Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #65917028)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Olimpic Reserve Training National Centre
Номер конкурса: 65917028
Дата публикации: 01-08-2025
Сумма контракта: 73 930


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013786
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.08.2025 12:58
Начало приема предложения 10.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.08.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 73`930.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45310000 - Электромонтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 296.00 GEL
Размер гарантии 739 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nika chaligava :: 31.07.2025 15:53
  • Последнее исправление: nika chaligava :: 01.08.2025 12:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642235&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. სსიპ “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი” - ს (მისამართი: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090) მიერ სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა ტექნიკური დავალების შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სსიპ “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი” (მისამართი: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090) ახორციელებს შემდეგი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვას:
ა) სპორტსმენთა კვების ბლოკისთვის ძალოვანი კაბელით ელ.ენერგიის მიწოდება ცენტრის ბალანსზე რიცხული სატრანსფორმატორო შენობიდან;
ბ) საქვაბისა და დამხმარე სამეურნეო შენობისთვის ელ.ენერგიის მიწოდებას სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსიდან;
გ) სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის სავენტილაციო სისტემებისათვის ელ.ენერგიის მიწოდება;
დ) სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსისათვის სახანძრო ჰიდრანტის მოწყობის სამუშაოები.
1.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების რაოდენობა/მოცულობა მოცემულია საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციში (იხ. მიბმული ფაილები).
1.2.3. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“, ასევე, საორიენტაციოა კონკრეტულ საქონელზე მითითებული ფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებს, ნორმებს და ტექნიკურ რეგლამენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები.
1.2.5 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებული ნებისმიერი მასალა (სხვა დეტალებთან ერთად) და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან.
1.2.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების პერიოდში მოთხოვოს მიმწოდებელს ნებისმიერი გამოსაყენებელი მასალის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, დადგენილ სტანდარტებს, ნორმებსა და წესებს, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი ხარჯებით გამოასწოროს და წარმოადგინოს შემსყიდველისთვის სხვა მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო, საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული სტანდარტების დაცვით.
1.2.8 მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების/წესების, ტექნიკური რეგლამენტის, გარემოსდაცვითი და სხვა რეგულაციების შესაბამისად.
1.2.9 მიმწოდებელმა შესაბამისი რესურსებით (მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ - ტექნიკური რესურსითა და მასალით) გონივრულად უნდა წარმართოს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ქვეყანაში მოქმედი და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული სტანდარტის შესაბამისად; სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები, (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და სხვა ნორმატიული აქტის მოთხოვნებს), დაცული იქნას ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების ნორმები და წესები. მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იქნას შექმნილი სამუშაო პროცესისათვის და არ მოხდეს შრომის ინსპექციისა ან სხვა სახელმწიფო უწყების მიერ სამუშაოების პროცესის შეჩერება. ყველა სახის საჯარიმო სანქციაზე, რომელიც დაფიქსირდება და დაეკისრება ობიექტს, როგორც იურიდიულად, ასევე ფინანსურად პასუხისმგებელი არის მიმწოდებელი, სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება.
1.2.11 სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი მასალები, აღჭურვილობა და მექანიზმის მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნას მიმწოდებლის მიერ საკუთარი შესაძლებლობებით და რესურსებით. მიმწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს აღნიშნული მასალების, აღჭურვილობის და მექანიზმების უსაფრთხოებაზე. ხსენებული მასალების, დაკარგვის ან გაუმართაობის შედეგად გამოწვეულ რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.12 სამუშაოების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა, ასევე გაუფრთხილდეს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებს.
1.2.13 სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად და დასრულების შემდეგ ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით;. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა წარმოების საფუძველია „სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი“, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების აუცილებელ ნაწილს და წარმოსადგენია მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის მოთხოვნათა შესაბამისად.
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების შესრულების პერიოდში ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის დასაწყისში წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება (ფორმა # 2, ფარული სამუშაოების აქტი, ექსპერტიზის დასკვნა).
1.5.3. მხარეები განიხილავენ (საჭიროების შემთხვევაში) სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის შესრულების საკითხებს და დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
1.5.4 სამუშაოების შესრულების ადგილია: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი #37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ხარისხი, სტანდარტები, ტექნიკური პარამეტრები და ძირითადი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრულ პირობებს და საქართველოში არსებულ სამშენებლო წესებსა და ნორმებს;
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ისეთი ხარვეზის/წუნის სრული მოცულობით აღმოფხვრა, რომელიც არ არის გამოწვეული ექსპლუატაციის ნორმების დარღვევით, არასათანადო მოპყრობით ან ნორმალური ცვეთით, სრული მოცულობით აანაზღაუროს, როგორც შესაბამისი ხარჯები, ასევე, ხარვეზის/წუნის შედეგად შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანი;
1.6.3.შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელს.
1.6.4. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენისას მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, შენიშვნა: აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით.
1.6.5.საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს (იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულ სამუშაოს სწორი ექსპლუატაციის პირობებში აღმოაჩნდება ხარვეზები) გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება და/ან შეცვლა შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან არა ნაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღის (შესაბამისი სირთულიდან გამომდინარე) განმავლობაში.
1.6.6. შემსყიდველი შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით ახდენს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2%-ის დაკავებას, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში. დაკავებული თანხის გადახდა მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან 12 თვის შემდეგ, როცა შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზი არ მოიძებნა ან, ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი აღმოფხვრილია მიმწოდებლის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს შესრულებულ სამუშაოთა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას, ან, უარს განაცხადებს მათ აღმოფხვრაზე, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაფასოს ხარვეზების აღმოფხვრისათვის გასაწევი ხარჯი და აანაზღაუროს ის მიმწოდებელზე დაკავებული თანხიდან;
ზემოაღნიშნული გარემოების დადგომის შემთხვევაში, მიმწოდებელს არ აუნაზღაურდება ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული თანხის ის ნაწილი, რომლითაც შემსყიდველის მიერ ანაზღაურდება შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ხარჯი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 100 000.00 (ასი ათასი) ლარის ღირებულებით, აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლები 40 000.00 (ორმოცი ათასი) ლარისა. პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს დასრულებული სამუშაოების შესრულების ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).

2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. შესაბამის სატენდერო განცხადების ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

2.5.1.2. სამუშაოთა შესრულების გეგმა გრაფიკი დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო პირობების 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებს. ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს, ყოველ გადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა გეგმა-გრაფიკის კონკრეტული ეტაპის ღირებულების 0,02 %-ის ოდენობის გათვალისწინებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის 6-7 პუნქტების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეში დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ორი სახის ანგარიშსწორება - შუალედური და საბოლოო.
7.2.2. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
7.2.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. ეტაპობრივი და შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2, ფარული სამუშაოების აქტი და სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა;
7.2.4. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის "სამშენებლო რესურსების ფასებით" განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა. ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.2.5. საექსპერტო მომსახურების ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულად წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკა ჩალიგავა, 599018242, Nchaligava@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში (დანართი #1) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
10.1.7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა, დანართი#1 ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
10.1.8. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი.

10.2.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა, დანართი N1.
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru