მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის
სააგენტოს საჭიროებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო
საფოსტო-საკურიერო მომსახურება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და
შემსყიდველის მიერ კურიერისთვის გზავნილების გადაცემა უნდა
განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე (საჭიროების
შემთხვევაში დღეში ორჯერ).
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის
წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის
მისამართებზე: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ.N67.
3. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის
მეშვეობით, ე. წ „თრექინგით“ გზავნილებს კარიდან კარამდე ონლაინ
ადევნოს თვალი. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო
გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში
ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის
განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და
შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა,
შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე;
აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და საერთაშორისო
გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და
ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება
მიმწოდებელი;
5. მიმწოდებლის წარმომადგენლისთვის/კურიერისთვის გზავნილის გადაცემა
უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის
მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი
უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული
ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF
ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა
იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის
შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
6. საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო
მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის
გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა
ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში - არაუმეტეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება
ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან
აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო
იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს
რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან
ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ
შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის
ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემა უშუალოდ ადრესატისთვის;
თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში,
მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება.
შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის
ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის
დაყოვნების დრო, არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ
ადრესატი არ იმყოფება ადგილზე და გზავნილზე დატანილია საკონტაქტო
ინფორმაცია, შეტყობინების დატოვებამდე, მიმწოდებლის წარმომადგენელმა
უნდა განახორციელოს სატელეფონო ზარი ადრესატთან. აღნიშნული
ინფორმაციის პროგრამული ასახვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ
აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება,
მიმწოდებელმა გონივრულ ვადაში უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის
უკან დაბრუნება. დაბრუნებული წერილები შემსყიდველს უნდა დაუბრუნდეს
აღრიცხული რეესტრით, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი,
რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება/ფიზიკური პირის
სახელი და გვარი, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის
ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება;
ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი
წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი.
ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და
გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი.
8. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება
მომდევნო სამუშაო დღიდან, გარდა 12/12 ექსპრეს მომსახურებისა.
9. ექსპრეს მომსახურება - ჩაბარება 12/12 პრინციპით (გულისხმობს 12:00 სთ.- მდე
მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის ჩაბარებული
გზავნილის მიტანას იმავე დღეს, ხოლო 12:00 სთ-ის შემდეგ მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას
მეორე დღეს) - ხორციელდება მხოლოდ ერთი და იმავე ადმინისტრაციული
ერთეულის ფარგლებში.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს ანალოგიური გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან
მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის საკურიერო
მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
11. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი უზრუნველყოს წერილების
ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ ელ. დოკუმენტაციაზე წვდომით.
აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს
საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც, არანაკლებ 6 თვის
განმავლობაში;
12. შემსყიდველს უნდა შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული
გზავნილის თაობაზე მიმწოდებლისაგან ინფორმაციის გამოთხოვა.
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს
საზღვრებს გარეთ სტანდარტული და სწრაფი მომსახურება ნებისმიერი
მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა
(საერთაშორისო გზავნილების შეფუთვისათვის საჭირო მასალებით
უზრუნველყოფის ჩათვლით). მიმწოდებლის
წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ სწრაფი
საერთაშორისო გზავნილის გადაცემიდან 3-8 სამუშაო დღის, ხოლო სტანდარტული
საერთაშორისო გზავნილი 5-20 სამუშაო დღის ვადაში ადრესატისათვის
გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.
14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კონტროლისა და ანალიზის
მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც
განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას მომსახურებასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების
ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული
ინფორმაციის მოწოდებას.