Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #65916901)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 65916901
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 194 882


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013708
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 16:37
Начало приема предложения 08.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 194`882.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
  • 33191100 - Стерилизатор
  • 33191110 - Автоклавы
Срок подачи საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად ან ეტაპობრივად, 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AID, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორის (ავტოკლავის) შესყიდვა.

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დღგ-ს გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი და შემოთავაზებული საქონელი იბეგრება დღგ-ს გადასახადით, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა.
Количество и объём закупок ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორი (ავტოკლავი) - 6 კომპლექტი.
Шаг снижения цены 780.00 GEL
Размер гарантии 1`949 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi iremadze :: 17.07.2025 13:14
  • Последнее исправление: giorgi iremadze :: 31.07.2025 16:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=639119&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AID, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორის (ავტოკლავის) ფარგლებში, ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორების (ავტოკლავების) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ახალი, სრულად ავტომატიზირებული ვერტიკალური ჩატვირთვის ტიპის ლაბორატორიული ორთქლის სტერილიზატორი /ავტოკლავი, თხევადკრისტალური ეკრანი /მონაცემთა LCD-ით, ჩაშენებული ორთქლის გენერატორი, ვაკუუმური საშრობი სისტემა, პრინტერით. სრულიად ავტომატური სისტემა. აპარატს უნდა ჰქონდეს წყლის დონის ავტომატური რეგულირება წყლის და საკანალიზაციო სისტემაზე მიერთების საშუალებით, ადამიანის ჩარევის გარეშე. ავტომატური კარები ჩაკეტვა გაღება უნდა მოხდეს ღილაკით და არა მექანიკური ბერკეტით.

რაოდენობა - 6 კომპლ.

გამოიყენება დეკონტამინაციისთვის, მყარი და თხევადი ნიადაგების სტერილიზაციისთვის, საშიში ბიოლოგიური მასალების, სოკოების სტერილიზაციისთვის;

სტერილიზაციის კამერა/AISI და გარე პანელები: უჟანგავი ფოლადი (304 ან უკეთესი);

სასტ. კამერის მოცულობა: 55-85 ლიტრი;

სტანდარტული პროგრამები: 121 ºC და 134ºC;

შიდა მეხსიერება საორიენტ. 500-მდე სტერილიზაციის ციკლის დოკუმენტაციისთვის;

ელ. კვება /დენის პარამეტრები: 220-240 V / 50HZ ან 380-400V (+/-10%) /50 Hz;


ინტერფეისი:

მიკროკომპიუტერი და სენსორული კონტროლი, პროგრამირებადი;

გრაფიკის ჩვენება;
აუდიო-ვიზუალური სიგნალიზაცია;

ჩამონტაჟებული პრინტერი;

ქსელი და USB პორტები გარე მონაცემთა გადაცემისთვის ან
RS-232 ინტერფეისი გარე მონაცემთა გადაცემისთვის (ქსელთან თავსებადი);

ჰაერი, წყალი ავტომატური კონტროლი;


შესრულება/ფუნქციონალი:

სტანდარტული და კონფიგურირებადი პროგრამები;

სპეციალური პროგრამა ნარჩენების სტერილიზაციისთვის იმპულსური გაცხელებით
ინიციალიზაცია და თვითშემოწმება;

ვაკუუმის ტესტი;


წინასწარ გათბობა:

გაგრილების სისტემა /წყლის გაგრილებული ორთქლის გამოტყორცნა (გაციება შემდგომში სტანდარტული საკანალიზაციო მილში ჩადინებისას);
სითხეებისთვის ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია პროგრამის დასრულების შემდეგ ან მსგავსი


აქსესუარები:


წყლის დამარბილებელი და უკუ ოსმოსის სისტემა, რომელიც შესაფერისია ავტოკლავისთვის (ცალკე თითოეული ავტოკლავისთვის);

ყველა მილი, სამონტაჟო მასალა ან სამონტაჟო ნაწილები სათანადო გამოყენებისთვის;

უჟანგავი ფოლადის მავთულის ბადის კალათები (თავსებადი ავტოკლავთან), დასაწყობად: 2 ან მეტი;

ბიოლოგიური ინდიკატორები მინიმუმ 100 ციკლისთვის (თავსებადი ავტოკლავთან);

უფასო 2 წლიანი სერვისული მომსახურება, რაც მოიცავს მწარმოებლის მიერ რეკომენდებული სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას (სახურავის შუასადებები და ა.შ.);


აქსესუარები, რომლებიც უნდა შეიცავდეს:

მომხმარებლის და ტექნიკური სახელმძღვანელოები
ყველა პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს ორიგინალური და ოფიციალურად ლიცენზირებული ბენეფიციარისთვის, დამატებითი გადასახადების/გამოწერების გარეშე, რაც საჭიროა მოწყობილობისა და დიაგნოსტიკური სამუშაო სადგურის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში მუშაობისთვის;

ყველა კაბელი, აქსესუარი, ელექტრული გამანაწილებელი ყუთი, ურთიერთდაკავშირების მოწყობილობა, რომელიც იძლევა სისტემის აწყობის საშუალებას და საშუალებას აძლევს სისტემას სწორად და უსაფრთხოდ იმუშაოს ყველა საჭირო ფუნქციით;

ყველა მასალა და მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ტესტებისა და დამოწმებების ჩასატარებლად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინსტალაციის დროს;

ელექტრო შეერთება უნდა იყოს ქართული/ევროპული სტანდარტების მიხედვით (სამფაზიანი, თუ ამას საჭიროებს აღჭურვილობის კონფიგურაცია - ორთქლის სტერილიზატორი, ვერტიკალური და 220-240 V 50HZ, AC მონოფაზა მოწყობილობებისთვის/სამუშაო სადგურისთვის, მაგ.: წყლის დამარბილებელი და უკუ ოსმოსის სისტემა და ა.შ.);

ინტერფეისის ენა და სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე;

სათანადო ინსტალაციისთვის სისტემა უნდა მოიცავდეს ყველა კაბელს, გაგრილების სისტემებს (თუ ეს მოითხოვს კონფიგურაციას), სახარჯ მასალას და მასალებს;


სამონტაჟო მომსახურება:

სატენდერო ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ინსტალაცია.
ინსტალაცია (წყლის და საკანალიზაციო ქსელზე მიერთება) უნდა განხორციელდეს - ქ. თბილისში:

ა) 3 (სამი) კომპლექტი ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორი (ავტოკლავი):
ქ.თბილისი, მარუაშვილის ქ.#50
სს "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი".

ბ) 3 (სამი) კომპლექტი ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორი (ავტოკლავი):
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N70;
,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.


ტრენინგი:

მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს მომხმარებლის შესაბამისი ტრენინგი, შემოთავაზებული საქონლის ეფექტური და უპრობლემოდ გამოყენებისათვის მიწოდების ადგილზე (შემოთავაზებულ ფასში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა მომსახურება, გადასახადები და ხარჯი).



შენიშვნა:

ავტოკლავის საერთო ზომები სამონტაჟო სიტუაციის მიხედვით / მცირე გაბარიტები: გთხოვთ, მიუთითოთ ზომა;

პროდუქცია უნდა განთავსდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი რისკის შემცველ ლაბორატორიაში;
საგარანტიო პერიოდში საინჟინრო მომსახურება უნდა მოხდეს სპეციალური დაცვის საშუალებებით, ტანსაცმლით და რეჟიმის დაცვით.

ტექნიკურ დავალებაში მითითებული ფოტომასალა წარმოდგენილია ვიზუალური აღქმისთვის და არ უნდა იყოს აღქმული როგორც რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის პროდუქტი.


* მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის ადგილზე ინსტალაცია.

* შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე.

* შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტებზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

* პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.

* მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე შესყიდვის ობიექტის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება არასწორი შეფუთვით.

* მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება. ასევე ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.

* შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

* დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად ან ეტაპობრივად, 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამა სრულდება 2025 წლის 31 დკემებერს.

აღნიშნულ ვადამდე დასრულებული უნდა იყოს მიწოდების ყველა პროცედურა, რაც გულისხმობს საქონლის მოწოდებას, ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ვერ შეძლებს საქონლის მიღებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:

ა) 3 (სამი) კომპლექტი ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორი (ავტოკლავი):
ქ.თბილისი, მარუაშვილის ქ.#50
სს "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი".

ბ) 3 (სამი) კომპლექტი ვერტიკალური ორთქლის სტერილიზატორი (ავტოკლავი):
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N70;
,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.

1.7.1 requirement related to guarantee period

შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექპლუატაციაში არ მყოფი.

შემოთავაზებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში.

საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დაადგინოს პრობლემების გამომწვევი მიზეზი და გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში) უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა, ხოლო საჭიორების შემთხვევაში განახორციელოს წუნდებული საქონლის ან შეკეთება ან შეცვლა ახლით, მსგავსი (იდენტური) მახასიათებლების მქონე საქონლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისული მომსახურება, რაც მოიცავს მწარმოებლის მიერ რეკომენდებული სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას (სახურავის შუასადებები და ა.შ.)

შენიშვნა:
პრეტენდენტმა ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ უნდა წარმოადგინოს წინამდებარე პუქტით განსაზღვრული ფორმის (ნიმუშის) დაცვით და საგარანტიო პირობების გათვალისწინებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:

2.1.1.1. ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (კატალოგის ნომრის) შესახებ. ინფორმაციის მითითება სავალდებულოა და უნდა იყოს ასახული ფასების ცხრილში.

2.1.1.2. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მიმაგრებული, სრულად შევსებული ტექნუკური დავალებები (პრეტენდენტმა ტექნიკური დავალებებების თითოეულ პუნქტში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი პარამეტრი/მახასიათებლი/სპეციფიკაცია).

2.1.1.3. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის შესახებ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ: კატალოგი ან/და ბუკლეტი, ან/და პასპორტი, ან/და ამონაბეჭდი მწარმოებლის ვებ გვერდიდან (ამონაბეჭდთან ერთად პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს კონკრეტული საქონლის შესახებ ვებ.ბმული). მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობა ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულ თითოეულ პარამეტრთან/მახასიათებელთან/სპეციფიკაციასთან.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 01.01.2022-დან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 195 000,00 ლარი.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს წინამდებარე პუნქტის დანართის ფორმით და მიუთითოს შესაბამისი CON ან/და SPA ან/და NAT ან/და CMR საშუალების ნომრები, რა დროსაც დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა საჭირო არ არის.

2.2.1.3. იმ გამოცდილების დასადასტურებლად, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა სახელმწოფო შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც მიწოდებული სამედიცინო მოწყობილობების დასახელება და ღირებულება, ასევე საანგარიშო პერიოდში მიწოდებული სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების დაწყებისა და დასრულების ვადები, ან პრეტენდტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ელექტრონული ასლი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ყავდეს არანაკლებ ერთი დიპლომირებული ინჟინერი (რომელსაც აქვს გამოცდილება სამედიცინო აღჭურვილობის მომსახურების სფეროში) ან მწარმოებლის მიერ დატრეინინგებული პერსონალი.

ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ვალიდური ინფორმაცია/დოკუმენტები:

შემოთავაზებული პროდუქტის

EC სერტიფიკატი

ან USFDA სერტიფიკატი

ან CE მარკირების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული ქართული თარგმანი.


2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, საგარანტიო პირობები და ა.შ.) უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად ეტაპობრივად ან ერთჯერადად, უნაღდო ანგარიშსწორებით.

საქონლის მოწოდებისა და ინსტალაციის შემდგომ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს – სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიწოდებული საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით.


პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დღგ-ს გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი და შემოთავაზებული საქონელი იბეგრება დღგ-ს გადასახადით, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ირემაძე, 591196619, g.iremadze@ncdc.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა- პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.2. პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან/და უცხო ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ქართული თარგმანი; სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება.

10.1.4. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ, მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

10.1.6. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.

10.1.7. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.

10.1.8. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;

10.1.9. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.10. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სატენდერო წინადადების ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

10.1.11. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;

10.1.12. მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას გლობალური ფონდის (დონორის მიერ პერიოდულად განახლებადი და გლობალური ფონდის ვებ.გვერდზე განთავსებული) „მიმწოდებლების ქცევის კოდექსი“-https://www.theglobalfund.org/media/3275/corporate_codeofconductforsuppliers_policy_en.pdf/, იხელმძღვანელოს საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა გაცვლის სახელმძღვანელოს (https://www.theglobalfund.org/media/9564/core_criticaldatamanagement_guidance_en.pdf) პირობებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru