1. ხაჭო - 535 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
თეთრი ფერის. სიმჟავის და არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის,
სუნის, გემოს გარეშე.
არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
ცხიმის მასური წილი არანაკლებ 6%.
დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 0.150-დან 0.5 კგ-მდე .
ხაჭო შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ ეტიკეტირებული.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%.
2. არაჟანი - 859 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ნატურალური
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის, სუნის და გემოს გარეშე.
არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
ცხიმის მასური წილი არანაკლებ 15%.
დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 0.150კგ-დან 0.5 კგ-მდე .
არაჟანი შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ ეტიკეტირებული.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%.
3. კარაქი - 479 კგ.
დამზადებული ძროხის რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე.
ქარხნული წარმოების, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული
ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის
შემცველობა არანაკლებ 82,5%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო
გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული, შეფუთული ქარხნული წესით 0.2-0,5 კგ. მოწოდებული საქონლის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80% და მეტი.
4. რძე - 8465 ლიტრი
დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ულტრაპასტერიზებული.
კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასური წილი არანაკლებ 2.5%,
არადამახასაიათებელი სუნის და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე
ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა
აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: ქარხნულად შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 1 ლიტრიან ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში.
5. ყველი - 1006 კგ.
ყველი უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად
მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი,
არადამახასიათებელი ფერის, სუნის და გემოს გარეშე.
ყველი არ უნდა იყოს დამზადებული აღდგენილი რძისგან (რძის ფხვნილისგან)
და არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
მშრალი ნივთიერების შემცველობა არანაკლებ 52%, მშრალ ნივთიერებაში
ცხიმის შემცველობა არანაკლებ 19.8%,
მარილი 0,5-1,5%.
პაკეტში წყლის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 1.5%-ს (შრატის
გამოსვლა).
დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს;
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%,
ყველი დაფასოებული უნდა იყოს ვაკუუმპარკებში 0.5-1.5კგ
6. მაწონი - 1278 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან, ქარხნული წესით.
კონსისტენცია ერთგვაროვანი; უნდა იყოს არადამახასიათებელი ფერის,
სუნის და გემოს გარეშე.
არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
ცხიმის მასიური წილი არანაკლებ 3,2%.
დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 0.4-დან 0.5კგ შეფუთვით
მაწონი შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად და სათანადოდ ეტიკეტირებული.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%.
7. იოგურტი - 918 კგ.
ქარხნული წარმოების. თოთოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს
დამზადებული ნატურალური რძისაგან. ნატურალური სხვადასხვა ხილის
არომატით. არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის
გემო. ცხიმიანობა არანაკლებ 2.5%-ისა, დაფასოება არანაკლებ 115 გრამიანი
შეფუთვით, ქარხნული წესით. შესაბამისი მარკირებითა და ეტიკეტით ქართულ
ენაზე, თითოეულ მიწოდებულ პარტიაზე უნდა იყოს წარმოდგენილი წარმოშობის
და ხარისხის შესაბამისი ვადიანი სერტიფიკატი ქართულ ენაზე ნათარგმნი
ნოტარიულად დამტკიცებული. შენახვის ვადა უნდა შეადგენდეს მთლიანი
ვადის არანაკლებ 80%.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი).
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმებით“ (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით)
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას);
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებით დამტკიცებულ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 3 აპრილის №152
დადგენილებით დამტკიცებული, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ,
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების,
გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 13 მარტის №173
დადგენილებით "ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ"
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.