Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты (Грузия - Тендер #66002993)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khobi Municipality Preschool Educational Union
Номер конкурса: 66002993
Дата публикации: 05-08-2025
Сумма контракта: 74 640


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250014012
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.08.2025 12:19
Начало приема предложения 11.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 74`640.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15100000-Продукты животного происхождения, мясо и мясные продукты
Коды классификатора
  • 15111100 - Говядина
  • 15112130 - Куриное мясо
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 746.00 GEL
Размер гарантии 746 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anuka skhulukhia :: 01.08.2025 11:48
  • Последнее исправление: anuka skhulukhia :: 05.08.2025 12:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642354&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებისათვის საქონლის ხორცის და ქათმის ხორცი-გულმკერდის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქონლის ხორცი - 1840.000 კგ. საქონლის ხორცი უმაღლესი ხარისხის, მყესების, ქონისა და თხელი ნაჭრების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ანათლელებს, არ უნდა იყოს გაჟღენთილი სისხლით. სისხლისგან დაწრეტილი. ხორცს არ უნდა აღენიშნებოდეს სისხლჩაქცევები, სისხლის კოლტები. ახალი, გაუყინავი, ვარდისფერი შეფერილობის, ხორცი უნდა იყოს ახალ დაკლული, უძვლო გაუყინავი, I კატეგორიის. გაყინული და შემდეგ გამღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია. ყველა ფილიალში, საქონლის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ვეტერინარული დასკვნა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი

ქათმის ხორცი - 870.000 კგ. ქათმის მკერდის ფილე, ქათმის მკედის ნაწილი. გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით, ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ყველა ფილიალში, საქონლის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი.

1.საქონლის ძროხის ხორცი უნდა შეესაბამებოდეს/აკმაყოფილებდეს:
ა)„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებას;
ბ) საქონლის პირველადი და მეორადი დამუშავების ადგილი და პირობები, ჩლიქოსანი ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრა და ძვლების გამოცლა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ მოთხოვნების დაცვით;
გ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილების ტექნიკურ რეგლამენტს „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნის შესახებ“;
დ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებას „ტექნიკური რეგლამენტის − საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქონლის ვარგისიანობის ვადა, დამუშავების, ეტიკეტირებისა და სხვა პირობები:
ე) არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;
2.საქონლის ვარგისიანობის ვადა, დამუშავების, ეტიკეტირებისა და სხვა პირობები:
ა) ხორცის დაჭრა, ძვლებისგან გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს +7C - +10C-ზე. აღნიშნული ტემპერატურა უნდა იქნეს მიღწეული მის ტრანსპორტირებამდე და შენარჩუნდეს ტრანსპორტირების განმავლობაში;
ბ) დარბილებული ხორცის ვარგისიანობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს ზემოაღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის პირობებში
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
ა) საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული, ვეტერინარული მოწმობა (ფორმა №2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი.
ბ) ხორცი უნდა იყოს, სათანადოდ ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის, 2016 წლის 9 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, დაკვლის, დამუშავების, გაყინვის დრო და ტემპერატურა. ასევე, მითითებული უნდა იყოს, ყველა სავალდებულო ჩანაწერი მ.შ. საქონლის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება ვეტერინარულ მოწმობაში (ფორმა №2) დაფიქსირებულ საქონელსა და დაფასოებულ ხორცს შორის.
გ) ხორცის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმაN2) ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი სააღმზრდელი სააღმზრდელო გაერთიანება“-ის ადმინისტრაციაში;
3.ქათმის ფილე უნდა შესაბამებოდეს/აკმაყოფილებდეს:
ა) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებას;
ბ) არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;

მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულ ათვისებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. კვირაში ორჯერ ორშაბათს და ოთხშაბათს მოთხოვნით შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების თარიღი განისაზღვრება შემსყიდველისაგან წინასწარ მიღებული შეკვეთის საფუძველზე. საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა (მიმწოდებელს შეკვეთა გადაეგზავნება რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონული მისამართზე (Email)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს სამუშაო დღის 09:00დან 17:00 საათამდე, პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ტრანსპორტით, ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ნედლეულისა და პროდუქტების ტრანსპორტით, მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. დახურულ, ნიშანდებულ ტარაში და სხვადასხვა სახის სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ერთმანეთისაგან განცალკავების, ტემპერატურის, ჰიგიენის წესის სრული დაცვით.
2. ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის მისამართებზე, კერძოდ:
ხამისქურის საბავშვო ბაღი, ჭალადიდის საბავშვო ბაღი, ახალი სოფელის საბავშვო ბაღი, გაღმა ხორგის საბავშვო ბაღი, ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღი, საჯიჯაოს საბავშვო ბაღი, საგვიჩიოს საბავშვო ბაღი, შუა ხორგის საბავშვო ბაღი, ბიის საბავშვო ბაღი, თორსის საბავშვო ბაღი, ნოჯიხევის №1 საბავშვო ბაღი, ქარიატა საბავშვო ბაღი, ნოჯიხევის №2 საბავშვო ბაღი, ხობის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი, ხობის №2 საბავშვო ბაგა-ბაღი, პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი, ხეთის საბავშვო ბაღი, ახალი ხიბულის საბავშვო ბაღი, ზუბის საბავშვო ბაღი, ზემო ქვალონის საბავშვო ბაღი, პირველი ხორგის საბავშვო ბაღი, პატარა ფოთის საბავშვო ბაღი, ძველი ხიბულის საბავშვო ბაღი, გურიფულის საბავშვო ბაღი, შავღელეს საბავშვო ბაღი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ფასების ცხრილში წარმოშობის ქვეყანა/მწარმოებელის მითითება აუცილებელია (ფასების ცხრილი-დანართი 1-ის მიხედვით). გათვალისწინებული მოთხოვნების წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის/მწარმოებლის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული, აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარში"/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

2. პროდუქტის მწარმოებელს/სასაკლაოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ, მინიჭებული უნდა ჰქონდეს აღიარება/პირობითი აღიარება, რაზედაც პრეტენდენტმა სატენდერო წინანდადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).

2.9 other additional requirements

- თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ფასიც.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დასმული ქონდეს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. სისტემაში დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება 2025 წლის ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" ბიუჯეტის სახსრებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი წარმოადგინოს ა(ა)იპ ხობის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში;
3. ასევე, ფილიალების მიხედვით მიწოდებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდის ბოლოს მხარეებს შორის ფორმდება ნაერთი მიღება/ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისი სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ–ფაქტურის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანუკა სხულუხია, 577147471, xobiskolamdeli@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru