Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #65916895)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 65916895
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 250 957


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013690
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 15:40
Начало приема предложения 09.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 250`957.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77200000 - Услуги в области лесного хозяйства
  • 77211300 - Услуги по очистке леса
  • 77211400 - Услуги по вырубке деревьев
  • 77211500 - Услуги по обрезке деревьев
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 27 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.
Дополнительная информация
ქ. თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, სხვლა-ფორმირების და კუნძების ამოძირკვა-გატანის მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 5`019.00 GEL
Размер гарантии 2`510 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana gelashvili :: 29.07.2025 16:14
  • Последнее исправление: ana gelashvili :: 31.07.2025 15:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641792&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქ. თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, სხვლა-ფორმირების და კუნძების ამოძირკვა-გატანის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის შესაბამისად.
1.2.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3. ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით (ერთეულის ფასები დამრგვალებულ უნდა იქნას მეასედებამდე სიზუსტით).
1.2.4. კონკრეტული დავალებები მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად,სადაც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ადგილი (მისამართი), რაოდენობა და მომსახურების გაწევის ვადები.
1.2.5. მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სამუშაო ისე უქმე და დასვენების დღეებში, დღე-ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში (ფორს-მაჟორულ სიტუაციის შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში).
1.2.6. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საცობის თავიდან აცილების მიზნით მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ღამის საათებშიც, კერძოდ 00:00 საათიდან 06:00 საათამდე.
1.2.7. მომსახურების დროს არ უნდა მოხდეს მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანება, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექნიკურ ზედამხედველს და შესაბამის ორგანოებს. ზარალი ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად იმუშაოს მინიმუმ ორ ლოკაციაზე 2(ორი) ჯგუფით (ფორს–მაჟორის შემთხვევაში 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით), თითოეული ჯგუფი 5 (ხუთი) კაციანი შემადგენლობით.
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ობიექტზე დამცავი ბარიერების მოწყობა.
1.2.10. თუ მომსახურება იწვევს მოძრაობის შეფერხებას ან/და მისი უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს და შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან მომსახურების გაწევა და სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.11. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან საკუთარი სახსრებით.
1.2.12. ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სამუშაო ადგილი უნდა შემოიფარგლოს თვალსაჩინო ნიშნებით (ზოლიანი ბაბთა ან ზონარი), მომსახურების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს ერთი დღის ვადაში) გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მომსახურების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან.
1.2.13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოჭრილი (მოტეხილი/მოთხრილი) ხეების დაჭრა კოტრებად (ზომით არაუმეტეს 40-50სმ) და წარმოქნილი საშეშე მერქნის დარიგება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართებზე საკუთარი ხარჯით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.14. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს
1.2.15. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ განახორცილონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ მომსახურება, რათა დარწმუნდენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
1.2.16. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებით გაწეული მომსახურების ხელახალი შესრულება.
1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია ავარიულ შემთხვევებში (ხის მოტეხვა, ტოტის მოტეხვა და სხვა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის თანამშრომლის შეტყობინების (მოკლეტექსტური, სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე.
1.2.18. თუ მომსახურების დასრულების ვადა დაემთხვევა დასვენების დღეს მიწოდების ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე.
1.2.19. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია მოხდეს მომსახურების კორექტირება, მომსახურების ერთეულის ფასებისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
1.2.20. მომსახურების განხორციელების დროს დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები.
1.2.21. ხეები კატეგორიების მიხედვით დაყოფილია შემდეგი პრინციპით:
I კატეგორიის ხე – 10 მეტრამდე ხე–მცენარე;
I I კატეგორიის ხე – 10–დან 20 მეტრამდე ხე–მცენარე;
I I I კატეგორიის ხე – 21 მეტრი და მასზე ზევით ხე–მცენარე;
IV კატეგორიის ხე – 10 მეტრი და მასზე ზევით ხე–მცენარე, ტექნიკისათვის მიუდგომელ
პირობებში.
1.2.22. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე (მოჭრა-გადაბელვა) დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის №11-58 დადგენილების V თავით განსაზღვრული სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული პირის მომსახურება მოიცავს გამგეობის შესაბამისი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში კონკრეტული ხის დათვალიერებას, შესწავლას, არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების გადაღებას და შესწავლის საფუძველზე ხის ხარისხობრივი შეფასების შესახებ ოქმის შედგენას, რომელშიც აისახება შესწავლის შედეგები და მითითებული იქნება რეკომენდაცია ხეზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
1.2.23. მიმწოდებელმა ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე ხმელი და ავარიული ხეების მოჭრისა და ხე-მცენარეების სხვლა- ფორმირების მომსახურება უნდა განახორციელოს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის №11-58 დადგენილების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 27 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. 5.1. მომსახურების შესრულება განხორციელდება შემსყიდველის (წარმოდგენილი ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სახით) მოთხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად.
1.5.2. მიმწოდებელს გასაწევი მომსახურების კონკრეტული მისამართი, შესაბამისი შესასრულებელი მომსახურების დასახელება, რაოდენობა და მომსახურებისათვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა დაიწყოს წერილობითი დავალების ჩაბარებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში ( ფორს-მაჟორის შემთხვევაში დაუყოვნებლივ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით),
1.5.4. შესასრულებელი მომსახურების მოცულობები და სახეობები შესაძლებელია შეიცვალოს მომსახურების მიმდინარეობის პროცესში შემსყიდველთან შეთანხმებით, აღმოჩენილი შესასრულებელი მომსახურების გათვალისწინებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობის ანალოგიური (ქალაქში ან/და ქალაქის ტიპის დასახლებაში ხეების მოჭრის დამუშავება-გატანის, სხვლა-ფორმირების დამუშავება-გატანის და კუნძების ამოძირკვა-გატანის) მომსახურების შესრულების გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
დანართი N2-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს მომსახურების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მოცემული სახეობისა და მინიმალური რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება მომსახურების წარმოების პროცესში.
2.3.1.2 მანქანა-მექანიზმები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, დაზიანების შემთხვევაში მომწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაკეთოს მანქანა-იარაღი ან ჩაანაცვლოს ახლით.
2.3.1.3.მიმწოდებელთან დანართი N3–ში მითითებული მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების შესახებ ინფორმაციის სისწორის გადამოწმება შემსყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს.
2.3.1.4. ინფორმაცია (თანხმობა) მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, დანართი N3-ის შესაბამისად. დანართი N3-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების ან/და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი),რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის (ან 10%-ის) ოდენობით, დანართი N4-ის მიხედვით (იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადეგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშობა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური”-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებაში მოცემულ ერთეულ განფასებებზე დაყრდნობით.
7.2.3. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3.4. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით დიდუბის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით სიხარულიძე, 551801111, sikharulidze.daviti@gmail.com გიორგი ბარათაშვილი 2378762/591100130. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. მის: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N1 დიდუბის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
(იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში 25.12.2018წ. ატვირთული „სახელმძღვანელო ინსტრუქცია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“).
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.


10.2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.3. ინფორმაცია (თანხმობა) მომსახურების ადგილზე საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (დანართი N3), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru