Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #65890335)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Department on the Supervision over Environment Protection
Номер конкурса: 65890335
Дата публикации: 31-07-2025
Сумма контракта: 36 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013665
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.07.2025 12:45
Начало приема предложения 08.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 36`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71242000 - Подготовка проекта и проектирование, сметы
  • 71246000 - Определение и перечисление необходимых объемов для строительства
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 144.00 GEL
Размер гарантии 360 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia gaprindashvili :: 31.07.2025 12:08
  • Последнее исправление: maia gaprindashvili :: 31.07.2025 12:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642136&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ ქალაქ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 02.05.06.975) ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად საჭირო სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება და საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის დასრულების პერიოდამდე.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დანართი№1
ტექნიკურიდავალება
შესყიდვის ობიექტი: ქალაქ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 02.05.06.975) ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად საჭირო სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება და საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის დასრულების პერიოდამდე.
სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფის ქალაქ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 02.05.06.975) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მიხედვით. იხილეთ მიბმული ფაილები:
• პროექტირების აუცილებელი მოთხოვნები: საპროექტო შენობის შიდა სასარგებლო ფართი საორიენტაციოდ შეადგენდეს 470 მ2 -ს, რომელიც გადანაწილებულია ორ სართულზე. მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართი შეადგენს - 2635 მ2 რომელზეც უნდა დამუშავდეს ტერიტორიის კეთილმოწყობის და საპროექტო შენობის მიბმის პროექტი.
• კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო ექსპლუატაციას მოსალოდნელ დატვირთვებზე; საპროექტო გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყონ შენობის ექსპლუატაციის ხარჯების მინიმუმამდე შემცირება; ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალების და ნაკეთობების შერჩევა უნდა განხორციელდეს დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე; პროექტირების დროს ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა იქნას შემსყიდველთან. აუცილებელი მოთხოვნაა შენობის მზიდი კონსტრუქცია წარმოადგენდეს მონოლითურ კარკასს (მონოლითური სართულშუა გადახურვით);
• ხარჯთაღრიცხვის შედგენისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების ზღვრული პროცენტული მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55-ე დადგენილების მიხედვით. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ხარვეზების გამოსწორებას, დამატებითი ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოფს მიმწოდებელი. პროექტის შინაარსი:
• სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვები და სატენდერო სამუშაოთა მოცულობების ცხრილები შედგენილი უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით (რესურსული მეთოდით). ტექნიკური სპეციფიკაციები ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს სამშენებლო ტენდერში მონაწილეთათვის/კონტრაქტორისათვის ზოგად მითითებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის. პროექტის გრაფიკული ნაწილი შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მასშტაბებში და დეტალიზაციით. გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ გეგმებს. ხაზობრივი ნაგებობების გრძივ და განივ პროფილებს, ტიპიურ კვეთებს ყველა დეტალის ჩვენებით. ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს სამუშაოთა მოცულობების და მასალათა სპეციფიკაციების ცხრილები.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარულ დღეში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) უნდა წარმოადგინოს შემდეგი მუშა დოკუმენტაცია:
1. საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა (დასკვნა).
2. ტოპოგრაფიული გეგმა ახალი ანაზომი 1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, არსებობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით) ხელმოწერილი და დამოწმებული შესაბამისი ფორმით.
3. სრული არქიტექტურული პროექტი (დამუშავებული ქალაქ რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, მუშა დოკუმენტაციით/გეგმები, ფასადები, ჭრილები, კვანძები, სპეციფიკაციები, ფასადების და ინტერიერის ფრაგმენტული რენდერები 3 კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან; ).
4. ტექნოლოგიური ნახაზები (ავეჯის განლაგების ჩვენებით).
5. შენობა- ნაგებობების (როგორც ძირითადი ასევე დამხმარე შენობები) კონსტრუქციული პროექტი.
6. გათბობა-გაგრილების-ვენტილაციის პროექტი.
7. შენობის შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის სისტემის პროექტის და ანტისეპტიკის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში).
8. ვერტიკალური გეგმარება.
9. დენდროლოგიური კვლევა (ტაქსაცია).
9. ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია.
10. შენობისა და ეზოს ტერიტორიის ელექტრობის პროექტი (შიდა და გარე ქსელი, გარე და შიდა ვიდეო სისტემის მოწყობა, სუსტი დენები, სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაცია).
11. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი კალენდარული გრაფიკით.
12. მშენებლობის სრული (მოიცავს როგორც მიმწოდებლის მიერ მომზადებულ ასევე შემსყიდველის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციას) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
13. ზემოხსენებულის გარდა ყველა ის საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაცია რომელიც მოთხოვნილი იქნება პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის მიღების დროს ნებართვის გამცემ ორგანოებში (აღნიშნული არ მოიცავს მოსაკრებელს, კომუნალურ და საკომისიო გადასახადებს).
• მიმწოდებული ვალდებულია გაწიოს მისივე მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციით ნაწარმოებ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საავტორო ზედამხედველობა.
• მიმწოდებელმა აღნიშნული საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი;
• საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. აქვე ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების შესაბამისობა შემდგომში ნებართვის გამცემ ორგანოებში მისაღებად (ქ. რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახური, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;). ხარვეზისა და წუნის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებული ვალდებული იქნება გაითვალისწინოს აღნიშნული და წარმოუდგინოს შემსყიდველს სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი ვალდებულია დოკუმენტაცია წარმოადგინოს ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია A3 ფორმატზე 4-ეგზემპლარად.
ბ) CD - ვერსია (ელექტრონული) PDF, PLA (ARCHICAD), DWG (AUTOCAD) - ფაილის სახით 4-ეგზემპლარად.
წარმოდგენილი ესკიზური პროექტის PLA ფაილის ვერსია სურვილის შემთხვევაში გადაეცემა შემსყიდველს ხელშეკრულების დადების მომენტში;

შენიშვნა : სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფის ქალაქ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 02.05.06.975) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მიხედვით. იხილეთ მიბმული ფაილები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვ. წითლანაძის I, შესახვევი #1, 6 სართული
მიმწოდებელმა აღნიშნული საბოლოო სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ №3-ის მიხედვით.
1. პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ „ინფორმაცია მსგავსი ტიპის მომსახურების შესრულების გამოცდილების შესახებ დანართი №3“-ით წარმოდგენილი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული და რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის სტატუსით ფიქსირებულ შემსყიდველ ორგანიზაცი(ებ)თან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარებების აქტები ან/და სხვა სახის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში. ფაქტიურად გაწეული მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტიურად გაწეული მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია გაფრინდაშვილი, 599418141, maiko3018@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

ტექნიკური მოთხოვნები:
როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირისათვის პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების ფასის ატვირთვასთან ერთად უნდა ატვირთოს და წარმოადგინოს შემდეგი ტექნიკური დოკუმენტაცია:
ა) ტექნიკური დავალება დანართი №1-ის მიხედვით;
ბ) სატენდერო წინადადების ფასი (ფასების ცხრილი) დანართი № 2-ის მიხედვით,
გ) ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ №3-ის მიხედვით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru