შესყიდვის ობიექტი:
1. ტურნიკეტი
ტურნიკეტი მინის ბარიერით, უნდა იქნეს ერთზოლიანი, ერთ ზოლში უნდა
ფიქსირდებოდეს როგორც შესვლა, ისე გამოსვლაც, ტურნიკეტი თავსებადი
უნდა იქნეს საბარათე სისტემასთან.
ავტომატიზირებული ტურნიკეტი მინის ბარიერით ინტეგრირებული პაწაწინა
კარით (Flap Barriers);
ტურნიკეტი უნდა შეიცავდეს მარჯვენა და მარცხენა დგარს, რომელიც
საბოლოო ჯამში მოგვცემს 1 შესვლა/გასვლის საშუალებას;
ჩამოსაშვები და გასაშვები არხები: არანაკლებ ერთი არხი თითოეულ
მოდულზე (სვლა ორივე მიმართულებით);
მუშაობის პრინციპი და კონტროლი: სიგნალის მიღების შემდეგ ავტომატური
გახსნა;
მხარადაჭერა არანაკლებ ბარათის ამოცნობის ტერმინალებთან
ინტეგრაციისთვის;
ბარიერის მასალა აკრილი, ან გამაგრებული მინა, ან ორგმინა;
უსაფრთხოების მახასიათებლები: არანაკლებ 4 ინფრაწითელი სენსორი
თითოეული არხისთვის;
დაბლოკვის და ჩამკეტის მექანიზმი არალეგალურ გატარების
საწინააღმდეგოდ
ავარიული გახსნის შესაძლებლობა ელექტროენერგიის გათიშვისას;
ენერგომოხმარება და კვება: AC 100–240V, 50/60Hz; ან AC100V to 120V / 200V to 240V, 50 to 60Hz;
კაბინეტის მასალა: უჟანგავი ფოლადი ან SPCC;
MCBF (ციკლური გამძლეობა) არანაკლებ 3 მილიონი ციკლი;
ტურნიკეტის კორპუსის მასალა არანაკლებ 1.0 მმ სისქის;
საორიენტაციო ზომა (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე) - სიგრძე არანაკლებ 1200მმ,
სიგანე არანაკლებ 180მმ, სიმაღლე არანაკლებ 980 მმ;
LED ინდიკატორის მხარდაჭერა;
შესასვლელი ზოლის სიგანე - 650 მმ +-60მმ;
მაქს. გამტარუნარიანობის სიჩქარე წუთში არანაკლებ 20 ადამიანი;
გახსნის დრო არაუმეტეს 1 წმ;
2. დაშვების კონტროლერი
1 ცალი დაშვების სისტემის კონტროლერი საბარათე სისტემით უნდა
დამონტაჟდეს ტურნიკეტში. დაშვების სისტემის კონტროლერი არანაკლებ 1
ცალი რელეს კონტროლის საშუალებით;
უნდა გააჩნდეს მინიმუმ საბარათე სისტემა;
კარების მართვა: არანაკლებ 2 კარის მართვის შესაძლებლობა
მომხმარებლის მონაცემები: არანაკლებ 1,000 ბარათის მფლობელის მონაცემის
შენახვა
ტრანზაქციების არქივი: არანაკლებ 100 000 ჩანაწერი
აღჭურვილი უნდა იქნეს ხმოვანი სიგნალით წარმატებული ან წარუმატებელი
წაკითხვისას
კომუნიკაცია და ინტერფეისები: Ethernet ინტერფეისი: 10/100 Mbps;
მხარდაჭერა: HTTPS და SSL პროტოკოლები
უნდა მუშაობდეს ქართულენოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლიცენზირებულ
ან უფასო პროგრამაზე.
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი თავსებადი უნდა იყოს 1-ელ და მეხუთე
პოზიციაზე შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტებთან
ხმოვანი სიგნალი წარმატებული ან წარუმატებელი წაკითხვისას.
3. დაშვების კონტროლერი ცალკე მდებარე შენობაში
დაშვების სისტემის კონტროლერი საბარათე სისტემით ტურნიკეტის გარეშე
დასამონტაჟებელია სხვა შენობაში კედელზე, რომელიც დააფიქსირებს
თანამშრომლების სამსახურში მოსვლა/წასვლას. მიმწოდებელმა უნდა
განახორციელოს ზემოხსენებული მოწყობილობების მონტაჟი აბაშის
მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიასთან ახლომდებარე შენობაში (მეორე
შენობა მდებარეობს მერიიდან 200 მეტრში). დაშვების სისტემის
კონტროლერები ჩართული უნდა იქნეს ერთიან ქსელში. მომხმარებლის
მონაცემები: არანაკლებ 1,000 ბარათის მფლობელის მონაცემის შენახვა
ტრანზაქციების არქივი: არანაკლებ 100 000 ჩანაწერი
აღჭურვილი უნდა იქნეს ხმოვანი სიგნალით წარმატებული ან წარუმატებელი
წაკითხვისას
კომუნიკაცია და ინტერფეისები: Ethernet ინტერფეისი: 10/100 Mbps;
მხარდაჭერა: HTTPS და SSL პროტოკოლები
უნდა მუშაობდეს ქართულენოვან პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლიცენზირებულ
ან უფასო პროგრამაზე.
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი თავსებადი უნდა იყოს მეხუთე
პოზიციაზე შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტთან
დაცვის კლასი არანაკლებ IP20
ხმოვანი სიგნალი წარმატებული ან წარუმატებელი წაკითხვისას.
4. ბარათის წამკითხველი
მცდარი მიღების მაჩვენებელი (FAR): არაუმეტეს 0.001%
ამოცნობის დრო: არაუმეტეს 1 წამი
დამატებითი იდენტიფიკაციის საშუალება: Mifare ბარათის მხარდაჭერა
(არანაკლებ ISO14443-A სტანდარტი)
სრულად თავსებადი წვდომის კონტროლერთან
ხმოვანი სიგნალი წარმატებული ან წარუმატებელი წაკითხვისას
მტვრისა და წყლისგან დაცვა: არანაკლებ IP20
კვების ძაბვა: DC 12V ±10%
5. თანამშრომელთა აღრიცხვის ქართულენოვანი პროგრამა
თანამშრომელთა აღრიცხვის ქართულენოვანი პროგრამა.
ლიცენზირებული ან/და უფასო პროგრამა ვებ ან/და დესკტოპ აპლიკაციის
ინტერფრეისის მხარდაჭერით.
სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლის მონაცემების შეყვანა და
არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეპორტის გადმოწერა, როგორც საერთო
ასევე დეპარტამენტის და სამსახურების მიხედვით.
• სახელი, გვარი.
• პირადი ნომერი.
• დეპარტამენტი.
• პოზიცია.
• ინდივიდუალური გრაფიკის შექმნა
• თავისუფალი გრაფიკის შექმნა
• საერთო გრაფიკის შექმნა
• ღამის ცვლის გრაფიკი
• ბარათის ნომერის მინიჭება რომელიც პროგრამიდან ავტომატურად
აიტვირთება ტურნიკეტის სისტემაში და აღარ საჭიროებს მოწყობილობიდან
დამატებით რეგისტრაციას.
• უხელფასო შვებულება
• კუთვნილი შვებულება
• დასვენების დღეები
• სადღესასწაულო დღეები
• ბიულეტენი
• საავადმყოფოს ფურცელი.
• ნამუშევარი საათების ჯამი
• დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლის და გასვლის
აღრიცხვა/დაჯამება
• ზედმეტად ნამუშევარი საათების ჯამი.
• დაგვიანება /გაცდება
• თვის რეპორტი
• დეტალური რეპორტი
• ონლაინ რეპორტი
• როგორც ადმინის იუზერი ასევე ინდივიდუალური იუზერების შექმნა სადაც
თანამშრომლები ხედავენ მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას.
• ყოველდღიურად ობიექტზე მყოფი თანამშრომლების ფერით გამოყოფა
(ევაკუაციის შემთხვევებისთვის) ასევე ყოველდღიური სტატისტიკის
მონაცემში ხედავთ გაცდენა დასვენების დღეებს ფერებით გამოყოფილს.
• ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის ქართულ და ინგლუსურ ენაზე
მიღების შესაძლებლობა.
ექსპორტირება შესაძლებელი უნდა Excel ან/დაCSV ფორმატში
დროის აღრიცხვის სისტემის სინქრონიზაცია შესაძლებელი უნდა იყოს
მომხმარებლის (admin) მიერ; პროგრამულ უზრუნველყოფაზე ავტორიზაცია უნდა
იყოს შესაძლებელი როგორც ადმინისტრატორის მომხმარებლის სახელით და
პაროლით, ასევე სტრუქტურული ერთეულის უფროსების მიერ (მხოლოდ მის
დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების) და
ასევე ყველა თანამშრომელს უნდა ქონდეს პირადი პროფილი.
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი თავსებადი უნდა იყოს პირველ, მეორე,
მესამე და მეოთხე პოზიციაზე შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტებთან;
6. მოაჯირი და კარები
ტრურნიკეტის გასწვრივ ასევე უნდა მოეწყოს მოაჯირი და სათადარიგო
კარები:
მოაჯირის, ტურნიკეტისა და კარების საერთო სიგრძე ჯამში შეადგენს
არაუმეტეს 5.70 მეტრს. მოაჯირის მასალა უნდა იქნეს უჟანგავი მეტალის
საყრდენები და მათზე ან მათ შორის დამაგრებული თერმული ან ორგანული
მინა არანაკლებ 10 მმ სისქის (მინის ფილებს შორის სასურველია
ჰორიზონტალური დაშორება 2-3 სმ). კარები უნდა იქნეს დაახლოებით 110 სმ
სიგანის. მოაჯირისა და კარების ზომები დეტალურად შეთანხმდეს
შემსყიდველთან.
7. თანმდევი მონტაჟი/ ინსტალაცია (სახარჯი მასალების გათვალისწინებით)
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს თანმდევი
მომსახურებით, რომელიც უნდა მოიცავდეს:
შესყიდვის ობიექტის ორგანიზაციის იურიდიულ მისამართებზე მიწოდებას,
მივლინების ხარჯების გათვალისწინებით.
მონტაჟი/ინსტალაციას საჭირო მარაგნაწილებით, პროგრამული
უზრუნველყოფისა და თანამშრომელთა ბაზის შექმნას.
მოწყობილობისა და პროგრამის მართვის სწავლებას შემსყიდველი
ორაგნიზაციის თანამშრომლებისათვის.
მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს
ჯამში 200 ერთეული ბარათის დამზადება და შემსყიდველისთვის მიწოდება.