Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Интернет-услуги (Грузия - Тендер #65854806)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: NNLE Tbilisi Sports and Youth Center
Номер конкурса: 65854806
Дата публикации: 29-07-2025
Сумма контракта: 80 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250013536
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.07.2025 20:51
Начало приема предложения 05.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 07.08.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 80`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 72400000-Интернет-услуги
Коды классификатора
  • 72400000 - Интернет-услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველოს ვებ-პლატფორმის (EYC.ge) ფუნქციონალური გაუმჯობესების მოსახურება
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi goglidze :: 28.07.2025 15:40
  • Последнее исправление: giorgi goglidze :: 29.07.2025 20:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641582&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველოს ვებ-პლატფორმის (EYC.ge) ფუნქციონალური გაუმჯობესების მოსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილია ვებ-საიტისა და მობილური აპლიკაციის EYC.ge - ფუნქციონალური გაუმჯობესება. აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა მოიცავს მომხმარებელთა რეგისტრაციის, ევროპული ახალგაზრდული ბარათების გაცემის, მათი ადმინისტრირების სისტემებს. იგი ასევე უზრუნველყოფს პროგრამის პარტნიორებისათვის პერსონალურ სამართავ პანელებს, ფასდაკლებების განთავსებისა და ვაუჩერების გაყიდვის ფუნქციონალებს. პლატფორმა ინტეგრირებულია პროგრამის სათავო ოფისის სისტემასთან საერთაშორისო ფასდაკლებების განთავსებისა და მომხმარებელთა უნიკალური CCDB კოდების გენერაციისთვის. საიტზე არსებული ფუნქციონალები სრული სახით ხელმისაწვდომია მობილურ აპლიკაციაშიც. ფუნქციონალური გაუმჯობესებების მიზანია პლატფორმების მომზადება გარე სისტემებთან ინტეგრაციისათვის და არსებული ფუნქციონალების გაუმჯობესება, ამასთან, მასზე 25,000+ საერთაშორისო ფასდაკლების განთავსება და ვაუჩერული სისტემის ცვლილება.
წინამდებარე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის პრეტენდენტს ხელშეკრულეის გაფორმების შემდგომ გადაეცემა პლატფორმის კოდი, სადაც გამოყენებულია Php-laravel, Java script და React ტექნოლოგიები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 კალენდარული დღე, მათ შორის:

პირველი ეტაპი – მოთხოვნის პირველი პუნქტის დეველოპმენტი და ტესტირება
ამ ეტაპზე მოხდება პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციონალის დეველოპმენტი და ტესტირება, რაც დაკავშირებულია კობრენდირებული ბარათების გენერირებასთან.
შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღე

მეორე ეტაპი – ტექნიკური დავალების პუნქტები 4, 5 და 6
შესრულდება ამ პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების დეველოპმენტი და ტესტირება, რაც შეეხება პარტნიორ ორგანიზაციებსა და შეთავაზებების მოდულს.
შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღე

მესამე ეტაპი – ტექნიკური დავალების პუნქტები N2, 3, 7 და 8
ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილი მოთხოვნების დეველოპმენტი და ტესტირება.
შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი 4

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 000 ლარის ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება.
2.2.1.2. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდეს არანაკლებ 80 000 ლარის ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება.
2.2.1.3 პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შექმნილი ან ფუნქციონალურად განახლებული არანაკლებ 3 ვებ-გვერდი ან ვებ-აპლიკაცია ან მობილური აპლიკაცია, რომელიც ითვალისწინებს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთ ფუნქციონალს: ბარათების მართვა, ბილინგი, კუპონების სისტემა ან პროდუქციის რეალიზაცია. წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციით უნდა ირკვეოდეს აღნიშნული ფუნქციონალ(ებ)ის არსებობა (მაგალითად: ტექნიკური დავალება, ხელშეკრულება და ა.შ).

2.2.1.4 ანალოგიურ მომსახურებას მიეკუთვნება: ვებ-გვერდ(ებ)ის/ვებ/აპლიკაცი(ებ)ის ან მობილური აპლიკაციის შექმნის ან ფუნქციონალური განახლების მომსახურების გამოცდილება, რომელიც მოიცავს პროგრამის ოპტიმიზაციას, პროგრამულ მოდიფიკაციებს, წარმადობის და მდგრადობის უზრუნველყოფას.

2.2.1.5. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დანართი #2-ის სახით, ასევე გაწეული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში), ან მოქმდი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება.
2.2.1.6 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია ერთიანი ელექტრონულ სისტემის შესაბამის ველში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი №2-ის შესაბამისად.
2.2.1.7 შემსყიდველი უფლებამოსილია, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი, პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა.
2.2.1.8 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

ა) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

2.2.1.9 უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.2.1.10 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.

2.2.1.11 შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურების გაწევის იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების ან აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად:
1. პირველი და მეორე ეტაპის შესრულების შემდეგ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც მოხდება ანგარიშსწორება.
2. მესამე ეტაპის ანგარიშსწორება განხორციელდება მისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გოგლიძე, 599529312, procurement.tsyc@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.2 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია(მაგალითად: დანართი#2, ) წარმოდგენილი უნდა იქნას pdf ფორმატით, ელექტრონულად ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.6 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
10.1.7 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ფასები, გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით(მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
10.1.8 სატენდერო ფასების ცხრილი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატის სახით,რომელიც ელექტრონულად ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით
10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციაში, თუ მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის ქვეყანა ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru