საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო
სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის
ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. (ავტომანქანების
ჩამონათვალი იხილეთ თანდართული პრეისკურანტის პირველ ცხრილში).
ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან
სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით
არსებულ სერვის-ცენტრებში, ასევე უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ
ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და შესაძლებელი უნდა
იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების მიღება:
1. ელ. დიაგნოსტირება და შეკეთება - ხსენებულ ყველა ქალაქში არსებულ
სერვისცენტრში;
2. ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული - თითოეულ ქალაქში არსებულ
სერვისცენტრში;
3. ხოლო თბილისის სერვისცენტრში, ერთიან მისამართზე:
• არანაკლებ 8 ერთეული ამწე მექანიზმი;
• დამატებით არანაკლებ 1 ერთეული ავტომანქანის სარემონტო ორმო;
• ტერიტორიაზე შესაძლებელი უნდა იყოს მოცდა, შესაბამისად გამოყოფილი
უნდა იყოს მინიმუმ 10 ავტომანქანისათვის დაცული (შემოღობილი) და
განათებული პარკირების ადგილები და უნდა იყოს აღჭურვილი სათვალთვალო
კამერებით (24 საათიანი მონიტორინგისა და არანაკლებ 7 დღით ჩაწერის
ფუნქციით).
4. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში არსებულ
სერვისცენტრში;
5. ვულკანიზაციისა და ბალანსირების აპარატი - ყველა ხსენებულ ქალაქში
არსებულ სერვისცენტრში;
6. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - ყველა ხსენებულ
ქალაქში არსებულ სერვისცენტრში;
7. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის
სერვისცენტრში;
8. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ
თბილისის სერვისცენტრში;
9. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება - არანაკლებ თბილისის, ბათუმისა და
ქუთაისის სერვისცენტრებში;
10. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით - ყველა ხსენებულ ქალაქში
არსებულ სერვისცენტრში;
11. დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ თბილისის, ბათუმისა და
ქუთაისის სერვისცენტრებში;
12. მომსახურება გასაწევი ავტომანქანებისთვის მარაგში მუდმივად უნდა
იყოს: ხუნდები და გადაცემათა კოლოფის ზეთები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით,
გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შეიძლება იყოს
მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით).
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო
პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა
როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური
დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის
მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში,
საქართველოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანხმობის
შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა
სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრულ ქალაქების სერვის-ცენტრებში, ურიგოდ, უნდა
უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის
ავტომანქანებისათვის:
- ქ. თბილისში - არანაკლებ 4 ავტომანქანა;
- რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ
მისამართზე) - არანაკლებ 2 ავტომანქანა.
ყველა სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის
მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს
ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური
აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების
ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი
მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს
ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული
მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო
ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების
ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ
პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის
თანხმობა-დასტური.
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი
არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და
წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში;
* ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ
მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი #1) და არ უნდა
აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ
ერთეულის ზღვრულ ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ
უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
* პრეისკურანტით განსაზღვრული რომელიმე ერთეულის არარსებობისას,
აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება
შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო
ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
* პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის ბოლო
შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, ერთეულის
ღირებულებების დაანგარიშება უნდა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციაში
მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ
პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
სხვაობით. კლების შედეგად მიღებული პრეისკურანტის ერთეულის ფასები
უნდა განისაზღვროს მეასედამდე სიზუსტით დამრგვალების გარეშე.
* პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა, განუფასებლად
წარმოდგენა ან არსებითად შეუსაბამო ფასების წარმოდგენა (თუ ერთეულის
ფასი აღემატება შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებულ
ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფასს), გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერიდან დაზუსტების გარეშე;