Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #65916987)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 65916987
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 333 664


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013753
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 19:29
Начало приема предложения 17.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 333`664.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233142 - Ремонт дорог
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში
Дополнительная информация
ქ. თბილისში, ისნის რაიონში ო. დიმიტრიადი ქუჩის საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`337.00 GEL
Размер гарантии 3`337 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bulashvili :: 29.07.2025 17:33
  • Последнее исправление: gia bulashvili :: 31.07.2025 19:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641817&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, ისნის რაიონში ო. დიმიტრიადი ქუჩის საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: საპროექტო დოკუმენტაციაში;
2. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში. (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას)
3. დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
6. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს მიმწოდებებლი).
7. შემსყიდველის მიერ სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება ხორციელდება ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან სამუშაოს ან მისი ნაწილის შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
8. გაუთვალისწინებელი სამუშაოები შეთანხებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან და გაშიფრული სახით უნდა აისახოს ფორმა N2-ში.
9. მიმწოდებელ ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის მიერ დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც რომელიც მითითებულია საპროექტო დოკუმენტაციაში. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
10. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
11. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ნებართვის მისაღებად აუცილებელი ყველა ქმედება, შეათანხმოს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა და შემდეგ სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური-მარეგულირებელი საშუალებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია.
12. სამუშაოების წარმოების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის მიმწოდებლის პერსონალი აღჭურვილნი უნდა იყვეს უნიფორმით, ჩაფხუტებით, პირადი უსაფრთხოების აქსესუარებით და ინვენტარით, პირველადი დახამარების სამედიცინო ჩანთით;
13. სამუშაოების მიწოდობის/ჩატარების დროს, თუ ზიანი მიადგა მესამე პირს, შენობას ან შენობის რომელიმე ნაწილს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი.
14. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
15. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა).
16. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით.
17. მიმწოდებელმა დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 80სმ X 100სმ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
18. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისში, ისნის რაიონის ტერიტორია, ო. დიმიტრიადისის ქუჩა

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან- 3 (სამი) წელი:
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებულ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული საბანკო გარანტია დაუბრუნდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური (ორმოულების, გზების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება) სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთ-ერთი წელიც. წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია-ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (შესრულებული სამუშაოების აქტი) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო. პრეტენდენტს თუ არ ექნება განხორციელებული ანალოგიური სამუშაოები, მოთხოვნილი ღირებულების ოდენობის, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ანალოგიური შესყიდვ(ები)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მოთხოვნები მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს საკუთრებაში (შესაძლებელია იჯარა) უნდა გააჩნდეს შემდეგი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა
ტექნიკის დასახელება რაოდენობა (არა ნაკლებ):
1. ასფალტის ხერხი -1 ერთეული;
2. თვითმცლელი* - 2 ერთეული;
3. საშუალო ზომის გლუვდოლიანი სატკეპნი - 1 ერთეული;
4. კომპრესორი სამტვრევი ჩაქუჩებით - 1 ერთეული;
5. ასფალტის დამგები - 1 ერთეული;
6. დამტვირთავი -1 ერთეული;
7. ემულსიის მომსხმელი ხელის ან თვითმავალი აპარატი - 1 ერთეული;
8. ხელის ვიბრო სატკეპნი - 1 ერთეული;
9. დეფლექტომეტრი დრეკადობის მოდულის შესამოწმებლად-მინიმუმ ერთი ერთეული.
10. ასფალტო-ბეტონის ქარხანა ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება. ასფალტო-ბეტონის ქარხნის სარგებლობით ან ასფალტო ბეტონის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

*ტრანსპორტირებისას მოხდეს ა/ბ ნარევის ტენტით დაფარვა;
*თერმომეტრით ნარევის ტემპერატურის გაზომვის მიზნით ა/ბ ნარევის გადამტან თვითმცლელის ძარის მარჯვენა მხარეს დატანილი უნდა იქნეს 3 სმ ხვრელი;
*ტექნიკური საშუალების და მანქანა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი შესრულებული სამუშაოების მაქსიმალურ ხარისხს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყიოს დანართი 3-ის მიხედვით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მოთხოვნები პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ

მინიმალური საკადრო კვალიფიკაცია:
- მინიმუმ 2 ბრიგადა;
- ბრიგადაში მინიმუმ 1 საგზაო ინჟინერი სულ მცირე 5 წლიანი შესაბამისი გამოცდილებით;
- ბრიგადაში მინიმუმ 3 კვალიფიციური მუშა;

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი 4-ის მიხედვით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. გეგმა-გრაფიკის გადმოცემამდე მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს სამუშაოები.
ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო გარანტია:

6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე-საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (10) პროცენტის ოდენობით. დანართი N5–ის მიხედვით.
6.4.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.4.3. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის ბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
6.4.4.მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
6.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N5) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად 2025 წ. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge ტექნიკურ საკითხებზე - ზურაბ მეტრეველი 599 19 82 82

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა;
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით. (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ - დანართი N2-ის მიხედვით.
3. ინფორმაცია ტენდერში მონაწილის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N3-ის მიხედვით.
4. ინფორმაცია ტენდერში მონაწილის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ დანართი N4-ის მიხედვით.

იხ. საბანკო გარანტიის ფორმა დანართი N5

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru