Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #65887263)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Justice LEPL " Department of the General Courts of Georgia"
Номер конкурса: 65887263
Дата публикации: 30-07-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250013596
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.07.2025 17:31
Начало приема предложения 09.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.08.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 804`470.45 GEL
Контрактная цена объекта закупки 65`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება.
მრავალწლიანი შესყიდვა 2025-2026 წწ.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 8`000.00 GEL
Размер гарантии 650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: goga chelidze :: 28.07.2025 17:37
  • Последнее исправление: goga chelidze :: 30.07.2025 17:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641622&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. (ავტომანქანების ჩამონათვალი იხილეთ თანდართული პრეისკურანტის პირველ ცხრილში).

ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებულ სერვის-ცენტრებში, ასევე უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების მიღება:
1. ელ. დიაგნოსტირება და შეკეთება - ხსენებულ ყველა ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
2. ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული - თითოეულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
3. ხოლო თბილისის სერვისცენტრში, ერთიან მისამართზე:
• არანაკლებ 8 ერთეული ამწე მექანიზმი;
• დამატებით არანაკლებ 1 ერთეული ავტომანქანის სარემონტო ორმო;
• ტერიტორიაზე შესაძლებელი უნდა იყოს მოცდა, შესაბამისად გამოყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 10 ავტომანქანისათვის დაცული (შემოღობილი) და განათებული პარკირების ადგილები და უნდა იყოს აღჭურვილი სათვალთვალო კამერებით (24 საათიანი მონიტორინგისა და არანაკლებ 7 დღით ჩაწერის ფუნქციით).
4. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
5. ვულკანიზაციისა და ბალანსირების აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
6. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
7. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
8. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
9. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება - არანაკლებ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვისცენტრებში;
10. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
11. დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვისცენტრებში;
12. მომსახურება გასაწევი ავტომანქანებისთვის მარაგში მუდმივად უნდა იყოს: ხუნდები და გადაცემათა კოლოფის ზეთები.

ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შეიძლება იყოს მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ქალაქების სერვის-ცენტრებში, ურიგოდ, უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
- ქ. თბილისში - არანაკლებ 4 ავტომანქანა;
- რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 2 ავტომანქანა.
ყველა სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.


* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში;

* ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი #1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.

* პრეისკურანტით განსაზღვრული რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

* პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება უნდა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით. კლების შედეგად მიღებული პრეისკურანტის ერთეულის ფასები უნდა განისაზღვროს მეასედამდე სიზუსტით დამრგვალების გარეშე.

* პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან არსებითად შეუსაბამო ფასების წარმოდგენა (თუ ერთეულის ფასი აღემატება შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფასს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერიდან დაზუსტების გარეშე;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 12 თვის განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
1. სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 3 სთ.
2. სალონის, ჰაერის, საწვავის ფილტრის შეცვლა-არანაკლებ 3 სთ.
3. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღე.
4. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
5. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღე.
6. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღე.
შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა):
• ქ. თბილისი;
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. ზუგდიდი ან/და ფოთი;
• ქ. თელავი;
• ქ. ახალციხე.

შენიშვნა: ზემოთაღნიშნული აუცილებელი სერვისცენტრების გარდა მიმწოდებელს შეიძლება გააჩნდეს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით სხვა სერვისცენტრებიც, თუმცა მათ მიმართ არ ვრცელდება ამ პუნქტით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი მოთხოვნები.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელმა შეცვლილ და/ან აღდგენილ დეტალზე და მომსახურებაზე უნდა გასცეს გარანტია:
1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ – 6 თვე;
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ – 1 წელი ან 35 000 კმ;
3. ელექტრო მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ – 1 წელი;
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ – 6 თვე;
5. გადაბმულობის კომპლექტზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ – 6თვე;
6. მინის საწმენდებზე - არანაკლებ 6 თვე;
7. ანთების სანთელზე, ელექტრო კოჭაზე (ბაბინა) - არანაკლებ 6 თვე;
8. სამუხრუჭე ხუნდებზე-არანაკლებ 10 000 კმ.
საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე / გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის / ნაკლის / წუნის / ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოსწორების მიზნით აღმოფხვრას იგი - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ჩაატაროს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის / ვარგისიანობის / დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღე.
მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500,000 ლარის ღირებულების ავტოტექმომსახურების გაწევის გამოცდილება - წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომრებზე.
*შენიშვნა: ხელშეკრულების დანართების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ ხელშეკრულების დადების თარიღის, სამუშაოების დასახელების და ღირებულების დადგენა შესაძლებელია უკვე წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) იურიდიული პირის სარეკომენდაციო წერილი, თითოეული არანაკლებ 100,000 ლარის ღირებულების (ერთი ხელშეკრულების ღირებულება) მსგავსი მომსახურების შესახებ გაცემული 2021 წლის შემდეგ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

სერვის-ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, ერთი მისამართის/ტერიტორიის ფარგლებში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებული სერვის-ცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით.


პრეტენდენტმა საკუთრება, სარგებლობა, მომსახურება, ქვეკონტრაქტი უნდა დაადასტუროს (სისტემაში ატვირთოს) დოკუმენტურად, რომლიდანაც უნდა იკვეთებოდეს უფლების ვადა არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა.
შენიშვნა:
ა) შემსყიდველი ადგილზე გადაამოწმებს პრეტენდენტის სერვისცენტრ(ებ)ს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ბ) სხვა სერვისცენტრთან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გაწეულ სერვისზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

აუცილებელი პირობა:

მისამართების წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე!!!

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდში, ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების ავტოტექმომსახურების განხორციელების გამოცდილება - წარმოდგენილი უნდა იქნეს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომრებზე.
ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მიმწოდებელს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)


ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებასთან), ასევე ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოგა ჭელიძე, 555338847, gchelidze@court.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი (საწვავი, ევაუკატორის მომსახურება და ა.შ.)
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru