Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #65916952)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: PLLE MARKET SURVEILLANCE AGENCY
Номер конкурса: 65916952
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 16 982


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013741
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 18:00
Начало приема предложения 06.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 16`982.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საჭიროებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საჭიროებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Шаг снижения цены 150.00 GEL
Размер гарантии 170 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam tsutskiridze :: 31.07.2025 12:40
  • Последнее исправление: mariam tsutskiridze :: 31.07.2025 18:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642149&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საჭიროებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საჭიროებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და შემსყიდველის მიერ კურიერისთვის გზავნილების გადაცემა უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ).

2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართებზე: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ.N67.

3. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით, ე. წ „თრექინგით“ გზავნილებს კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.

4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;

5. მიმწოდებლის წარმომადგენლისთვის/კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.

6. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში - არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემა უშუალოდ ადრესატისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო, არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ იმყოფება ადგილზე და გზავნილზე დატანილია საკონტაქტო ინფორმაცია, შეტყობინების დატოვებამდე, მიმწოდებლის წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს სატელეფონო ზარი ადრესატთან. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. დაბრუნებული წერილები შემსყიდველს უნდა დაუბრუნდეს აღრიცხული რეესტრით, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება/ფიზიკური პირის სახელი და გვარი, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება;



ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი.


ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი.



8. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან, გარდა 12/12 ექსპრეს მომსახურებისა.

9. ექსპრეს მომსახურება - ჩაბარება 12/12 პრინციპით (გულისხმობს 12:00 სთ.- მდე მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას იმავე დღეს, ხოლო 12:00 სთ-ის შემდეგ მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას მეორე დღეს) - ხორციელდება მხოლოდ ერთი და იმავე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.

10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ანალოგიური გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის საკურიერო მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.

11. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ ელ. დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც, არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

12. შემსყიდველს უნდა შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული გზავნილის თაობაზე მიმწოდებლისაგან ინფორმაციის გამოთხოვა.

13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ სტანდარტული და სწრაფი მომსახურება ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა (საერთაშორისო გზავნილების შეფუთვისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფის ჩათვლით). მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ სწრაფი საერთაშორისო გზავნილის გადაცემიდან 3-8 სამუშაო დღის, ხოლო სტანდარტული საერთაშორისო გზავნილი 5-20 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.

14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან (მოთხოვნა განხორციელდება ელექტრონული ფოსტის, წერილის,
შეტყობინების სხვა ელექტრონული საშუალებებით) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი და ფორმა განსაზღვრულია 1.2 პუნქტით (ტექნიკური დავალებით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საფოსტო-საკურიერო მომსახურების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ცხრილის სახით (დანართი #2) და აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი) ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტმა, ზემოთ ხსენებულ ცხრილში უნდა მიუთითოს შესაბამისი SPA/CMR/NAT ნომერი და ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
2.9.2. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია წარმოდგენილი იქნას ქართულ ენაზე. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2.9.3. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული.
2.9.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
2.9.5. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.
2.9.6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.
2.9.7. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ჯამურ ღირებულებასთან, ასევე ერთეულთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში.
2.ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ის და სავალდებულო საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
3.ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო. გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სავალდებულო საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ცუცქირიძე, 577017761, mtsutskiridze@msa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
• ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად);
• სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის შესაბამისად ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
• იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru