Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукция лесного хозяйства и лесозаготовок (Грузия - Тендер #66003005)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 66003005
Дата публикации: 05-08-2025
Сумма контракта: 3 245 675


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000277
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.08.2025 13:02
Начало приема предложения 10.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 3`245`675.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03400000-Продукция лесного хозяйства и лесозаготовок
Коды классификатора
  • 03413000 - Дрова
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
აღმოსავლეთ საქართველოს (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) საჯარო სკოლებისთვის საწვავი ბრიკეტების შესყიდვა
Количество и объём закупок 3,416.5 ტონა
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 32`457 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: omiko kereselidze :: 24.07.2025 00:42
  • Последнее исправление: omiko kereselidze :: 04.08.2025 17:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641010&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დანართი N3-ით (მიწოდების ადგილები და რაოდენობები - აღმოსავლეთი) განსაზღვრული საჯარო სკოლების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საჭირო 3,416.5 (სამი ათას ოთხას თექვსმეტი მთელი ხუთი) ტონა საწვავი ბრიკეტი (შემდგომში - საქონელი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა მოცემულია თანდართულ ფაილ - დანართ N1-ში (ტექნიკური პარამეტრები-სპეციფიკაციები).
1.2.3. შესყიდვის ობიექტის რაოდენობების განაწილება ლოკაციების მიხედვით და მიწოდების ადგილები (ზუსტი მისამართებით) მოცემულია თანდართულ ფაილ - დანართ N3-ში (მიწოდების ადგილები და რაოდენობები (აღმოსავლეთი)).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ეტაპოვრივად:

I ეტაპი - არაუგვიანეს 2025 წლის 15 ოქტომბრისა - საერთო რაოდენობის 50% (დანართში მითითებულ ყველა საჯარო სკოლაში);
II ეტაპი - არაუგვიანეს 2025 წლის 15 ნოემბრისა - საერთო რაოდენობის 25% (დანართში მითითებულ ყველა საჯარო სკოლაში);
III ეტაპი - არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა და არაუგვიანეს 2026 წლის 1 თებერვლისა (ზუსტი თარიღი განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით) - დარჩენილი 25% (დანართში მითითებულ ყველა საჯარო სკოლაში).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონლის მიწოდების ადგილია შესაბამისი საჯარო სკოლები, რომელთა მისამართები და მისაწოდებელი რაოდენობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში;
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, დანართი N3-ით განსაზღვრულ თითოეულ დანიშნულების ობიექტზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ადგილზე მიწოდება.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ;
2.1.1.2. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება შესაძლებელია ითვალისწინებდეს ერთზე მეტი მწარმოებლის/წარმოების ქვეყნის საწვავი ბრიკეტის შემოთავაზებას. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს თითოეული მწარმოებლისა და შესაბამისი წარმოების ქვეყნის დასახელება. ამასთან, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს მთლიანი რაოდენობის რა პროცენტულ ნაწილს შეადგენს თითოეული მწარმოებლის ბრიკეტი;
2.1.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს ინფორმაციას შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნ(ებ)ის ან/და მწარმოებლ(ებ)ის შესახებ, დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
2.1.1.4. პრეტენდენტი ასევე უფლებამოსილია, წარმოადგინოს ერთზე მეტი ტიპის/სახეობის საწვავი ბრიკეტი (მაგალითად, PINI KAY, RUF და ა.შ...);
2.1.1.5. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდეტს 2022 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა ჰქონდეს საწვავი ბრიკეტების მიწოდების (გაყიდვის) გამოცდილება ტენდერის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 50%-ისა.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს საწვავი ბრიკეტების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები

ან/და

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა, შემოთავაზებულ საქონელზე სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული (როგორც ნიმუშის სახით წარმოდგენილი, ასევე, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მისაწოდებელი საქონელი) იქნება 100%-ით ბუნებრივი (ნატურალური) ნედლეულით დამზადებული, დანამატების გარეშე და შეესაბამება ISO 17225 ან/და GOST 33103 სტანდარტით განსაზღვრულ A1 კლასის ბრიკეტებს.

ასევე, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 ქვეპუნქტით წარმოსადგენი წერილობითი ინფორმაციიდან/დოკუმენტიდან ნათლად უნდა ირკვეოდეს, რომ ის გაცემულია უშუალოდ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

ა) დანართი N2 (ფასების ცხრილი);

ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად;

გ) შემოთავაზებული საქონლის შესახებ მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად;

2.9.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის მიმართ სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.3 პუნქტით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაუმეტეს 3-ჯერ შერჩევით მოახდინოს საწვავი ბრიკეტ(ებ)ის ამოღება, რომელსაც დალუქული სახით ექსპერტიზაზე წარსადგენად გადასცემს მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს დაფარავს მიმწოდებელი.

2.9.3. საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - "შერჩევა-შეფასება" ეტაპზე ნიმუშის სახით სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს თითოეული შემოთავაზებული ბრიკეტის ერთი შეფუთვა.

3.1.1.2. ნიმუშ(ებ)თან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან

სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა/ტესტ რეპორტი (დასკვნასთან/ტესტ რეპორტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

3.1.1.3. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დგინდებოდეს თითოეული შემოთავაზებული ბრიკეტის (ტიპის) ნიმუშის შესაბამისობა შემდეგ მახასიათებლებთან:

ბრიკეტის სიგრძე: 145-305მმ;
ბრიკეტის სიგანე: 55-80მმ;
ბრიკეტის სიმაღლე (ცილინდრული ბრიკეტის შემთხვევაში - დიამეტრი) - 55-90მმ;
ბრიკეტის წონა - არანაკლებ 0,8კგ და არაუმეტეს 1,2კგ;
შუაში გამჭოლი ნახვრეტით, ან მის გარეშე;
ტენიანობა - არაუმტეს 12%;
ნაცრიანობა - არაუმეტეს 1%;
სიმკვრივე - არანაკლებ 1 გ/სმ3;
გოგირდის მასური წილი - არაუმეტეს 0.04%;
ქლორის მასური წილი - არაუმეტეს 0.02%;
თბოკალორიულობა (Net calorific value) – არანაკლებ 15.5 მჯ/კგ (MJ/kg) ან არანაკლებ 4.3 კვ.სთ/კგ (kWh/kg);

3.1.1.4. დასკვნა გაცემული უნდა იყოს უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელზე და გაცემული უნდა იყოს არაუადრეს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღისა.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცის 3.1.1. პუნქტით მოთხოვნილი ნიმუშებისა და დოკუმენტების წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო). სამუშაო საათები: 09:00-18:00.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

32457

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით;

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში;

6.2.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად;

6.2.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის იდენტური ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ისა. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია;

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას;

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 2025-2026 წლების სახსრებით, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ომიკო კერესელიძე, 599766992, OKereselidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე „2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლების საჭიროებისათვის საწვავი ბრიკეტების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 აგვისტოს №1229 განკარგულების საფუძველზე;

10.1.2. შემსყიდველი ორგანიზაცია, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საჭიროებისათვის "2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლების საჭიროებისათვის საწვავი ბრიკეტების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას" (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.3. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით;

10.1.4. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე;

10.1.4.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.4.2. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) ლარის მეასედის სიზუსტით;

10.1.5. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და შესაბამის დანართებს;

10.1.6. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.8. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

10.1.9. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;

10.1.10. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

10.1.11. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით მიმართოს მას ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება;

10.1.12. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

10.1.13. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიის ჩამორთმევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაბარზომიერების პრინციპებით. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით;

10.1.14. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით;

10.1.15. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება, თუ იგი წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გააფორმებს

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru