2.2.1.1. პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე,
საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო
ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა,
სადაცრეგისტრირებულია პრეტენდენტი), შესრულებელი უნდა ჰქონდეს
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ან/და
მშენებლობის საპროექტო სამუშაოები, ღირებულებით, არანაკლებ
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის
ოდენობისა.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
ხელშეკრულება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული
გამოცდილების გარდა ითვალისწინებს სხვა ტიპის საპროექტო
მომსახურების გაწევას, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს
ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული საბოლოო ხარჯთაღრიცვა და
შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ან/და
მშენებლობის ღირებულება დადგინდება ამ პროექტით განსაზღვრულ საბოლოო
ხარჯთაღრიცხვასა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაში (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) მითითებული სასმელი წყლის წყალმომარაგების
სისტემის რეაბილიტაციის ან/და მშენებლობის ღირებულების სრულ
სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან პროპორციის შესაბამისად.
მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი განმარტება თუ
ხარჯთაღრიცხვის რომელი პუნქტები ითვალისწინებს სატენდერო
დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდილებას.
2.2.1.2. 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტს ერთი
ან რამოდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად შესრულებული უნდა
ჰქონდეს შემდეგი სახის საპროექტო სამუშაოები:
1. სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
2. სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა;
3. წყალმომარაგების სატუმბი სადგური;
4. არანაკლებ ერთი სასმელი წყლის სამარაგო - სარეგულაციო რეზერვუარი
მინიმუმ 100მ³ მოცულობის;
5. წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი მინიმუმ 100 კმ
(შესაძლებელია რამოდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული
მომსახურების დაჯამება);
6. წყალმომარაგების სისტემის ავტომატური მართვის ერთიანი სისტემა (SCADA);
7. წყლის გაუსნებოვნების სისტემა ავტომატური მართვით.
მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციიის 2.2.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისი
გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი პროექტის (ყველა
კომპონენტის გათვალისწინებით) საფუძველზე განხორციელებული
(დასრულებული) უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ძირითადი დამკვეთის მიერ გაცემული
დოკუმენტი, სადაც ერთმნიშვნელოვნად უნდა დგინდებოდეს სამშენებლო
სამუშაოების დასრულება.
2.2.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების და შესაბამისი მომსახურების გაწევის
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს
გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული
მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული,
მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი
დოკუმენტი). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის
არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის
(SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის
დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის
წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
პუნქტში არსებული დანართი №2-ის შესაბამისად).
ამასთან:
ა) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი,
სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება
გაწიეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტებით
განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოდგენილი უცხო ენაზე
გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს
შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების გაწევის ვადები;
ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.1.5 შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
პუნქტის 2.2.1.3 ან/და 2.2.1.4 ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ
იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2 ქვეპუნქტებით
მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი,
პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და
ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა,
საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და
დეტალური აღწერილობა.
2.2.1.6 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
ა) სათავო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათავო კომპანიის
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა
იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
ბ) სათავო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
2.2.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ში, პრეტენდენტის მიერ
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ
ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული
მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება
ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების
გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის
მიხედვით.
2.2.1.8 თუ პრეტენდენტს მომსახურება გაწეული აქვს სხვა ქვეყანაში,
წარმოდგენილი უნდა იქნას მოცემული მომსახურების ძირითადი
შემსყიდველის უფლებამოსილი პირის ან ორგანიზაციის მიერ (ქვეყნიდან
სადაც ჩატარებულია სამუშაოები) გაცემული წერილი გაწეული მომსახურების
დადასტურების შესახებ.
2.2.1.9 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა:
ა) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3-ის შესაბამისად.
ბ) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის
პირველი ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ არის
დასაშვები ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება.
2.2.1.10. სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი გამოცდილების
დასადასტურებლად, უცხო ქვეყნიდან დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის
შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული
უნდა იყოს ნოტარიულად.