭადი; 12. ყველის ასორტი; 13. თაფლი; 14.
კარაქი; 15. ნამცხვრის ასორტი; 16. ჩაი; 17.კომპოტი/ნატურალური წვენი.
03.09.2025წ.
(მეხუთე დღე)
საუზმე: 1.პურის ასორტი; 2.ხაჭაპური; 3. შემწვარი კვერცხი; 4. მოხარშული
სოსისი; 5. ყველიანი ვარენიკი; 6. ყიყლიყო; 7. შემწვარი სარდელი; 8.საწებელი; 9.
კიტრი პომიდორი; 10. ფრი; 11. ყველის ასორტი; 12.მაკარონი ხორცით; 13. ჯემი,კარაქი;
14. თაფლი; 15. ჩაი; 16. ხსნადი ყავა; 17. ალადი; 18. მშრალი ნამცხვრის ასორტი; 19.
არაჟანი; 20.ხილის ასორტი; 21. ნატურალური წვენი/კომპოტი 22.ზეთისხილი
ასორტი.
სხვა დამატებითი ინფორმაცია
შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო
დოკუმენტაციაში მოცემული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და
შესაბამისად სახელშეკრულებო ღირებულების სრული ანაზღაურება
(შესყიდვის ობიექტის ღირებულება შემცირდება ფაქტობრივად გაწეული
მომსახურების მიხედვით).
(ტექნიკური დავალება შემდგომ განიხილება, როგორც გასაფორმებელი
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი).